მედიცინის ისტორია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

მედიცინის ისტორია

დიალიზი (ბერძნულად - დაშლა, გამოყოფა), კოლოიდური სისტემებიდან და მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებიდან ნახევრად შეღწევადი მემბრანების მეშვეობით დაბალმოლეკულური მინარევების გამოყოფას ნიშნავს. დიალიზს ძალზე საინტერესო და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ზოგადად სისხლის გაწმენდა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში წარმოადგენდა აქტუალურ სამედიცინო ამოცანას. ამ მეტად რთული ამოცანის გადაწყვეტის გზებს მეცნიერები და მკვლევარები ასეულობით წლის განმავლობაში ეძებდნენ. ძველად მიაჩნდათ, რომ მრავალი დაავადება ორგანიზმის სითხეთა შერევის გამო ვითარდება. აქედან გამომდინარე, ორგანიზმის გაწმენდის მიზნით სხვადასხვა მცენარისა და მინერალების ხსნარებს, ნახარშებს იყენებდნენ. თუმცა ყოველივე ეს ხშირ შემთხვევაში არათუ უეფექტო, მავნებელიც კი იყო ადამიანისთვის. შესაბამისად, სისხლის გაწმენდისადმი ინტერესი სულ უფრო მძაფრდებოდა და აქტუალურ პრობლემად რჩებოდა.
ალცჰაიმერის დაავადების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ:პოლიტიკოსებირონალდ რეიგანი (1911-2004) - ამერიკის მე-40 პრეზიდენტი და ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ამერიკელებმა პრეზიდენტად აირჩიეს. ალცჰაიმერის დაავადება სჭირდათ ასევე მის დედასა და ძმას.რ. საირუს ვენსი (1917-2000) - საერთაშორისო სამართლის უდიდესი სპეციალისტი, ამერიკის პრეზიდენტების კენედის, ჯონსონის, ნიქსონისა და კარტერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.მარგარეტ ტეტჩერი (1925) - მე-20 საუკუნის დიდი ბრიტანეთის ყველაზე გამორჩეული პრემიერ-მინისტრი, "რკინის ლედი". მან არჩევნები ზედიზედ სამჯერ მოიგო.
დაავადება, რომელიც ყველაზე სწრაფად ჭამს სხეულსმასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა 1994 წელს ამ დაავადებას "ორგანიზმის მშთანთქმელი ცეცხლი" უწოდეს. მანეკროზირებელი ფასცილიტი - ასე ჰქვია მედიცინის ენაზე ამ იშვიათ და სასიკვდილო საფრთხის შემცველ სენს. დაავადება პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. მას იწვევს განსაზღვრული სახის ბაქტერია, რომელიც თავდაპირველად ცოცხალი ქსოვილის კანქვეშა მიდამოს უტევს და მის განგრენას აჩენს. ამ უკანასკნელისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: სხეულის დასნებოვნებული და დაზიანებული ადგილის ქირურგიული წესით მოცილება. უშუალოდ მანეკროზირებელი ფასცილიტით გამოწვეული სიკვდილიანობა 15%-ს არ აღემატება, მაგრამ სტრეპტოკოკული ტოქსიკური სინდრომისა და შოკის (ძლიერი ტკივილით და ციებ-ცხელებით) დართვისას (სამწუხაროდ, დაავადება უმეტესად სწორედ ასე მიმდინარეობს) ლეტალური შედეგი 70%-ს აღწევს.
იდგა 1905 წელი. ვენის საიმპერატორო ოპერის თეატრი, ჩვეულებისამებრ, გადაჭედილიყო. მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა" სრულდებოდა. სადირიჟორო პულტთან საიმპერატორო თეატრის დირექტორი, იმ დროისთვის უკვე ცნობილი კომპოზიტორი ავგუსტ მალერი იდგა. უეცრად მუსიკოსმა ავისმომასწავებელი ნიშნები იგრძნო და უმალვე მიხვდა: "მიწისქვეშა სენმა" შეახსენა თავი. ასე იგი ბუასილს უწოდებდა, დაავადებას, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე წელია ტანჯავდა. დიახ, "ჯადოსნური ფლეიტის" დირიჟორობისას ავგუსტს სწორი ნაწლავიდან უეცარი სისხლდენა დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა, რამდენად საშიში იყო ეს, დირიჟორობა არ შეუწყვეტია. დიდი გაჭირვებით დაამთავრა ნაწარმოები ისე, რომ ვერავინ ვერაფერი შეატყო და უმალ საკუთარ ოთახს მიაშურა, რათა თავი მოეწესრიგებინა და ექიმი ეხმო.
ნაჩვენებია მე-3 გვერ 4 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად