რა არის ოზონოთერაპია და როგორ მოქმედებს ის ვირუსული ინფექციების დროს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ოზონოთერაპია და როგორ მოქმედებს ის ვირუსული ინფექციების დროს?

4 პაციენტიდან 3-ს, მე-7-მე-9 დღეებში გაუქრა ვირუსი ორგანიზმიდან.

წაიკითხეთ:

ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და მათგან სამს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს - ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, საოცარი იქნება

მაინც რა არის ოზონოთერაპია, როგორ მოქმედებს ის და რატომ გვაძლევს დადებით შედეგს ვირუსული დაავადებების დროს? გთავაზობთ ოზონოთერპიის სპეციალისტთან, ექიმ ადა მჭედლიძესთან "მკურნალის" არქივში არსებული ინტერვიუს ნაწყვეტს:

ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" ესაუბრება "აინო კომპლემენტარული მედიცინის ცენტრის" ექიმი ადა მჭედლიძე.

- ქალბატონო ადა, რომელი დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება ოზონი და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას ადამიანისთვის?

- ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ოზონოთერაპიას ალტერნატივა არ გააჩნია. ოზონი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი ანადგურებს ნებისმიერ პათოგენურ მიკროფლორას - ვირუსებს, სოკოებს, ბაქტერიებს, სპობს თავისუფალ რადიკალებს, ათხელებს სისხლს და ამცირებს არტერიულ წნევას. ოზონი ხოცავს ჰერპესისა და ჰეპატიტის ვირუსებს. ართრიტის გამომწვევ მიკროორგანიზმებს (Streptococcus viridians) ძალიან არ უყვართ ოზონი. ოზონი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას.

ინტრავენური ინექციის დროს ოზონი სწრაფად ხსნის ალერგიულ რეაქციას. ოზონის ინტრავენური ინექციიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ იმუნური სისტემის უჯრედების რაოდენობა 20-35%-ით იზრდება. ოზონის ინტრავენური ინექციის ათი პროცედურის შემდეგ სისხლში ქრება აუტოიმუნური ანტისხეულები.

- რამდენ პროცედურას მოიცავს ოზონოთერაპიული მკურნალობის ერთი კურსი?

- გააჩნია დაავადების სიმძიმეს. საშუალოდ - 10-12 პროცედურას, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს C ჰეპატიტთან, - და მოგეხსენებათ,ჩ ჰეპატიტის ვირუსი საკმაოდ ვერაგი და სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმია, - ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსი რვა კვირას გრძელდება. ამის შემდეგ ვაკეთებთ საკონტროლო ანალიზებს.

- ესე იგი ოზონიჩ ჰეპატიტის ვირუსს კლავს?

- არა მხოლოდჩ ჰეპატიტის ვირუსს, არამედ ბევრ სხვა ვირუსს, სოკოსა და ბაქტერიას. ოზონოთერაპია საუკეთესო საშუალებაა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული პათოგენური მიკროფლორის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოზონოთერაპიას შეუძლია გაზარდოს ასეთი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა და გააძლიეროს სამკურნალო ეფექტი, თუ იგი გამოყენებული იქნება როგორც მკურნალობის შემავსებელი, ანუ კომპლემენტარული საშუალება. ოზონოთერაპიის დახმარებით მიიღწევა უკეთესი შედეგი უფრო მოკლე ხანში, ყოველგვარი გვერდითი მოვლენისა და გართულების გარეშე. ოზონოთერაპიით მიიღწევა სტაბილური და ხანგრძლივი რემისია ყოველგვარი რეციდივის გარეშე.

- კიდევ რომელ დაავადებებს ებრძვის წარმატებით ოზონოთერაპია?

- ოზონოთერაპია წარმატებით გამოიყენება კარდიოლოგიაში - გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიის, რევმატიზმისა და რევმატოიდული ართრიტების მკურნალობისას, პულმონოლოგიაში - ქრონიკული ბრონქიტების, ბრონქული ასთმისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ, გასტროენტეროლოგიაში - ქრონიკული გასტრიტის, კუჭის წყლულის, კოლიტის, გასტროდუოდენიტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის სამკურნალოდ, უროლოგიაში - ცისტიტის, პიელონეფრიტის, გლომერულონეფრიტის სამკურნალოდ, პოტენციის დაქვეითებისას, გინეკოლოგიაში - საშვილოსნოს ყელის ეროზიების დროს, ორსულთა ანემიისა და ნაყოფის ჰიპოქსიის სამკურნალოდ, ნევროლოგიაში - თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, შაკიკის წინააღმდეგ, დერმატოლოგიაში - ფსორიაზის, ეგზემის, ფურუნკულოზის, მეჭეჭების სამკურნალოდ. ოზონოთერაპია აწესრიგებს სისხლში პროთრომბინის დონეს, კურნავს ანემიას და, რაც მთავარია, ოზონოთერაპიით საუკეთესო შედეგები მიიღწევა A, B და C ჰეპატიტების მკურნალობაში.

- რა უპირატესობები აქვს ოზონოთერაპიას?

- ოზონოთერაპია ამართლებს - ეს მეცნიერული ფაქტია, ოზონოთერაპია აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ჟანგბადით ამდიდრებს ჰემოგლობინს, ანეიტრალებს მჟავებს, წმენდს ღვიძლს, ხოცავს პარაზიტებს, ებრძვის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ხსნის თავბრუხვევას, წმენდს სისხლს, ხსნის კუნთების ტკივილს, დეპრესიას, ებრძვის ორგანიზმის ზოგად სისუსტეს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ბრონქების ქრონიკულ დაავადებებს, აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას, ებრძვის ვირუსებს, წვავს ცხიმებს, ეფექტურს ხდის მკურნალობის პროცესს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ლორწოვან გარსებს, აუმჯობესებს გულის ფუნქციას, ამშვიდებს ნერვებს, აჩქარებს გამოჯანმრთელებას, აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციას, აუმჯობესებს განწყობას, ასუფთავებს სისხლძარღვებს, ახდენს ლიმფური სისტემის დეტოქსიკაციას, ეწინააღმდეგება ადრეულ სიბერეს, ებრძვის განგრენას, ებრძვის ჰერპესს, ხოცავს ჭიებს, ამცირებს სტენოკარდიულ ტკივილს, ებრძვის ასთმას და ალერგიას, ახდენს სხეულის თითოეული უჯრედის დეტოქსიკაციას.