"ერთადერთი მკურნალი უფალია" - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

"ერთადერთი მკურნალი უფალია"

"ერთადერთი მკურნალი უფალია"

ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან

* * *

"ერთი დიდი ღვთისმეტყველი და მეცნიერი ამბობს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ადამიანს შიშისა და ეგოიზმისაგან ათავისუფლებს. შიში და ეგოიზმი ის გრძნობებია, რომლებიც ყველა ადამიანშია.

შეიძლება ვინმე ლაღად გამოიყურებოდეს, მაგრამ გულში რომ ჩაიხედოთ, დაინახავთ, რომ იქ შიში და ეგოიზმი სუფევს. ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად იმისა, დიდია იგი თუ პატარა, მაღალი თანამდებობა უკავია თუ დაბალი, ყველაფრისა ეშინია, ეშინია მეორე ადამიანისა, სიკვდილისა, თანამდებობის დაკარგვისა, დამცირებისა. ეგოიზმი ხომ კიდევ უარესია. მე - აი, რა არის ადამიანისთვის ამ დროს მთავარი. ყველაფერი თავისთვის უნდა, არაფერი ჰყოფნის,

დღეს თუ ორი სახლი აქვს, ხვალ ათი მოუნდება, მისმა მეთავისეობამ საზღვრები არ იცის. სად არის ჩვენი საშველი, რაში მდგომარეობს იგი, ვინ არის ჩვენი მკურნალი? საშველი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, ხოლო ერთადერთი მკურნალი უფალია, რომელიც ამ სენისგან გვათავისუფლებს".

 

 

* * *


"ჩვენი ახალგაზრდობა ეკლესიაში მოდის არა მხოლოდ კითხვებით, არამედ

თავისი სნეულებებით, ეჭვებითა და საწუხარით. ჯერ კიდევ პუშკინი წერდა ერთ ლექსში, რომელიც მან თავისი ყრმობის წლებს მიუძღვნა, რომ ადამიანს ბრძოლა უხდება სამ დემონთან, რომელნიც მის სულს იტაცებენ. ესენი არიან დემონები სიამაყისა, უმოწყალობისა და ბიწიერებისა. როგორ ახასიათებს ეს თვისებანი ჩვენს თანამედროვეობასაც! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ სნეულებებს მხოლოდ უფალი კურნავს ეკლესიის მეშვეობით".

 

 

* * *


"ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზავნება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება. ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისთვის იცლიდა გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება-გართობა თუ სხვა, ღმერთსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს იწყებს".

 

 

* * *

"ვინმე წარჩინებული, რომელსაც იაიროსი ერქვა, ქრისტესთან მივიდა და შესჩივლა, რომ თორმეტი წლის ასული უკვდებოდა. მაცხოვარს, რომელსაც ამ დროს მრავალი ადამიანი მიჰყვებოდა, თითქოს მისი სიტყვები არ ესმოდა. უცბად იგი შეჩერდა და იკითხა, ვინ შეეხო. პეტრე მოციქულმა უპასუხა, რა გასაკვირი იყო - ამდენი ხალხიდან, რომელიც მის მოსასმენად იყო მოსული, რომელიმე შეხებოდა, მაგრამ უფალმა მისგან გასული ძალა იგრძნო. მაშინ ხალხს ერთი ქალი გამოეყო, მუხლებზე დაეცა და აღიარა, რომ იგი შეეხო, რადგან სწამდა, რომ განიკურნებოდა იმ სენისაგან, რომლითაც მრავალი წელი იტანჯებოდა და რომლის განკურნებაც ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო. ამიტომაც უთხრა მას უფალმა: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით, ე.ი. იგი რწმენამ, სარწმუნოებამ გადაარჩინა. ის კაცი კი, ვისაც შვილი უკვდებოდა, იდგა და უფალს ელოდებოდა. ამ დროს ვიღაცა მივიდა მასთან და უთხრა, რომ ნუღარ შეაწუხებდა მოძღვარს, რადგან მისი შვილი გარდაიცვალა. უფალმა თითქოს ვერც ეს სიტყვები გაიგონა და შეწუხებულ მამას უთხრა: წავიდეთ შენთან, შენს ასულს სძინავსო. აქვე შეგახსენებთ, რომ მაცხოვარი ხშირად სიკვდილს ძილს უწოდებს. ქრისტემ თან სამი უახლოესი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა და მათ თვალწინ მშობლებს შვილი გაუცოცხლა. მიაქციეთ ყურადღება, რომ როგორც სნეული ქალის განკურნებაში, ასევე ბავშვის მკვდრეთით აღდგენაში უდიდესი მნიშვნელობა სარწმუნოებას ენიჭება. "სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით!" - ნებისმიერი გასაჭირის ჟამს მაცხოვრის ეს სიტყვები უნდა გვესმოდეს და უფალს იმ რწმენით უნდა მივმართოთ, რომ იგი ჩვენს ლოცვას აუცილებლად შეისმენს".

