ცნობილი ფსიქოპათები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცნობილი ფსიქოპათები

აბრამ ლინკოლნი

ის გახლდათ პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო, ქვეყანა ურთულესი ვითარებიდან ღირსეულად გამოეყვანა, თავად კი ცხოვრების დიდი ნაწილი დეპრესიის უმძიმესი ფორმით იტანჯებოდა. ისტორიკოსები მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დეპრესიულ პიროვნებად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმპტომები ჰქონდა მის დედ-მამასაც, რაც ამგვარი ფსიქოემოციური მდგომარეობის გენეტიკურ ბუნებაზეც მიუთითებს. 1838 წელს ლინკოლნმა გამოაქვეყნა საკუთარი ლექსი "თვითმკვლელის მონოლოგი", რომელშიც სინანულით აღნიშნავს, რომ არ ეშინია ჯოჯოხეთის, რამდენადაც არასდროს უგემია ამქვეყნიური კმაყოფილება.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

1827 წელს კომპოზოტორი ღვიძლის უკმარისობით დაიღუპა. იგი მრავალი წლის განმავლობაში უმძიმესი სულიერი ტანჯვისგან თავის დასაღწევად, თუნდაც მცირედი შვებისთვის, ალკოჰოლურ სასმელებსა და ოპიუმს იყენებდა. ბეთჰოვენის ბიპოლარული დარღვევების შესახებ კარგად იცოდნენ მისმა ახლობლებმა და მეგობრებმა. მათი გადმოცემით, როდესაც სულიერი მდგომარეობა უმწვავდებოდა, სწორედ მაშინ ქმნიდა კომპოზიტორი ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს. მანიაკური ეპიზოდები ყველაზე უკეთ ასაზრდოებდა მის შემოქმედებას. ყველა თავისი საუკეთესო თხზულება მან ტანჯვისა და სულიერი მარტოობის დროს, ფსიქოზის სტადიაში შექმნა. აბსოლუტურად სმენადაკარგულ ლუდვიგს 12 წელი დასჭირდა, რათა თავისი უკანასკნელი, მე-8 სიმფონია დაესრულებინა. მას არაერთხელ უფიქრია თვითმკვლელობაზეც, რის შესახებაც მოგვიანებით წერილით აცნობა ძმებს. 1813 წლის დასაწყისში მას მდგომარეობა იმდენად გაუმწვავდა, რომ საკუთარ თავსაც კი აღარ უვლიდა. მთელი დღეების განმავლობაში  ბობოქრობდა, წერაზე ფიქრიც აღარ სურდა...

ედვარდ მუნკი

ცნობილია, რომ თავისი ყველაზე ცნობილი ორი ნაწარმოები მან 1892 წლის იანვარში, ოსლოში განცდილი უდიდესი პანიკური შეტევის შემდეგ შექმნა. აღსანიშნავია, რომ მის ოჯახშიც იყო ფსიქიკის დარღვევის შემთხვევები.

მიქელანჯელო

ცნობილი ადამიანების სამედიცინო ბიოგრაფიების შედგენისას ავტორებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ მიქელანჯელოს აუტისტური სპექტრის დარღვევა სჭირდა. სიქსტის კაპელის ჭერზე მიქელანჯელოს ნამუშევრების ნახვისას ბევრი გაოგნებულა და გაოცება ვერ დაუფარავს - როგორ შექმნაო ჩვეულებრივმა ადამიანმა ეს საოცრება.