მარხვა აჯანსაღებს სხეულსაც და სულსაც - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარხვა აჯანსაღებს სხეულსაც და სულსაც

მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მორწმუნე ბრძანდებით?" პავლოვმა უპასუხა: "როცა ადამიანის სისხლს სწავლობ, მორწმუნე კი არა, შეიძლება, წმინდანი გახდე, იმდენად ამტკიცებს იგი ღვთის არსებობას!" ეს ამბავი მომითხრო ამ დიდი მეცნიერის, პავლოვის მოწაფემ, როცა მე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი". ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თანამედროვე მედიცინა აღიარებს მარხვის დადებით ზეგავლენას ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს სოციალური დაცვის უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ექიმი ზურაბ ვარაზი:

- ცოცხალი ადამიანი მუდმივ კონტაქტშია ირგვლივ მყოფ სამყაროსთან. იგი ახდენს ნივთიერებათა ცვლას, გარემოდან ითვისებს მისთვის საჭირო ნივთიერებებს და გამოყოფს დაშლილ პროდუქტებს. საკვები, რომელსაც ადამიანი ღებულობს, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და სხვა სიცოცხლისთვის აუცილებელ ნივთიერებებს.

  • ცილებს დიდი რაოდენობით შეიცავს ხორცი, თევზეული, რძის პროდუქტები, კვერცხი, ხოლო მცენარეული საკვებიდან - სოია, ლობიო, მუხუდო, მარცვლეული. ცილებს ორგანიზმი იყენებს ახალი უჯრედების მშენებლობისთვის;
  • ცხიმები იყოფა ცხოველურ (კარაქი, ერბო, ქონი) და მცენარეულ (მაგ., ზეთი) ცხიმებად. ცხოველური ცხიმები დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ლაგდება სისხლძარღვთა კედლებში, იწვევს ათეროსკლეროზს და ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას და დაავადებას. ამიტომ, უმჯობესია რაციონში ვიყენებდეთ მცენარეულ ცხიმებს.
  • ნახშირწყლები ენერგეტიკული ნივთიერებებია. მათი ქიმიური დაშლით გამოყოფილ ენერგიას ორგანიზმი იყენებს ცხოველმოქმედებისთვის. აგებულებითა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების თავისებურებით ადამიანი უპირატესად მცენარეული საკვებით უნდა იკვებებოდეს.
  • პური

ყველაზე უნიკალური საკვები, რომელიც ღმერთმა ადამიანს გაუჩინა, პურია. იგი შეიცავს სრულფასოვან ცილებსა და ნახშირწყლებს. მას აქვს მაღალი კვებითი ღირებულება. პურს აქვს უნიკალური თვისებები: მას ვიღებთ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მთელი სიცოცხლის მანძილზე და იგი არასოდეს გვბეზრდება. ასეთი თვისება არ ახასიათებს არც ერთ სხვა პროდუქტს. პური თვითონ მაცხოვარმა აკურთხა და უწოდა მას თავისი სხეული. საქართველოში პური უხსოვარი დროიდან წარმოადგენდა ძირითად საკვებს.

  • "მშობლიური საკვები"

საერთოდ, ადამიანი უკეთესად ითვისებს იმ საკვებს, რომელიც მის საცხოვრებელ რეგიონში მოიპოვება, მისთვის ტრადიციულია და მასთან ენერგეტიკულად ახლოა. დღეს მოდაშია სხვადასხვა ხელოვნური კომბინირებული ნარევები, რითაც კვებავენ მცირეწლოვან ბავშვებს. მართალია, ისინი შექმნილია რაციონალური კვებისთვის საჭირო ყველა ნივთიერების დამატებით, მაგრამ მასში არ არის ის მასაზრდოებელი ელემენტები, რომელსაც იძლევა მშობლიური მიწა, რომელთანაც გენეტიკურად ვართ დაკავშირებული. ამიტომ არის, ალბათ, ასე გავრცელებული ალერგიული დაავადებები, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, დიათეზი. ქართველი ბავშვი საქართველოში მოყვანილი ხილ-ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებით უნდა გაიზარდოს ისე, როგორც იზრდებოდნენ ჩვენი წინაპრები. ეკლესიური ცხოვრება მოითხოვს მარხვას.

  • მარხვა

მარხვა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მდგომარეობაა. მას ხელს უწყობს ცხოველური საკვებისგან თავშეკავება. მარხვის დროს ცილოვანი ნივთიერებების დეფიციტი რომ არ გაჩნდეს, საჭიროა ადამიანმა მიიღოს ლობიო, სოია, მუხუდო, ბურღულეული, ვიტამინებით მდიდარი ახალი ბოსტნეული.

სხეული მარხვის დროს ფიზიკურად იწმინდება მავნე ნივთიერებებისგან. ადამიანი გრნობს სიმსუბუქეს. ქოლესტერინის რაოდენობა მცირდება სისხლში. აღსარებითა და ზიარებით სული იწმინდება და მშვიდდება. მარხვა აჯანსაღებს სხეულსაც და სულსაც. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვების შენახვით ადამიანი ღრმა მოხუცებულობამდე შეინარჩუნებს ჯანმრთელობას.

ზოგ შემთხვევაში, ავადმყოფობის დროს, ადამიანს შეიძლება შეეზღუდოს გარკვეული სახის საკვების მიღება. ასეთ სამკურნალო კვებას დიეტა ეწოდება. დიეტა ხელს უწყობს განკურნებას. ავადმყოფ ადამიანებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამკურნალო კვება, ორსულ, მეძუძურ ქალებსა და მცირეწლოვან ბავშვებს ეკლესია ათავისუფლებს მარხვისაგან. როდესაც ბავშვი წამოიზრდება, იგი თანდათან უნდა შევაჩვიოთ მარხვას. შემდგომში ეს მისი ცხოვრების წესი გახდება, აღარ გაუჭირდება მარხვის შენახვა და რაც მთავარია, ამით ხელს შევუწყობთ მათ დღეგრძელ, ჯანმრთელ სიცოცხლეს.

მარხვას უდიდესი როლი ენიჭება ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში. იგი აჩვევს მოთმენას, თავშეკავებას, ადამიანს უვითარებს ნებისყოფასა და პასუხისმგებლობის გრძნობას.

მარხვის დამთავრების შემდეგ ადამიანი გრძნობს დიდ სიხარულს, რომ მას შეუძლია ღვთის გულისათვის მსხვერპლის გაღება. ღმერთიც უხვად აჯილდოებს მას თავისი მადლით.

ქრისტეს აღდგომის სიხარულს ჭეშმარიტად გრძნობს ის ადამიანი, რომელიც ინახავს დიდმარხვას. ეს მისი განახლება და აღდგომაცაა. ქართველი ხალხი უთუოდ დაიბრუნებს თავის სიძლიერეს, თუ დედაეკლესიის ლოცვა-კურთხევით ქრისტიანულად იცხოვრებს.

  • წმიდა მამები გვასწავლიან:

  • "სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება" (აბბა პიმენი).
  • "არ იქნებოდა სამართლიანი, ძლიერი და სუსტი ორგანიზმისთვის ერთნაირი მარხვა დაგვეწესებინა" (წმიდა ბასილი დიდი).
  • "ნურასოდეს იტყვი - დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე" (წმიდა ეფრემ ასური).