 

 

* * *

"საფრანგეთის რევოლუციის მთავარი დევიზი ურწმუნოება იყო. მე მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა რევოლუციური სულით აღტყინებულმა ურწმუნო ბრბომ ცოცხლად დაგლიჯა ახალგაზრდა კაცი, მაგრამ ეს როდი იკმარა, ერთმა ყველაზე აქტიურმა ქალმა გული ამოგლიჯა და ხალხის წინაშე შეჭამა. აი, სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, რომელიც რწმენასა და სიყვარულს დაკარგავს".

 

 

* * *


"ჩვენ ხშირად გვემართება, რომ სულ ხორცზე ვფიქრობთ და ამ ფიქრით გატაცებულები ჩვენს თავში და ჩვენს გარშემო ვერ ვამჩნევთ იმას, რაც აუცილებლად უნდა შევამჩნიოთ და დავინახოთ. დავინახავთ, მაგალითად, ვერ ვხედავთ ბუნებას, ღვთის მიერ შექმნილ მშვენიერ სამყაროს ცხოველებისა და მცენარეებისა - იგი ხომ ადამიანის არა მხოლოდ მატერიალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, არამედ მისი სულის სამკურნალოდაც შეიქმნა! დღეს რომ ჩვენ მეტი კავშირი გვქონდეს ბუნებასთან, ნერვული დაძაბულობა, რომლითაც აღსავსეა თანამედროვე ცხოვრება, ნაკლებ საგრძნობი შეიქნებოდა".

 

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბოლო პერიოდში არაერთხელ იყო საუბარი იმის შესახებ არის თუ არა აუცილებელი სხვადასხვა სახის აცრები
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, - ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონებას ემსახურება, ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, წმინდა წერილი გვაუწყებს: “ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი”.

ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუ ადამიანი აღსარებაში გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად სხეულსაც უზიანებენ.

წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენიდან საკმაოდ შორსაა. მაღლობზე დგას და იქამდე მისასვლელად გრძელი კიბე უნდა აიარო. მონასტერში საგანგებოდ გაკეთებული ხის ჩასაბრძანებლით წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეულია დასვენებული. მასთან მიახლება ყველა მომლოცველს შეუძლია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი მორწმუნე მიდის და ისიც, რწმენით მისულს, უნუგეშოდ არავის ტოვებს.

ვინც წმინდანთა ცხოვრებაში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ მრავალ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა კურნებისა, ბრმათათვის თვალის ახელისა, უშვილოთათვის შვილის მინიჭებისა, უეცარი სიკვდილისგან დაცვისა და სხვა, გარდაცვალების შემდეგ კი მრავალმა წმინდანმა მიიღო ნიჭი კურნებისა თუ სხვადასხვა განსაცდელისგან ხსნისა. განსაცდელში მყოფი ადამიანის ლოცვა-ვედრება წრფელი და მხურვალეა. ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე, ამიტომ განსაკუთრებით ევედრება შეწევნას წმინდანებს.

ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად