ფაგოთერაპია - საუკუნოვანი წარსულის მქონე მომავლის მედიცინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფაგოთერაპია - საუკუნოვანი წარსულის მქონე მომავლის მედიცინა

უდიდესი მნიშვნელობის სამედიცინო ცენტრი 2010 წელს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა და ერთადერთი დიდი კლინიკაა რეგიონში, რომელიც ფაგოთერაპიის მიმართულებით მუშაობს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო კლინიკამ დაბადების დღე ვერ აღნიშნა, თუმცა, პაციენტების, უცხოელი კოლეგებისა და მეგობრებისგან არა ერთი თბილი მილოცვა მიიღო.კლინიკა ყოველწლიურად ათასეულობით ქართველ და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ასეულობით პაციენტს მასპინძლობს.

მართალია, ფაგოთერაპიის ცენტრი 10 წლისაა, თუმცა საქართველოში ფაგების ისტორია 100 წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგროვდა როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული კუთხით. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კვლევები ფაგოთერაპიის მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გააქტიურდა და ბაქტერიოფაგების გამოყენება ინტენსიურად დაიწყო ევროპის ბევრმა ქვეყანამ. კლინიკურ კვლევებში, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შექმნაში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან.

მიუხედავად ფაგების მიმართ გამოჩენილი დიდი დაინტერესებისა, ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანია ამ სფეროში.

mkurnali.geელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრის ექიმ-თერაპევტი ლია ნადარეიშვილი განმარტავს, რომ ფაგები სამკურნალო საშუალებებია, რომლებიც წარმატებით ინიშნება სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციების დროს, ასეთია მაგალითად, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები _ ქრონიკული ფარინგიტი, ქრონიკული ბრონქიტები, ბრონქო-ექტაზიური დაავადება, ქირურგიაში - პოსტოპერაციული ფისტულები, კანის ინფექციური დაავადებები, საშარდე სისტემის მხრივ ქრონიკულ ცისტი, პროსტატიტი, თირკმლის პათოლოგიები, გინეკოლოგიური დაავადებები, ყელ-ყურ ცხვირის ინფექციური გენეზის მდგომარეობები და ა.შ.

"პაციენტებში ხშირია ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კერძოდ, ნაწლავური მიკრობიომის დარღვევა, რომლის დროსაც ფაგები ასევე ეფექტურია. მიკრობიომი ადამიანის ორგანიზმში არსებული ნორმალური მიკროფლორის, მიკროორგანიზმების ერთობლიობაა. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა იმუნური სისტემის ნაწილია და მისი დარღვევა ხდება ფუნქციური დაავადებების დროს.

აღმოჩნდა, რომ ფაგებს ნორმალური მიკრობიომის დაბალანსების უნარი შესწევთ. დიაგნოზის სპეციფიკის გათვალისწინებით, ფაგები ინიშნება როგორც მონოთერაპია, ასევე შესაძლებელია მისი მიღება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში. ფაგოთერაპია ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ მედიცინას მიეკუთვნება, ჩვენ კი პრაქტიკული საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, ამიტომ, ბევრი პაციენტი გვსტუმრობს უცხოეთიდან.

განსაკუთრებით მოგვმართავენ პაციენტები, რომელთა ინფექციური დაავდებების გამომწვევებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამები წარმოადგენენ, ეს პაციენტები ფაქტიურად მკურნალობის გარეშე არიან დარჩენილნი. სწორედ ამ დროს ფაგები მათთვის უნიკალურ გამოსავლს წარმოადგენენ," – განმარტავს ლია ნადარეიშვილი.

რა მოქმედებით ხასიათდება ფაგური პრეპარატი?

ფაგს, ფაგურ პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ის ასევე პოზიტიურად ზემოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. კვლევებმა დაგვანახა, რომ ანტიბიოტიკებისა და ფაგების ერთობლივი გამოყენება აძლიერებს ორივე პრეპარატის მოქმედებას. ხშირად მიგვიღია ეფექტი, როცა სრული რეზისტენტობის პირობებში, ფაგების მიღების შემდეგ, ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა შეცვლილა.

როგორ ხდება პაციენტის მიერ კლინიკაში ვიზიტის დაჯავშნა?

პაციენტები კლინიკაში ექიმთან ვიზიტს ტელეფონის, Facebook–ისა და ვებგვერდის საშუალებით წინასწარ ჯავშნიან. ჩვენ განვსაზღვრავთ, სჭირდება თუ არა ამ ადამიანს ბაქტერიოფაგები და შემდგომ ვუთანხმდებით ვიზიტზე.

როგორ მიმდინარეობს უცხოელი პაციენტების მიღება და მართვა?

პაციენტები ან მათი მკურნალი ექიმები ელექტრონულ ფოსტაზე წინასწარ გვიგზავნიან შეტყობინებას და დაავადების ისტორიას. პაციენტთა 95%-ს აქვს უშედეგო ანტიბიოტიკთერაპიის დიდი გამოცდილება და ცდილობენ, გამოიყენონ ალტერნატიული ანტიბაქტერიული თერაპია _ ფაგებით მკურნალობა.

მას შემდეგ, რაც ვიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტის ფაგოთერაპიით მკურნალობის საჭიროებაზე, პაციენტი გვიგზავნის კლინიკურ მასალას, რომელშიც წინასწარ ვსაზღვრავთ გამომწვევ ბაქტერიას და ვსახავთ მკურნალობის სქემას. პაციენტს ჩამოსვლის შემდეგ, ადგილზე უტარდება დამატებითი სადიაგნოსტიკო კვლევები და შემდგომ ინიშნება მკურნალობა. თუ პაციენტს ჩვენს სტანდარტულ ბაქტერიოფაგზე გამოუვლინდა რეზისტენტობა, ამ შემთხვევაში კონკრეტული ბაქტერიისთვის მზადდება ინდივიდუალური ფაგი, რაც უნიკალური მეთოდია დღევანდელ რეალობაში.

რატომ არის ანტიბიოტიკის ჩანაცვლება ქრონიკული პროცესების დროს ასეთი მნიშვნელოვანი?

ანტიბიოტიკს ორგანიზმისთვის საზიანო ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს, მით უფრო, თუ პაციენტს ანტიბიოტიკის მიღება ხანგრძლივად, წლების მანძლზე უწევს. ეს განასხვავებს მას ბაქტერიოფაგებისგან, რომელიც ბუნებრივი პრეპარატია და ფაქტობრივად არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.

mkurnali.geჩვენი არსებობის მანძილზე გვყავს ბევრი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი, რომლებიც პერიოდულად იტარებენ ფაგოთერაპიას, მათ სრულად გაუუმჯობესდათ ცხოვრების ხარისხი, ამ პაციენტთა უმრავლესობას ანტიბიოტიკები წლებია უკვე აღარ მიუღიათ.

გ. ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრის დირექტორი დავით სტურუა: "მსოფლიოს მხრიდან ჩვენდამი ასეთი ინტერესი იმ გამოცდილებითაა გამოწვეული, რაც ფაგების შესწავლისა და გამოყენების კუთხით დავაგროვეთ. როგორც იცით, ელიავას სახელობის ინსტიტუტს ფაგების უნკალური კოლექცია აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში პაციენტს ინდივიდუალური ფაგური პრეპარატი დავუმზადოთ.

ჩვენთან მოსული პაციენტი ერთი სარკმლის პრინ ციპით - ერთ სივრცეში იღებს სრულ სამედიცინო მომსახურებას: ლაბორატორიულ _ დიაგნოსტიკურ სერვისს, მაღალტექნოლოგიურ ინსტრუმენტულ კვლევებს, ეფექტურ ფაგურ პრეპარატებს და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას. ჩვენთვის უმთავრესია პაციენტებზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების შექმნა, რითაც ვზრუნავთ მათ კმაყოფილებაზე."

mkurnali.geგ.ელიავას სახელობის ფაგოთერაპიის ცენტრის მთავარი ექიმი დეა ნიჟარაძე: "სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ფაგოთერაპიის ცენტრისადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, რაზეც ჩვენთან ჩამოსული უცხოელი პაციენტების რაოდენობაც მეტყველებს. საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენილი ჩვენი სამედიცინო შემთხვევები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. სწორედ ამიტომ, ხშირად გვსტუმრობენ ისეთი ცნობილი ტელევიზიები როგორიც არის BBC, Reuters, Arte, ZDF და სხვა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წელს გ.ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი უმეტესად ქართველ პაციენტებს ემსახურება. მსურველებს შეუძლიათ დაჯავშნონ ვიზიტი ექიმთან და მიიღონ შესაბამისი სერვისი. რაც შეეხება უცხოელ პაციენტებს, მათთვის შევქმენით ტელემედიცინის სივრცე, სადაც ვიდეოკონსულტაციების გზით ვკონტაქტობთ, საჭიროების შემთხვევაში ფაგური პრეპარატებს მათ სპეციალური სატრანსპორტო კომპანიების საშუალებით ვაწვდით.

მიუხედავად ფაგოთერაპიის ასწლიანი ისტორიისა, ის მაინც მომავლის მედიცინად უნდა იყოს მიჩნეული, ვინაიდან შედეგები რომელიც მიიღწევა ამ მეთოდის გამოყენებით არის ეფექტური და პირდაპირ აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ფაგების მეშვეობით მეცნიერებას წინ ბევრი წარმატებული აღმოჩენა და სასიამოვნო სიურპრიზი ელის. მანამდე კი ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!"