ჰელიოთერაპია ანტიდეპრესანტია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

ჰელიოთერაპია ანტიდეპრესანტია

ჰელიოთერაპია ანტიდეპრესანტია
ულტრაიისფერი სხივები სეზონური დეპრესიის საწინააღმდეგო ნაცადი საშუალებაა. ხომ სასიამოვნოა მზეზე ნებივრობა? იცით, რატომ? იმიტომ, რომ ულტრაიისფერი სხივები ეხმარება ორგანიზმში ენდორფინების - ისეთი ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ბედნიერების განცდას გვგვრის. ჰელიოთერაპია - მზის სინათლით მკურნალობა ძლევს დაღლილობას, რომელსაც მოკლე დღეები და სინათლის ნაკლებობა იწვევს. ის ეფექტურად ამაღლებს განწყობას და სასიცოცხლო ტონუსს. UV-სხივების წყალობით ორგანიზმში წარმოიქმნება D ვიტამინი, რომელიც ძვლებსა და კბილებს ამაგრებს.


სხივები - ექიმები

მზის სინათლით მკურნალობა ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების (ოსტეოქონდროზისა და ართრიტის), სასუნთქი ორგანოების (ბრონქიტის, რინიტის) დაავადებების დროს.
რუჯი სასარგებლოა ფსორიაზისა და აკნეს დროს, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ - ამ შემთხვევაში გამონაყარი გართულდება და დაავადება გამწვავდება.


ვიდგეთ თუ ვიწვეთ?

მიჩნეულია, რომ ვერტიკალური სოლარიუმი გაცილებით ჰიგიენურია, რადგან კაბინის ზედაპირს არ ეხებით, ამიტომ რუჯიც უფრო თანაბარი გამოდის, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა მოგიწევთ,
მაშინ როდესაც ჰორიზონტალურ მოწყობილობაში შეგიძლიათ, ისევე კომფორტულად მოთავსდეთ, როგორც პლაჟზე. თანაც თანამედროვე სოლარიუმებს აქვს ანატომიური ზედაპირი, რომელიც სხეულის კონტურებს ემთხვევა და იძლევა თანაბარი რუჯის მიღების საშუალებას. ოღონდ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ დასაწოლი ადგილი ინფიცირებული არ არის.

რუჯის აპარატი მოთავსებული უნდა იყოს მშრალ შენობაში, სადაც კარგი ვენტილაციაა. ნათურები რეგულარულად იცვლებოდეს - მათი ექსპლუატაციის ვადა 400 საათია, ამის შემდეგ ისინი უსაფრთხო აღარ არის. სოლარიუმის აკრილის მინა კი 5 წელიწადში ცვდება და მასში ცუდად აღწევს ულტრაიისფერი სხივები. კანი თანდათანობით შეაჩვიეთ რუჯს. პირველ სეანსზე 5 წუთი საკმარისია, შემდგომ კი 15 წუთს უნდა დასჯერდეთ. სოლარიუმის სეანსებს შორის ინტერვალი 3 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ყოველი თვის შემდეგ ერთი თვე უნდა შეისვენოთ. სეანსის დროს გამოიყენეთ დამცავი სათვალე - თვალის რქოვანასთვის ულტრაიისფერი სხივები საზიანოა. თმაზე თავსაფარი უნდა წაიკრათ, თორემ თმა დაგეწვებათ, ტუჩებზე კი დამატენიანებელი ბალზამი წაისვით.


მთელი არსებით

ძნელად თუ იპოვით მკურნალობის უფრო სასიამოვნო საშუალებას, ვიდრე ცეკვათერაპიაა. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს, წვავს ჭარბ ცხიმს და აუმჯობესებს თვითშეგრძნებას. გარდა ამისა, რიტმული მოძრაობა ეხმარება ძვლების გამაგრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში, როცა ოსტეოპოროზისა და მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით - ქალებთან, მკვეთრად იზრდება. ცნობილია, რომ მოცეკვავეები იშვიათად ცივდებიან და ემართებათ გრიპი. უფრო მეტიც - რეგულარული მეცადინეობა საგრძნობლად აიშვიათებს ასთმურ შეტევებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცეკვა მათთვის, ვინც უარყოფით ემოციებს ვერ ერევა. ცეკვას იოლად გამოჰყავს ადამიანი დეპრესიული მდგომარეობიდან. გარდა ამისა, ცეკვა ავითარებს მოძრაობის კოორდინაციას, რიტმის გრძნობას და ხელს უწყობს კუნთური ტონუსის გაუმჯობესებას. გამოიყენეთ ეს ანტიდეპრესანტები და სეზონური დეპრესია ვერაფერს დაგაკლებთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
გ. ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის,
ღვინის მოყვარულები, უფრო სწორად, სისტემატურად მსმელები, თავიანთი მავნე ჩვევისა თუ ქცევითი დამოკიდებულების გასამართლებლად ხშირად ღვინის მარგებლობას ასახელებენ.
მეცნიერები კარგა ხანია განიხილავენ საკითხს, რა გავლენას ახდენს იმუნური სისტემა ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებაზე.
არტ-თერაპია არის ექსპრესიული თერაპიის ერთი-ერთი სახე, რომელიც ხელოვნებას იყენებს იმისთვის რომ
თენგიზ ცერცვაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოზონოთერაპიამ დადებითი შედეგი აჩვენა კორონავირუსული ინფექციის დროს,
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად