ეპიდემია და პანდემია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპის ისტორია

* 1889-1890, H2N8 - მძიმე ეპიდემია;

* 1900-1903, H3N8 - ზომიერი ეპიდემია;

* 1918-1920 H1N1 - მძიმე პანდემია (ისპანკა - ესპანური გრიპი);

* 1933-1935, H1N1 - საშუალო სიმძიმის ეპიდემია;

* 1946-1947, H1N1 - საშუალო სიმძიმის ეპიდემია;

* 1957-1958, H2N2 - მძიმე პანდემია (აზიური გრიპი);

* 1968-1969, H3N2 - ზომიერი პანდემია (ჰონკონგის გრიპი);

* 1977-1978, H1N1 - საშუალო სიმძიმის პანდემია;

* 1995-1996, H1N1 და H3N2 - მძიმე პანდემია;

* 2006-2007, H5N1 - ზომიერი პანდემია (ფრინველის გრიპი);

* 2009, H1N1 - ზომიერი პანდემია (ღორის გრიპი).

ისპანკამდე

ისტორიულ წყაროებში გრიპის ეპიდემიის შესახებ პირველი ცნობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 876 წელს ჩნდება, თუმცა უკვე დადგენილი გრიპის პირველი ეპიდემია 1173 წლით თარიღდება, როდესაც იტალია, გერმანია და ინგლისი ციებ-ცხელებით მიმდინარე კატარული დაავადების დიდმა ეპიდემიურმა ტალღამ მოიცვა.

XIX საუკუნის ბოლომდე გრიპი კონტაგიოზურ (ერთი ადამიანისგან მეორეზე უშუალოდ გადამდებ) დაავადებად არ მიიჩნეოდა - ის, ვინაიდან ელვის სისწრაფით ედებოდა დიდ დასახლებულ პუნქტებს, მიაჩნდათ მიაზმურ პათოლოგიად, რომელიც ადამიანისთვის მავნე, უხილავი ობიექტებით - მიაზმებით ვრცელდებოდა. სახელწოდება "ინფლუენცა" სამედიცინო ნაშრომებში პირველად 1732-1738 წლებში გამოჩნდა, ხოლო "გრიპი" - 1742-1743 წლებში.

ტერმინის წარმოშობის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. პირველის თანახმად, იგი მომდინარეობს იმ მწერის ფრანგული სახელიდან ლა გრიპპე, რომლის მასობრივი შემოსევაც აღინიშნა ინგლისსა და საფრანგეთში ეპიდემიის დროს - სწორედ მას მიაწერეს დაავადების გადამტანის ფუნქცია. მეორე ვერსიით, იგი გერმანული "რეიფენ"-ისგან ან ფრანგული "აგრიპპერ"-ისგან წარმოდგება, რაც ხარბად დატაცებას, მიტაცებას ნიშნავს. XIX საუკუნემდე გრიპს ხშირად კატარულ ეპიდემიას, კონტაგიოზულ ცეფალგიას და კატარულ ცხელებას უწოდებდნენ.

ისპანკა

ისპანკა 1918-1920 წლებში ესპანეთიდან წამოსული გრიპის უდიდესი პანდემიაა, რომელმაც ოფიციალურად 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვზე ორჯერ მეტია. დღემდე ცნობილ ვირუსებს შორის ისპანკას გამომწვევი ყველაზე დაუნდობელი, მასშტაბური და მრისხანე აღმოჩნდა.

შემოდგომის მიწურულს და ზამთრის დამდეგს, როდესაც ესპანეთში გრიპის რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა, არავის გაჰკვირვებია - ზამთარი სურდოსა და სიცხის გარეშე ხომ არც არსებობს, მაგრამ ვირუსი განსაკუთრებული აღმოჩნდა... პირველი გარდაცვლილები ბავშვები და ქალები იყვნენ, ისინი უმთავრესად ფილტვების ანთებით, მენინგოენცეფალიტითა და ტვინის შეშუპებით იღუპებოდნენ. ესპანეთში მალე კარანტინი გამოცხადდა, დაწესდა მკაცრი კონტროლი საზღვრებსა და ქვეყანაში შემომავალ-გამავალ მგზავრებზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო - გრიპის ვირუსი მეზობელ ქვეყნებსაც მოედო. ესპანეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობა პირბადეებით დადიოდა, ჯიბით ხახვსა და ნიორს ატარებდა, დაავადებულთა ჭურჭლისა და ტანსაცმლის იზოლაცია და დეზინფექცია ყოველდღიურ აუცილებლობად იქცა, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს - ვირუსმა 2 წელიწადში დედამიწის მოსახლეობის 70% მოიცვა.

მომაკვდინებელი ვირუსი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ქალებს ერჩოდა, განსაკუთრებით მათ, ვისაც მიზეზთა გამო დასუსტებული ჰქონდა ორგანიზმის დამცავი ძალები, შინაგანად დათრგუნული და დეპრესიული იყო. ისპანკა დაუნდობლად ანადგურებდა ფაბრიკა-ქარხნების მუშებს, რომლებიც დღეში 10-12 საათს შრომობდნენ და მძიმე ფიზიკური შრომისგან ისედაც ძლივს იდგნენ ფეხზე. უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ისპანკას პანდემიის დროს დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა რეალურზე ორჯერ ნაკლებია. რეალურად მის მსხვერპლთა რიცხვი 40-50 მილიონს აღწევს.

სპეციალისტთა აზრით, გრიპის მორიგი პანდემიები გარდაუვალია, მაგრამ როდის იქნება ისინი, ზუსტად არავინ იცის. ამგვარი პანდემია საშუალოდ 30-40 წელში ერთხელ იჩენს თავს. მსოფლიოში 30 წელიწადზე მეტია აქტიურად ცირკულირებს A გრიპის H3N2 შტამი, ამიტომ მორიგ პანდემიას ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ, თუმცა ახლა 1920 წელი არ არის და ვიმედოვნებთ, არც გრიპის მორიგი პანდემიის შედეგები იქნება მაშინდელის მსგავსი.