წარსულის 8 მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც დღესაც გვახსენებს თავს
ვაქცინის გამოჩენამდე, დაავადებათა 95% მოდიოდა 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მისი სიმპტომები სპარსმა ექიმებმა აღწერეს IX საუკუნეში.
წითელა ადამიანს მხოლოდ ადამიანიდან გადაეცემა, რაც ამერიკელი ექსპერტების დასკვნით, იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მისი ლიკვიდაცია. აშშ-ში ამ მიზანს 2000 წლისთვის მიაღწიეს. საქართველოსა და ევროპაში სიტუაცია ამ მხრივ უფრო ცუდადაა. წითელას აფეთქებას ადგილი აქვს ვაქცინაციაზე მასობრივი უარის შემთხვევაში და ხშირად თან ახლავს ბავშვთა სიკვდილიანობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები დაავადების ლიკვიდაციას 2020 წლისთვის იმედოვნებენ.
სიფილისი - ზოგიერთების მოსაზრებით დაავადება აშშ-დან შემოვიდა, სხვები ვარაუდობენ, რომ ევროპაში დაავადება პირველ ადამიანებთან ერთად მოვიდა. წამლების არარსებობამ და დაავადებულთა სურვილმა, დაემალათ საკუთარი ავადმყოფობა, გამოიწვია ის, რომ მკრთალი ტრეპონემას ეპიდემია აღინიშნებოდა ყველა ევროპულ ქვეყანაში. ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე ამ დაავადებით სიკვდილიანობა 58% შეადგენდა. ახლა მნიშვნელოვნად შემცირებულია ავადობის მაჩვნებელი.
ყვავილი - ამ დაავადების ავტოგრაფი აღმოაჩინეს ძველი ეგვიპტის ფარაონ რამზეს V მუმიაზე, რომელიც ჩვენს წელთ აღრცხვამდე 1145 წელს გარდაიცვალა. დაავადებას იწვევდა ყვავილის ვირუსი.
ყვავილით იღუპებოდა დაავადებულთა 30%. იგი XVIII საუკუნეში ევროპის ქვეყნებში სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად იქცა. ყვავილის ვაქცინა გამოიგონა ინგლისელმა ექიმმა ედვარდ ჯენერმა 1796 წელს.
დღეისათვის დაავადება ლიკვიდირებულად ითვლება.
შავი ჭირი - მსოფლიო შავი ჭირის სამმა ეპიდემიამ შეძრა, რომელთაგან ორმა დიდი ზეგავლენა იქონია კაცობრიობის ისტორიაზე. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სწორედ პირველმა პანდემიამ გამოიწვია ბიზანტიის დაცემა. მეორე პანდემიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა ფეოდალურ წყობას და შეცვალა ევროპელების გენოფონდი. მას შემდეგ, რაც ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრ იერსინმა აღმოაჩინა შავი ჭირის ჩხირი, გამოჩნდა ვაქცინებიც. რატომ ვერ მოხდა ამ დაავადების ლიკვიდაცია, როგორც ყვავილის? ყვავილის ლიკვიდაციისთვის საკმარისი იყო ადამიანების აცრა, ხოლო შავი ჭირის შემთხვევაში ბუნებრივ რეზერვუარს წარმოადგენს მღრღნელები, ხოლო გადამტანებს - ტილები.
ბუნებაში ახლაც არის ჭირის ბაცილის რეზერვუარები. პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ხდება დაავადების მცირე აფეთქება. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ბაქტერიამ შეიძლება მუტაცია განიცადოს და ისევ გამოიწვიოს ეპიდემია, თუმცა დიდ მასშტაბებს ვერ მიაღწევს, რომ სიკვიდილიანობა მაღალი იყოს. დღეისათვის არსებული ეფექტური ანტიბიოტიკებით შავი ჭირი განკურნებად დაავადებად ითვლება.
პოლიომიელიტი - ამ დაავადებას კაცობრიობა დიდი ხანია იცნობს. გარკვეულ დრომდე ანტისანიტარიამ გარკვეული დადებითი როლი შეასრულა. ჩვენი წინაპრები იმდენად ხშირად იყვნენ გამომწვევთან კონტაქტში, რომ ბევრს ბუნებრივი იმუნიტეტი გამოუმუშავდა. XIX საუკუნეში სიტუაცია შეიცვალა. დაავადების მცირე აფეთქებები ევროპასა და ამერიკაში 1900 წელს პანდემიით დაგვირგვინდა. 1950 წლისთვის პოლიომიელიტი ყველგან გავრცელდა. დაავადება იწვევს დამბლას ან სიკვდილს. ვაქცინის აღმოჩენით 1988 წელს ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა პოლიომიელიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ყველა მცდელობის მიუხედავად მიზანი ჯერჯერობით მიღწეული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პოლიომიელიტის ბუნებრივი რეზერვუარი არ არსებობს და ის მხოლოდ ადამიანებს შორის ვრცელდება. ვაქცინაციით პოლიომიელიტს მილიონობით ადამიანი გადაურჩა, თუმცა გარკვეულ ადგილებში ეს დაავადება მაინც აინვალიდებს ბავშვებს.
ქოლერა - ამ დაავადებას ადამიანის მოკვლა რამოდენიმე საათში შეუძლია. მისი სამშობლო ინდოეთია. 1816 წლიდან ქოლერის ვიბრიონი ევროპასა და ამერიკაშიც გავრცელდა და 100 წლის განმავლობაში ექვსი პანდემიის გამოწვევა შეძლო. 1961 წელს აღინიშნა მეშვიდე პანდემია.
1854 წელს აღმოაჩინეს ქოლერის ვიბრიონი. სულ მალე გამოჩნდა პირველი აცრებიც. 1854 წელს ექმმა ჯონ სნოუმ დაუკავშირა დასნებოვნება უხარისხო სასმელ წყალს. დიდ ქალაქებში სერიოზული ინვესტიციები განხორციელდა წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემის მოდერნიზაციისთვის.
ქოლერა მაინც გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი შემთხვევა რეგისტრირდება. დროული მკურნალობისას, სიკვდილიანობა არა უმეტეს 1 პროცენტია.
კეთრი - ანუ ლეპრა ძალიან გადამდები არა, მაგრამ ვერაგი დაავადებაა. დასნებოვნებიდან პირველი სიმპტომების გამოჩენამდე შეიძლება 5–20 წელი გავიდეს. სიმპტომების აღწერა შეიძლება ამივიკითხოთ ბიბლიაში, ძველეგვიპტურ ტექსტებში, ჰიპოკრატეს ნაშრომებში. შუა საუკუნეებში კეთრის გავრცელების მასშტაბებზე შეიძლება ვიმსჯელოთ ლეპროზორიების რაოდენობით. XIII საუკუნეში მათი რიცხვი 19 000 შეადგენდა.
კეთრის გამომწვევი მიკობაქტერია 1873 წელს აღმოაჩინეს. დღეისათვის კეთრი სრულიად განკურნებადი დაავადებაა. იგი შეიძლება შეგვხვდეს სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ზოგიერთ ქვეყნებსა და ინდოეთში.
ლალი ჩხიკვაძე