"ერთადერთი მკურნალი უფალია" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ერთადერთი მკურნალი უფალია"

შეიძლება ვინმე ლაღად გამოიყურებოდეს, მაგრამ გულში რომ ჩაიხედოთ, დაინახავთ, რომ იქ შიში და ეგოიზმი სუფევს. ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად იმისა, დიდია იგი თუ პატარა, მაღალი თანამდებობა უკავია თუ დაბალი, ყველაფრისა ეშინია, ეშინია მეორე ადამიანისა, სიკვდილისა, თანამდებობის დაკარგვისა, დამცირებისა. ეგოიზმი ხომ კიდევ უარესია. მე - აი, რა არის ადამიანისთვის ამ დროს მთავარი. ყველაფერი თავისთვის უნდა, არაფერი ჰყოფნის, დღეს თუ ორი სახლი აქვს, ხვალ ათი მოუნდება, მისმა მეთავისეობამ საზღვრები არ იცის. სად არის ჩვენი საშველი, რაში მდგომარეობს იგი, ვინ არის ჩვენი მკურნალი? საშველი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, ხოლო ერთადერთი მკურნალი უფალია, რომელიც ამ სენისგან გვათავისუფლებს".

 

 

* * *

"ჩვენი ახალგაზრდობა ეკლესიაში მოდის არა მხოლოდ კითხვებით, არამედ თავისი სნეულებებით, ეჭვებითა და საწუხარით. ჯერ კიდევ პუშკინი წერდა ერთ ლექსში, რომელიც მან თავისი ყრმობის წლებს მიუძღვნა, რომ ადამიანს ბრძოლა უხდება სამ დემონთან, რომელნიც მის სულს იტაცებენ. ესენი არიან დემონები სიამაყისა, უმოწყალობისა და ბიწიერებისა. როგორ ახასიათებს ეს თვისებანი ჩვენს თანამედროვეობასაც! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ სნეულებებს მხოლოდ უფალი კურნავს ეკლესიის მეშვეობით".

 

 

* * *

"ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზავნება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება. ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისთვის იცლიდა გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება-გართობა თუ სხვა, ღმერთსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს იწყებს".

 

 

* * *

"ვინმე წარჩინებული, რომელსაც იაიროსი ერქვა, ქრისტესთან მივიდა და შესჩივლა, რომ თორმეტი წლის ასული უკვდებოდა. მაცხოვარს, რომელსაც ამ დროს მრავალი ადამიანი მიჰყვებოდა, თითქოს მისი სიტყვები არ ესმოდა. უცბად იგი შეჩერდა და იკითხა, ვინ შეეხო. პეტრე მოციქულმა უპასუხა, რა გასაკვირი იყო - ამდენი ხალხიდან, რომელიც მის მოსასმენად იყო მოსული, რომელიმე შეხებოდა, მაგრამ უფალმა მისგან გასული ძალა იგრძნო. მაშინ ხალხს ერთი ქალი გამოეყო, მუხლებზე დაეცა და აღიარა, რომ იგი შეეხო, რადგან სწამდა, რომ განიკურნებოდა იმ სენისაგან, რომლითაც მრავალი წელი იტანჯებოდა და რომლის განკურნებაც ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო. ამიტომაც უთხრა მას უფალმა: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით, ე.ი. იგი რწმენამ, სარწმუნოებამ გადაარჩინა. ის კაცი კი, ვისაც შვილი უკვდებოდა, იდგა და უფალს ელოდებოდა. ამ დროს ვიღაცა მივიდა მასთან და უთხრა, რომ ნუღარ შეაწუხებდა მოძღვარს, რადგან მისი შვილი გარდაიცვალა. უფალმა თითქოს ვერც ეს სიტყვები გაიგონა და შეწუხებულ მამას უთხრა: წავიდეთ შენთან, შენს ასულს სძინავსო. აქვე შეგახსენებთ, რომ მაცხოვარი ხშირად სიკვდილს ძილს უწოდებს. ქრისტემ თან სამი უახლოესი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა და მათ თვალწინ მშობლებს შვილი გაუცოცხლა. მიაქციეთ ყურადღება, რომ როგორც სნეული ქალის განკურნებაში, ასევე ბავშვის მკვდრეთით აღდგენაში უდიდესი მნიშვნელობა სარწმუნოებას ენიჭება. "სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით!" - ნებისმიერი გასაჭირის ჟამს მაცხოვრის ეს სიტყვები უნდა გვესმოდეს და უფალს იმ რწმენით უნდა მივმართოთ, რომ იგი ჩვენს ლოცვას აუცილებლად შეისმენს".

 

 

* * *

"საფრანგეთის რევოლუციის მთავარი დევიზი ურწმუნოება იყო. მე მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა რევოლუციური სულით აღტყინებულმა ურწმუნო ბრბომ ცოცხლად დაგლიჯა ახალგაზრდა კაცი, მაგრამ ეს როდი იკმარა, ერთმა ყველაზე აქტიურმა ქალმა გული ამოგლიჯა და ხალხის წინაშე შეჭამა. აი, სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, რომელიც რწმენასა და სიყვარულს დაკარგავს".

 

 

* * *

"ჩვენ ხშირად გვემართება, რომ სულ ხორცზე ვფიქრობთ და ამ ფიქრით გატაცებულები ჩვენს თავში და ჩვენს გარშემო ვერ ვამჩნევთ იმას, რაც აუცილებლად უნდა შევამჩნიოთ და დავინახოთ. დავინახავთ, მაგალითად, ვერ ვხედავთ ბუნებას, ღვთის მიერ შექმნილ მშვენიერ სამყაროს ცხოველებისა და მცენარეებისა - იგი ხომ ადამიანის არა მხოლოდ მატერიალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, არამედ მისი სულის სამკურნალოდაც შეიქმნა! დღეს რომ ჩვენ მეტი კავშირი გვქონდეს ბუნებასთან, ნერვული დაძაბულობა, რომლითაც აღსავსეა თანამედროვე ცხოვრება, ნაკლებ საგრძნობი შეიქნებოდა".