რას ნიშნავს ნორდოფ–რობინსისი მუსიკალური თერაპია, რომელიც საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

რას ნიშნავს ნორდოფ–რობინსისი მუსიკალური თერაპია, რომელიც საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

რას ნიშნავს ნორდოფ–რობინსისი მუსიკალური თერაპია, რომელიც საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, გენეტიკა, კვების რეჟიმი, გარემო, სადაც ცხოვრობს. თუმცა ადამიანის ფიზიკურ თუ სულიერ სიჯანსაღეზე არანაკლებ გავლენას ახდენს სხვა გარემო ფაქტორები, მაგალითად, როგორიცაა მუსიკა. მუსიკის გავლენა და შესაძლებლობები იმაზე დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მუსიკა სხვადასხვაგვარად მოქმედებს განწყობაზე, მას შეუძლია როგორც დაამშვიდოს ადამიანი, მოუხსნას ფსიქოლოგიური დაღლილობა, ზედმეტი აღგზებულობა, სტრესი, ასევე პირიქით, მსმენელი ენერგიაზე მოიყვანოს, დაღალოს ან აგრესიით განაწყოს.

მუსიკის დიდი შესაძლებლობების შესახებ ჯერ კიდევ უძველესი
დროში ხვდებოდნენ და საუბრობდნენ. მე–18 საუკუნიდან აღნიშნულზე უფრო დადასტურებულად დაიწყო მსჯელობა, გასულ საუკუნეში ეს მეცნიერულადაც დამტკიცდა. ჩამოყალიბდა მუსიკათერაპია, როგორც ცალკე
დარგი. მუსიკათერაპიაში კი განსაკუთრებული ადგილი უკავია ნორდოფ-რობინსის უნიკალურ თერაპიას. ნორდოფ-რობინსის თერაპია უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია მუსიკათერაპიის ცენტრ "ბეკარში", რომელიც დაფუძნდა "სმარტ კაპიტალის" პატრონაჟით, ქალბატონ ნანა გოთუას და მუსიკათერაპიის მაგისტრ, ფსიქოთერაპევტ და ონკოფსიქოლოგ მარინა რაიდტ–ალთუნაშვილის მიერ. ქალბატონი მარინა თავად უძღვება მურიკათერაპიის კურსსაც, რომელზეც ახლა დეტალურად გვესაუბრება.

რას ნიშნავს ნორდოფ-რობინსის უნიკალური თერაპია?


ნორდოფ-რობინსის მეთოდი ერთ-ერთი პირველია მუსიკათერაპიის მიმართულებებიდან. ის 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა, ამერიკელი კომპოზიტორის პოლ ნორდოფისა და ინგლისელი ფსიქოთერაპევტის კლაივ რობინსის ერთობლივი ძალისხმევით. მეთოდის სახელწოდება სწორედ ავტორების სახელებიდან მომდინარეობს. ნორდოფ- რობინსის მუსიკათერაპია პრაქტიკაზე დაფუძნებული აპრობირებული მეთოდია, სადაც ხდება მუსიკალური ინტერაქცია თერაპევტსა და თერაპიის მიმღებს შორის. პაციენტს/თერაპიის მიმღებს ეძლევა საშუალება გამოხატოს საკუთარი ემოცია, ინიციატივა, აქვს არჩევანის თავისუფლება (დაუკრას/შეასრულოს მისთვის სასურველი ნაწარმოები, მისთვის სასურველი ინსტრუმენტი გამოიყენოს); ამდენად, მათთვის თერაპიის პროცესი ნაყოფიერი და სასიამოვნოა.

მეთოდის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის გამოიყენება მედიცინის ყველა დარგში და ზოგადად, ერგება ნებისმიერი ტიპის განვითარებისა და მდგომარეობის მქონე ინდივიდს.

mkurnali.ge

რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ნორდოფ-რობინსის თერაპიის დაწყება?

უკვე 3 წელია, რაც აქტიურად ჩამოვდივარ საქართველოში. ამ დროის განმავლობაში ჩავატარე არაერთი თერაპია. ყველა ეს სეანსი, თითოეული თერაპიის მიმღებისთვის იყო ძალიან შედეგიანი. საერთოდაც, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მუსიკის მიმართ არსებობს განსაკუთრებული დამოკიდებულება. მუსიკა ქართველი ადამიანისთვის არის სულის მასაზრდოებელი და არის ტრადიციებთან დაკავშირებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯერ–ჯერობით არ არსებობს მუსიკათერაპიის აკადემიური სასწავლო პროგრამა. აქედან გამომდინარე, თერაპიის ეს მიმართულება არ არის სამედიცინო მომსახურეობის სივრცეში, რადგან ჯერ არ არიან კვალიფიციური სპეციალისტები. სწორედ ამიტომ გადვწყვიტე საქართველოში მოღვაწეობის დაწყება. ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიმართულების შემოტანა საქართველოში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ავიღე ჩემს თავზე და სიამოვნებით გამოვიყენებ ჩემს ცოდნას, კვალიფიკაციასა და მრავალწლიან გამოცდილებას ჩემს სამშობლოში. სულ ახლახანს დაარსდა ჩვენი ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი "ბეკარი", რომლის თანადამფუძნებელი ჩემთან ერთად, გახლავთ ქალბატონი ნანა გოთუა. ცენტრში წამყვანი როლი ენიჭება სწორედ ნორდოფ-რობინსისეული მუსიკათერაპიის მეთოდს.

