აი, ვინ უნდა გიკბინოს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აი, ვინ უნდა გიკბინოს!

გვესაუბრება ექიმი, ჰირუდოთერაპევტი ეკა ლაშხი.

- რას წარმოადგენს ჰირუდოთერაპია და რით არის განპირობებული მკურნალობის ეფექტურობა?

Hirudo - ლათინურად წურბელას ნიშნავს. სამედიცინო წურბელებით მკურნალობა ერთ-ერთი უძველესი მეთოდია, რომელსაც პრაქტიკულად გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. სწორედ ამის გამო არ კარგავს აქტუალობას და დღემდე აქტიურად გამოიყენება როგორც სამედიცინო პრაქტიკაში, ასევე კოსმეტოლოგიაში. სამედიცინო წურბელას აქვს რეფლექტორული, მექანიკური და ბიოლოგიური მოქმედება. კანზე დასმის ადგილას წურბელა პაციენტის ქსოვილში უშვებს სპეციალურ ნივთიერებებს ნერწყვის საშუალებით. წურბელის ნერწყვი შეიცავს 150-ზე მეტ აქტიურ ნივთიერებას. ეს ფერმენტები გადადის სისხლში და ადგილობრივ მოქმედებასთან ერთად ახდენს შლაკებისგან ორგანიზმის გაწმენდას.

- რაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებულობა და რით არის მკურნალობის ეფექტურობა განპირობებული?

- წურბელის ნერწყვში შემავალი კომპონენტების კომპლექსი უზრუნველყოფს ჰირუდოთერაპიის ეფექტურობას და უნიკალურობას. ნერწყვი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს როგორიცაა: ჰირუდინი, ჰიალურონიდაზა, ტრიპსინი, პლაზმინი, ჰიმაზინი, დესტაბილაზა, აპირაზა, კოლაგენაზა, ტრიგლიცერიდაზა, ქოლესტერინ-ექსტერაზა და ა.შ; აქედან გამომდინარე, ბუნების ამ საოცრებას შეიძლება ვუწოდოთ ,, უნიკალური შპრიცი“.

ჰირუდინი - ასტიმულირებს სისხლის მიომოქცევას, ცვლის სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და შესაბამისად გავლენას ახდენს ანთებით პროცესზე, აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

აპირაზა - აქრობს სისხლიდან იმ ელემენტებს, რომელიც ასტიმულირებენ ათეროსკლეროზული ბალთის წარმოქმნას; აქვეითებს ქოლესტერინის დონეს

დესტაბილაზა - ხელს უშლის სისხლის შედედებას.

ჰიალურონიდაზა - უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავის დაშლას და აქტიური კომპონენტების შეღწევას ქსოვილებში. ეგლინები-ხელს უწყობენ ქსოვილების აღდგენასა და რეგენერაციას.

- როგორ ხდება მკურნალობის შერჩევა?

პროცედურის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და ჩივილებზე. ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომ უფრო ინფორმატიული როცა პაციენტს ჩატარებული აქვს კვლევები. ამ პროცესში ძალიან გვეხმარება პორტატული აპარატი, რომელიც ოფიციალურად აღიარებული საშუალებაა ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის განსაზღვრისთვის და საშუალებას გვაძლევს, დავგეგმოთ მკურნალობის სქემა და პროცედურების თანმიმდევრობა. ეს მეთოდი არის ძალიან კარგი დამატებითი საშუალება, სწორად შევარჩიოთ პროცედურების სქემა და ვიმუშაოთ საჭირო ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე. ვახდენთ შედარებას მკურნალობის დასაწისში და მკურნალობის ბოლოს და ვიღებთ საგრძნობლად გაუმჯობესებულ ინფორმაციას. ქრონიკული დაავადებების დროს რეკომენდირებულია წელიწადში 2-ჯერ პროცედურის სრული კურსის ჩატარება,თუმცა უფრო ხშირად მომართვიანობა არის გამწვავებების დროს.

- აქვს თუ არა ჰირუდოთერაპიას უკუჩვენება და რა დაავადებების დროს გამოიყენება?

- ბევრად უფრო მცირეა ის ჩამონათვალი რა დროსაც არ გამოიყენება ჰირუდოთერაპიული მკურნალობა. ეს არის მძიმე ფორმის ანემია, ჰემოფილია, ალერგიული ანამნეზი, ორსულობა და ასაკი 12 წლამდე, თუმცა უკვე არსებობს მონაცემები, რომ ბავშვებში კლასიკურ მედიცინასთან ერთად იყენებენ როგორც დამატებით მეთოდს, განსაკუთრებით პარეზების და ნევროლოგიური დარღვევების დროს. ამის შესახებ აქტიურად მიმდინარეობს კვლევები.

- თქვენ როგორც ექიმმა, ჩაანაცვლეთ კლასიკური მედიცინა არატრადიციული მედიცინით?

- არა პირიქით... ჩემმა სამედიცინო განათლებამ და გამოცდილებამ უფრო კარგად დააკავშირა ეს ორი სფერო ერთმანეთს და შემიძლია ვთქვა, რომ ისინი კი არ ანაცვლებენ ერთმანეთს, რიგ შემთხევაში ავსებენ კიდეც. მაგალითად წურბელის ნერყვი შეიცავს ინსულინისმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ეს ეხმარება ტრადიციული მეთოდებით მკურნალობას და ამას პაციენტები თავადაც გრძნობენ და ხვდებიან.

- არის თუ არაჰირუდოთერაპიის დროს ინფიცირება შესაძლებელი?

- ინფიცირება გამოპრიცხულია,იმიტომ რომ პროცედურები ტარდება ერთჯერადი სამედიცინო წურბელებით,რის შემდეგაც უტილიზაციას ექვემდებარება .

-კიდევ რას აქვს მნიშვნელობა წურბელებით მკურნალობის ეფექტურობაში?

- უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურად აქტიური წერტილების ზუსტ ცოდნას და შერჩევას. პაციენტის სწორი ანამნეზის შეგროვება, კვლევები და ჰირუდოთერაპევტის კომპეტენტურობა გამოჯანმრთელების სრული საწინდარია.

- თუ შეიძლება მოკლედ ავღწეროთ ამ მკურნალობის მექანიზმი?

დამეთანხმებით რომ,ნებისმიერი დააავადების განვითარების საფუძველია ორგანიზმის მთლიანობის დარღვევა, კერძოდ - ჰიპოქსია ,იშემია და სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა. დაავადებათა უმრავლესობა კი 2 ურთიერთსაწინააღმდეგო ბიოლოგიური სტიქიის - ინტოქსიკაციის და დეტოქსიკაციის ბრძოლაა. აქედან გამომდინარე ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენის გზაზე პირველი ნაბიჯია ლიმფოდრენაჟი - ,,შინაგანი სისუფთავის“ დამყარებაა, რაც უზრუნველყოფს სისხლის შემადგენლობის ხარისხს და ქმნის პირობებს ტვინისა და სხეულის თითოეულ უჯრედს შორის სრულყოფილი კავშირის არსებობისთვის. ,,სასწაულმოქმედი მკურნალი წურბელები’’ კი აღადგენენ უჯრედში და ქსოვილებში საკვები ნივთიერებების მიწოდებისა და ცხოველმყოფელობის პროდუქტებისგამოდევნას კაპილარების, არტერიოლების, ვენულების და ლიმფური ძარღვების საშუალებით. უდიდესი ექიმმა ფიზიოლოგმა ზალმანოვმა, რომელმაც სიცოცხლის ბევრი წლები მიკროცირკულაციის შესწავლას მოანდომა, თამამად განაცხადა, რომ არ არსებობს დაავადება, რომლის მიზეზიც კაპილარული სისიტემის არასრულ მუშაობასი არ იმალებოდეს.

სწორედ მიკროცირკულაციის დარრვევა უდევს საფუძვლად არა მარტო ცალკეული ქსოვილებისა და ორგანოების დაავადებას, არამედ მთელი ორგანიზმის დაავადებას. წურბელები კი ძირითადად მიკროცირკულაციას აუმჯობესებენ, აღადგენენ სისხლის მიმოქცევას და რეოლოგიურ თვისებებს, ამის შედეგად კი აღდგება ჰომეოსტაზი, ტემპერატურა, არტერიული წნევა სისხლში, გლუკოზის შემცველობა და შესაბამისად, მოწესრიგდება ყველა ორგანოს ფუნქიონირება, და რადგანაც ორგანიზმი ერთი მთლიანობაა, ლოგიკურად მივდივართ გამოჯანმრთელებამდე.

- მისი როლი კოსმეტოლოგიაში რითია განპირობებული?

- წურბელას ნერწყვში შემავალი ჰიალურონიდაზა,კოლაგენი,აპირაზა და მრავალი სხვა ფერმენტები უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებას და ლიმფოდრენაჟს. კოლაგენს გარდაქმნის ელასტინად,შესაბამისად მკვრივდება კანი,უნმჯობესდება კანის ფერი,ოვალი,ქრება გამონაყარი და წვრილი ნაოჭები.2-3 პროცედურის შემდეგ კანი ახალგაზრდულ და ჯანმრთელ იერს იღებს. ასევე გამოიყენება კანის დაავადებების ფსორიაზის დერმატიტების, ანთებითი დაავადებების, ფურუნკულოზების და კანის ინფექციების სამკურნალოდ.

- რა დაავადებების დროს გამოიყენება ჰირუდოთერაპია აქტიურად?

- აქტიურად გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  • ხერხემლის პრობლემები,
  • ოსტეოქონდროზი,
  • რადიკულიტი,
  • იშიაზი,
  • ვარიკოზი,
  • ჰიპერტონული დაავადება,
  • თრომბოფლებიტები,
  • ფლებიტები,
  • ბუასილი,
  • გინეკოლოგიური და ენდოკრინილოგიური დაღღვევები,
  • ძილის დარღვევა,
  • შაკიკი,
  • თავის თკივილები,
  • თავბრუსხვევა გაურკვეველი ეტიოლოგიის,
  • არტიტი,
  • ართროზი...

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ დაავადებისა რომლის მკურნალობაც შეგვიძლია ბუნების ამ საოცარი საჩუქრით, რომელსაც დამსახურებულად ვუწოდებთ ,,შავ მარგალიტს’’ და რომელიც საოცრებებს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან დღემდე ახდენს.