ლახვრის ლოცვა - უძლურთა სულიერად და ხორციელად მაკურნებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლახვრის ლოცვა - უძლურთა სულიერად და ხორციელად მაკურნებელი

ეკლესიაში მივდივართ, რათა მივიღოთ სულიერი და ხორციელი კურნება. ლახვრის ლოცვა მოკლე, მაგრამ მკვეთელი და ძლიერი ლოცვაა, უძლურთა სულიერად და ხორციელად მაკურნებელი. მღვდელმსახური ლახვრითა და ჯვრით ხელს ადებს უძლურს და წარმოთქვამს ღვთაებრივ სიტყვებს: „ლახვრითა განიგმირე, მხსნელო, და გვერდით შენით წყარონი ღვთივბრწინვალენი აღმოგვიბრწყინე”. ევედრება უფალს,რათა მაცხოვარმა კურნება მომადლოს სნეულს. ლახვრის ლოცვა განსაკუთრებით შეეწევა ეშმაკეულს და განდევნის ბოროტს ადამიანისგან. ამის უამრავი შემთხვევა ყოფილა. ერთ მაგალითს მოვიყვან: როდესაც ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს ლახვრის ლოცვა წავუკითხე, ის სულიერმა დაღლილობამ შეიპყრო და თვალები გაეყინა. ეტყობოდა, რომ ბოროტი ებრძოდა. ლოცვის მიწურულს ის მიწაზე დაეცა და არაადამიანური ღმუილი დაიწყო, მიწას ხელებით იღებდა და გაჰკიოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დამშვიდდა და გაუჩერებლად ტიროდა. ორი საათის შემდეგ შენდობა ითხოვა და სახლში მადლიერი წავიდა. ამის შემდეგ მან სარწმუნოებრივი ცხოვრობა დაიწყო. „ითხოვდე და მოგეცემაო“, - ნათქვამია. უფალს მხურვალედ უნდა ვევედროთ, შემუსვრილი გულით და უწყვეტად. ლოცვის უწყვეტობა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ძალა და მადლი აქვს სკვნილზე ლოცვას, რადგან ეს უწყვეტი მსახურების საწინდარია. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სკვნილი ჯოჯოხეთში ჩაკიდული კიბეა. ის ჩვენი სულის მძიმე და ბნელი ლაბირინთების მანათობელი შუქურაა, რომელიც მარადჟამს უნათებს სინდისს ჭეშმარიტ გზას. ვისაც კი სახარება წაუკითხავს, ეცოდინება, რომ ლახვარი უგმირეს გვერდში ჯვარცმულ უფალს და მეყსეულად გარდამოვიდა ჭრილობიდან სისხლი და წყალი. ამის შემდეგ თავად რომაელმა ასისთავმა იწამა მისი და შეინანა... ჯვარცმული ღმერთი განუწყვეტლივ ზრუნავს ადამიანებზე. ამ ზრუნვისა და კურნების მაგალითი ეკლესიის ღვთისმსახურებაშია ასახული და განხორციელებული. ძველ ეკლესიაში ყველა საეკლესიო საიდუმლო ევქარისტიაში სრულდებოდა და მათ დასასრულს ქრისტიანი ეზიარებოდა წმინდა ძღვენს, ამიტომ ყოველი ღვთიური სასწაული პირდაპირ უკავშირდება საღმრთო ევქარისტიას. წირვის დასაწყისში მღვდელმსახური პროსკომიდიას ანუ სეფისკვერზე კვეთას აღასრულებს და ამზადებს წინადაგებულ ძღვენს. ამას სწორედ ლახვრით აკეთებს მოძღვარი. ამიტომაც გამოიყენება ლახვარი ლახვრის ლოცვის დროს.