რა უპირატესობა აქვს ფიტოთერაპიას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უპირატესობა აქვს ფიტოთერაპიას

მათი მიღება დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას, ტოქსინებისა და წიდისგან შინაგანი ორგანოების გათავისუფლებას, აძლიერებს მათ თავდაცვით ფუნქციებს, ფიტოპრეპარატების მოქმედების მექანიზმს მათში აქტიური ნივთიერებების: ალკალოიდების, გლიკოზიდების, ეთერზეთებისა და სხვათა - შემცველობა განსაზღვრავს.

რატომ ირჩევენ ფიტოთერაპიას

1. პაციენტებს სურთ, თავი აარიდონ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ანტიბიოტიკებითა და სხვა ქიმიური პრეპარატებით მკურნალობას ახასიათებს. მცენარეული პრეპარატები გაცილებით მსუბუქად მოქმედებს ორგანიზმზე და არ იწვევს მიჩვევას.

2. მცენარეული სამკურნალო საშუალებები ზოგჯერ ეფექტიანია იქ, სადაც შესაძლოა ტრადიციული ანტიბიოტიკი, მიკროორგანიზმის მიჩვევის გამო, უძლური აღმოჩნდეს.

3. მცენარეთა ეკოლოგიური უვნებლობა ხელს უწყობს მათ ხანგრძლივ და უსაფრთხო გამოყენებას.

4. მცენარეთა აქტიურ ნივთიერებებსა და ადამიანის ორგანიზმის აქტიურ ფიზიოლოგიურ ნივთიერებებს შორის არსებობს გარკვეული მსგავსება, რის გამოც ორგანიზმი მათ უფრო ადვილად იღებს.

5. მცენარეული ნედლეული და მათი პრეპარატები, ჩვეულებრივ, თავსებადია სინთეზურად მიღებულ სამკურნალო საშუალებებთან.

6. სამკურნალო მცენარეები განსაკუთრებით ეფექტიანია ორგანიზმის ფუნქციური მოშლილობისას, დაავადების მსუბუქი ფორმისას, ზრდის სპეციფიკური თერაპიის სამკურნალო ეფექტს და აქვს კარგი ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება.

7. მცენარეთა დიდ ნაწილს ახასიათებს ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი, რომელიც კომპლექსურად მოქმედებს ორგანიზმზე, ზრდის მის დამცველობით ფუნქციებს და იმუნიტეტს.

8. ზოგჯერ სამკურნალო მცენარეები ალტერნატიულ ქიმიურ წამლებზე გაცილებით უვნებელია.