რა არის ოზონოთერაპია და როგორ მოქმედებს ის ვირუსული ინფექციების დროს? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რა არის ოზონოთერაპია და როგორ მოქმედებს ის ვირუსული ინფექციების დროს?

რა არის ოზონოთერაპია და როგორ მოქმედებს ის ვირუსული ინფექციების დროს?
თენგიზ ცერცვაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოზონოთერაპიამ დადებითი შედეგი აჩვენა კორონავირუსული ინფექციის დროს,
4 პაციენტიდან 3-ს, მე-7-მე-9 დღეებში გაუქრა ვირუსი ორგანიზმიდან.


მაინც რა არის ოზონოთერაპია, როგორ მოქმედებს ის და რატომ გვაძლევს დადებით შედეგს ვირუსული დაავადებების დროს? გთავაზობთ ოზონოთერპიის სპეციალისტთან, ექიმ ადა მჭედლიძესთან "მკურნალის" არქივში არსებული ინტერვიუს ნაწყვეტს:

ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" ესაუბრება "აინო კომპლემენტარული მედიცინის ცენტრის" ექიმი ადა მჭედლიძე.


- ქალბატონო
ადა, რომელი დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება ოზონი და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას ადამიანისთვის?


- ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ოზონოთერაპიას ალტერნატივა არ გააჩნია. ოზონი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი ანადგურებს ნებისმიერ პათოგენურ მიკროფლორას - ვირუსებს, სოკოებს, ბაქტერიებს, სპობს თავისუფალ რადიკალებს, ათხელებს სისხლს და ამცირებს არტერიულ წნევას.
ოზონი ხოცავს ჰერპესისა და ჰეპატიტის ვირუსებს. ართრიტის გამომწვევ მიკროორგანიზმებს (Streptococcus viridians) ძალიან არ უყვართ ოზონი. ოზონი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას.

ინტრავენური ინექციის დროს ოზონი სწრაფად ხსნის ალერგიულ რეაქციას. ოზონის ინტრავენური ინექციიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ იმუნური სისტემის უჯრედების რაოდენობა 20-35%-ით იზრდება. ოზონის ინტრავენური ინექციის ათი პროცედურის შემდეგ სისხლში ქრება აუტოიმუნური ანტისხეულები.

- რამდენ პროცედურას მოიცავს ოზონოთერაპიული მკურნალობის ერთი კურსი?

- გააჩნია დაავადების სიმძიმეს. საშუალოდ - 10-12 პროცედურას, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს C ჰეპატიტთან, - და მოგეხსენებათ,ჩ ჰეპატიტის ვირუსი საკმაოდ ვერაგი და სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმია, - ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსი რვა კვირას გრძელდება. ამის შემდეგ ვაკეთებთ საკონტროლო ანალიზებს.


- ესე იგი ოზონიჩ ჰეპატიტის ვირუსს კლავს?

- არა მხოლოდჩ ჰეპატიტის ვირუსს, არამედ ბევრ სხვა ვირუსს, სოკოსა და ბაქტერიას. ოზონოთერაპია საუკეთესო საშუალებაა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული პათოგენური მიკროფლორის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოზონოთერაპიას შეუძლია გაზარდოს ასეთი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა და გააძლიეროს სამკურნალო ეფექტი, თუ იგი გამოყენებული იქნება როგორც მკურნალობის შემავსებელი, ანუ კომპლემენტარული საშუალება. ოზონოთერაპიის დახმარებით მიიღწევა უკეთესი შედეგი უფრო მოკლე ხანში, ყოველგვარი გვერდითი მოვლენისა და გართულების გარეშე. ოზონოთერაპიით მიიღწევა სტაბილური და ხანგრძლივი რემისია ყოველგვარი რეციდივის გარეშე.


- კიდევ რომელ დაავადებებს ებრძვის წარმატებით ოზონოთერაპია?

- ოზონოთერაპია წარმატებით გამოიყენება კარდიოლოგიაში - გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიის, რევმატიზმისა და რევმატოიდული ართრიტების მკურნალობისას, პულმონოლოგიაში - ქრონიკული ბრონქიტების, ბრონქული ასთმისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ, გასტროენტეროლოგიაში - ქრონიკული გასტრიტის, კუჭის წყლულის, კოლიტის, გასტროდუოდენიტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის სამკურნალოდ, უროლოგიაში - ცისტიტის, პიელონეფრიტის, გლომერულონეფრიტის სამკურნალოდ, პოტენციის დაქვეითებისას, გინეკოლოგიაში - საშვილოსნოს ყელის ეროზიების დროს, ორსულთა ანემიისა და ნაყოფის ჰიპოქსიის სამკურნალოდ, ნევროლოგიაში - თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, შაკიკის წინააღმდეგ, დერმატოლოგიაში - ფსორიაზის, ეგზემის, ფურუნკულოზის, მეჭეჭების სამკურნალოდ. ოზონოთერაპია აწესრიგებს სისხლში პროთრომბინის დონეს, კურნავს ანემიას და, რაც მთავარია, ოზონოთერაპიით საუკეთესო შედეგები მიიღწევა A, B და C ჰეპატიტების მკურნალობაში.


- რა უპირატესობები აქვს ოზონოთერაპიას?

- ოზონოთერაპია ამართლებს - ეს მეცნიერული ფაქტია, ოზონოთერაპია აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ჟანგბადით ამდიდრებს ჰემოგლობინს, ანეიტრალებს მჟავებს, წმენდს ღვიძლს, ხოცავს პარაზიტებს, ებრძვის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ხსნის თავბრუხვევას, წმენდს სისხლს, ხსნის კუნთების ტკივილს, დეპრესიას, ებრძვის ორგანიზმის ზოგად სისუსტეს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ბრონქების ქრონიკულ დაავადებებს, აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას, ებრძვის ვირუსებს, წვავს ცხიმებს, ეფექტურს ხდის მკურნალობის პროცესს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ლორწოვან გარსებს, აუმჯობესებს გულის ფუნქციას, ამშვიდებს ნერვებს, აჩქარებს გამოჯანმრთელებას, აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციას, აუმჯობესებს განწყობას, ასუფთავებს სისხლძარღვებს, ახდენს ლიმფური სისტემის დეტოქსიკაციას, ეწინააღმდეგება ადრეულ სიბერეს, ებრძვის განგრენას, ებრძვის ჰერპესს, ხოცავს ჭიებს, ამცირებს სტენოკარდიულ ტკივილს, ებრძვის ასთმას და ალერგიას, ახდენს სხეულის თითოეული უჯრედის დეტოქსიკაციას.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 26-04-2020
Ლანა
Ოზონოთერაპია არის მავნე წახალისება ორგანიზმისა. Აი ასეთი: 1 წლის ენერგიას და სასიცოცხლო ძალებს 3-5 თვეში რომ გაგახარჯინებს და მერე რომ დაგაგდებს მკვდარივით მომდევნო 7 - 9 თვე.
თარიღი : 26-04-2020
განდეგილი
ე.ი. ოზონი ყოფილა ყველა დაავადების პანაცეა და ეს მხოლოდ პატივცემულ ადა მჭედლძეს სცოდნია. ვაი თქვენს პატრონს. რეებს წერთ, არ გრცხვენიათ?
თარიღი : 26-04-2020
კოლხი
პასუხი დაიდოს დროულად!!!
თარიღი : 26-04-2020
კოლხი
ვარ ჯანმრთელი, მაგრამ მაინც მინდა პროფილაქტის მიზნით ჩავიტარო ოზონოთერაპიის კურსი - ვის და სად მოგმართოთ.
თარიღი : 26-04-2020
mate
ეე ბიჭო გვეშველა,კი გამოგიგონებიან უკვდავების საშუალება!
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერები კარგა ხანია განიხილავენ საკითხს, რა გავლენას ახდენს იმუნური სისტემა ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებაზე.
არტ-თერაპია არის ექსპრესიული თერაპიის ერთი-ერთი სახე, რომელიც ხელოვნებას იყენებს იმისთვის რომ
ულტრაიისფერი სხივები სეზონური დეპრესიის საწინააღმდეგო ნაცადი საშუალებაა.
რას ნიშნავს ღეროვანი უჯრედების ბანკი დღეს ყველა მშობელმა იცის, რომ ახალშობილის ჭიპლარის სისხლი,
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
კომპანია Toyota ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა რობოტიზებულ სარეაბილიტაციო სისტემაზე, რომელიც შეძლებდა ქვემო კიდურების დამბლის (პარეზის) მქონე პაციენტთა კვლავ ფეხზე დაყენებას.
სისტემამ Welwalk WW-1000 სახელწოდება მიიღო.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად