მაგრამ იგი ჭეშმარიტად აღდგა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაგრამ იგი ჭეშმარიტად აღდგა

იგი უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულთა ეპოქაში, I საუკუნეში დაწესდა.

საინტერესოა, რომ ცნობები იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ ბიბლიის გარდა შემონახულია მისი თანამედროვე მრავალი მწერლისა თუ ისტორიკოსის თხზულებებში.

I საუკუნის ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი, რომლის ნაშრომები ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ისტორიულ წყაროებად არის მიჩნეული, წერს-

  • "ამ დროს აღმოჩნდა იესო ქრისტე, დიდი სიბრძნის მქონე ადამიანი, თუკი შეიძლება, ამდენი საოცრების ჩამდენს ადამიანი ვუწოდოთ. იმ პირთა დასმენის გამოისობით, რომლებიც პირველობენ ჩვენში, პილატემ იგი ჯვარს აცვა. შედრკნენ ისინიც, ვინც პირველებმა შეიყვარეს იგი. მესამე დღეს იგი ხელახლა გამოეცხადა მათ."

გარდა ამისა, ფლავიუსს თვითონვე შეეძლო ყოფილიყო იმ მოვლენების ცენტრში, რომლებიც სახარებაშია აღწერილი. ამასთანავე, ის არ ყოფილა ქრისტეს მიმდევარი და ამის გამო არ გვაქვს საფუძველი, მისგან ისეთ გადაჭარბებას ველოდეთ, რომელიც ხელს მისცემს ქრისტიანებს.

ბერძენი ჰერმიდიოსი, რომელსაც იუდეის მმართველის ოფიციალური ბიოგრაფის თანამდებობა ეკავა, პილატეს ბიოგრაფიასაც წერდა. მისი თხზულებები შეიცავს უაღრესად საყურადღებო და საიმედო ცნობებს პალესტინისა და რომის შესახებ, რომლებიც საფუძვლად დაედო იუდეის ისტორიას. როგორც აკადემიკოსი ს. ჟებელევი ამბობს, ჰერმიდიოსი "ფოტოაპარატის სიზუსტით გადმოგვცემს ყველაფერს".

  • ჰერმიდიოსის მონათხრობი იმითაც არის ძვირფასი, რომ მაცხოვრის აღდგომისას ისიც იმყოფებოდა საფლავის სიახლოვეს - პილატეს ერთ-ერთ თანაშემწეს მიაცილებდა; იგი თვითონვე გახდა მოწმე მაცხოვრის აღდგომისა და მოგვიანებით ყოველივე ეს დაწვრილებით აღწერა.

სირიელი ეიშუ, განთქმული თავისი სამედიცინო ხელოვნებით, პილატეს პირადი ექიმი იყო. შაბათ საღამოს სახელოვან მკურნალს პილატემ დაავალა, ქრისტეს საფლავზე გაეთია ღამე. ეიშუ თავის ხუთ განუყრელ თანაშემწესთან ერთად მაცხოვრის დაკრძალვის მოწმეც გახლდათ. შაბათს მან ორჯერ მოინახულა საფლავი, საღამოს კი ღამის გასათევად მივიდა. მან იცოდა წინასწარმეტყველება ქრისტეს აღდგომის შესახებ, ამიტომ ღამით ის და მისი თანაშემწეები მორიგეობით ფხიზლობდნენ. ეიშუ წერს-

  • "ყველანი - მკურნალებიცა და დარაჯებიც, - - ჯანმრთელად, ფხიზლად ვიყავით, თავს კარგად ვგრძნობდით. არ გვქონდა არავითარი წინათგრძნობა. ვერც კი წარმოგვედგინა, რომ გარდაცვლილის გაცოცხლება შესაძლებელი იყო. მაგრამ იგი ჭეშმარიტად აღდგა! და ყველაფერი ეს საკუთარი თვალით ვიხილეთ".

შემდგომ ამისა აღწერილია, თუ რა იხილა ეიშუმ.

ეპიფანე აფრიკელი, ევსევი ეგვიპტელი, საბელინ ბერძენი, ისააკ იერუსალიმელი, კონსტანტინე ტირელი და მრავალი სხვა ავტორი ადასტურებენ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას. იმდროინდელ ებრაელ მწერალთა შორის, რომლებიც აღდგომის შესახებ მოგვითხრობენ, არიან ურის გალილეველი, ჰარონ მესოპოტამიელი, შერბრუმი მამა, ფერნან სარეპტელი, მანანუა ექიმი, ნევინ ანტიოქიელი და მაფერკანტო.

განსაკუთრებით საყურადღებოა მაფერკანტოს ცნობები. ის სინედრიონის წევრი იყო და მნის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ მისი ხელიდან მიიღო იუდა ისკარიოტელმა ქრისტეს გაცემისთვის ოცდაათი ვერცხლი. მაფერკანტო სინედრიონის წევრთაგან პირველი მივიდა მაცხოვრის საფლავის გამოსაძიებლად და დარწმუნდა, რომ აღდგომა მართლაც მოხდა. ის საფლავზე ოდნავ ადრე მივიდა, რათა დარაჯებისთვის ფული გადაეხადა და დაინახა, რომ საფლავი საიმედოდ იყო დაცული. მან დარაჯებს გასამრჯელო გადაუხადა და უკან გამობრუნდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა, გაისმა ქუხილი, რომლის შემდეგაც სამარის უზარმაზარი ქვა უხილავმა ძალამ გადააგდო. უკან მობრუნებულმა მაფერკანტომ შორიდანვე დაინახა, როგორ ნელ-ნელა გაქრა სამარის თავზე დავანებული სინათლე. ყოველივე ეს მას აღწერილი აქვს თხზულებაში "პალესტინის მმართველთა შესახებ", რომელიც პალესტინის ისტორიისთვის განსაკუთრებით სანდო და საიმედო წყაროთა რიცხვს მიეკუთვნება.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შემდეგ იესო ქრისტეს აღდგომა აღიარა თვით ფრიდრიხ ენგელსმა. თავისი თხზულებების ხელახალი გამოცემის წინასიტყვაობაში იგი წერდა:

  • "კაბადოკიის უახლესი აღმოჩენები გვავალდებულებენ, შევიცვალოთ ჩვენი შეხედულებები ზოგიერთ, არცთუ მრავალ, მაგრამ მსოფლიო ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შესახებ და ის, რაც ადრე მხოლოდ მითოლოგიისთვის საყურადღებოდ გვეჩვენებოდა, ამიერიდან ყურად უნდა ვიღოთ ისტორიკოსებმაც. სკეპტიკოსთა დამამარცხებელი ახალი საბუთები დამაჯერებლად მეტყველებენ ისტორიის ყველაზე დიდი საოცრების სასარგებლოდ - სიცოცხლისკენ იმის მობრუნებაზე, ვინც მას გოლგოთაზე გამოეთხოვა".

ანტიკური ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი მცოდნე, აკადემიკოსი ვ. პ. ბუზესკული (1858-1931) კი ამბობდა:

  • "იესო ქრისტეს აღდგომა დადასტურებულია ეჭვმიუტანელი არქეოლოგიური და ისტორიული მონაპოვრებით და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ივანე მრისხანისა და პეტრე დიდის ისტორიული არსებობა... იესო ქრისტეს აღდგომის უარყოფა ნიშნავს პილატეს, იულიუს კეისრის, ნერონის, ავგუსტუსის, ეფრაინეს, მარკუს ავრელიუსის და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი მრავალი სხვა პიროვნების არსებობის უარყოფას".

აკადემიკოს ალექსანდრე ბელეცკის მიხედვით მოამზადა სერგო კერესელიძემ