mkurnali.ge

რამდენად პოპულარულია თერაპიის ეს სახე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მეთოდი საკმაო პოპულარულობით სარგებლობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დღეს არსებობს ცენტრები - ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაში.

ცნობილი ადამიანები, მუსიკოსები თუ არიან ჩართული მუსიკათერაპიაში?

საინტერესოა ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლის Melody Gardot-ის ისტორია. ის 19 წლის ასაკში, ველოსიპედით მოძრაობისას ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იწვა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. იქ მას უტარდებოდა მუსიკათერაპია, რამაც განსაკუთრებულად იმოქმედა მასზე. სწორედ მუსიკათერაპიის წყალობით მან აღმოაჩინა საკუთარ თავში კომპოზიციის ნიჭი, ისწავლა გიტარის დაკვრა და დაიწყო სიმღერების წერა. დღეს ის საკმაოდ გემოვნებიანი და წარმატებული, მსოფლიო დონის მომღერალია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი, მუსიკოსი და მუსიკოს-შემსრულებელთა ჯგუფი ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის სკოლას. მათ შორის არიან: Bryan Adams, Eric Clapton, Elton John, Iron Maiden, Katie Melua, , Robbie Williams, Sting, Aerosmith, Pink Floyd და სხვები..
მოგვიყევით თქვენი ცენტრის "ბეკარის" შესახებ, რა სერვისებს სთავაზობს ის მომხმარებელს?

ქართულ-გერმანული მუსიკალური თერაპიის ცენტრი "ბეკარი" დაარსდა 2020 წლის სექტემ-ბერში. იგი სთავაზობს სერვისებს ყველა ასაკის ადამიანს, საჭიროებებიდან გამომდინარე. "ბეკარში" შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური თერაპია. ამის გარდა მსურველს შეუძლია ისარგებლოს დისტანციური ონლაინ-თერაპიის სერვისითაც. მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ ჩვენთან თერაპიების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა ენაზე.

mkurnali.ge

როგორია მუსიკათერაპიის კურსი, რამდენ შეხვედრას მოიცავს კურსი, რა ხდება შეხვედრების დროს?

მუსიკათერაპიის კურსის დასაწყისში პირველი 3 თერაპია ტარდება ინდივიდუალურად. ამ დროს ხდება თერაპიის მიმღების რესურსებისა და დეფიციტების შესწავლა, შექმნილი შთა-ბეჭდილებების შემდეგ მუსიკათერაპევტი ცენტრის ფსიქოლოგთან ერთად შეადგენს სამო-მავლო ინდივიდუალურ სამუშო გეგმას. სრული პირველი კურსი მოიცავს (3+19) 22 თერაპი-ას, რის შემდეგაც გარკვეულ შედეგებს ვიღებთ.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 24-11-2020
Anna
ეს მუჟუჟ ფეხებიანი ქალი ვერ მოვიშორეთ. “ფეისის” ქვინია!!!
თარიღი : 21-11-2020
თათო
აუუუუ, ამ სამუჟუჟე ფეხებიანმა ქალმა არ წაიღო ტვინი.
თარიღი : 20-11-2020
ანანო
ეს სამუჟუჟე ფეხებიანი = ბანკის “ლომის” ქალი მოგვაშორეთთთ
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
რას ემყარება თითოეული მათგანი, როგორ ტარდება პროცედურები, როგორია მათი ჩატარების უკუჩვენებები?
გ. ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ღვინის მოყვარულები, უფრო სწორად, სისტემატურად მსმელები, თავიანთი მავნე ჩვევისა თუ ქცევითი დამოკიდებულების გასამართლებლად ხშირად ღვინის მარგებლობას ასახელებენ.
მეცნიერები კარგა ხანია განიხილავენ საკითხს, რა გავლენას ახდენს იმუნური სისტემა ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებაზე.
არტ-თერაპია არის ექსპრესიული თერაპიის ერთი-ერთი სახე, რომელიც ხელოვნებას იყენებს იმისთვის რომ
თენგიზ ცერცვაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოზონოთერაპიამ დადებითი შედეგი აჩვენა კორონავირუსული ინფექციის დროს,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად