/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მედიცინა და რელიგია

რა კავშირი აქვს ერეკლე მეორეს ვაქცინაციის დანერგვასთან საქართველოში?

რა კავშირი აქვს ერეკლე მეორეს ვაქცინაციის დანერგვასთან საქართველოში?
ბოლო პერიოდში არაერთხელ იყო საუბარი იმის შესახებ არის თუ არა აუცილებელი სხვადასხვა სახის აცრები

მაშინ გამიჩნდა აზრი, მომეძიებინა ინფორმაცია სამედიცინო აცრების დანერგვის პერიოდიკაზე. ევროპაში აცრები მე-18 საუკუნიდან დაუწყიათ. საქართველოში კი, სამედიცინო აცრების დანერგვის ერთ-ერთი პირველი ნოვატორი ერეკლე მეორე ყოფილა. აღნიშნულ თემაზე mkurnali.ge-სთან ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე ისაუბრებს.

ვაჟა კიკნაძე: სამედიცინო აცრების მასობრივად დაწყება საქართველოში ერეკლე მეორეს სახელს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ საზოგადოებას უჩვენა მაგალითი, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მისცა უფლება 1772 წელს ერეკლე მეორემ, აეცრათ მისი მესამე ვაჟი - იულონი, შეიძლება ისიც იყო, რომ მის თვალწინ ბევრი მცირეწლოვანი იღუპებოდა, იმდროინდელ საქართველოში ხომ ჯერ შავი ჭირის, შემდეგ კი ყვავილის ეპიდემია მძვინვარებდა.

ამ აცრამდე ცოტა ხნით ადრე 8 წლის უფლისწული გიორგი ჩერქეზ გოგონაზე დაუნიშნავთ, რომელიც ცნობილი გირეების საგვარეულოს შთამომავალი იყო. ჩერქეზებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერეკლეს. მათ დაქირავებულ ჯარს ხშირად იყენებდა ლეკების წინააღმდეგ. ამიტომ, გირეეებთან დანათესავებაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ქვეყნისთვის. ქორწინება 4 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოულოდნელად ჩერქეზ საპატარძლოს ყვავილი შეეყარა. ის სასწრაფოდ ჩექეზეთში წაიყვანეს, სადაც იმ დროისათვის უკვე გავრცელებული ყოფილა აცრები, მაგრამ დაგვიანებული იყო, გოგონა გარდაცვლილა. როგორც პლატონ იოსელიანი გვიამბობს, ეს ამბავი 1758 წელს მომხდარა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- მაშასადამე ჩერქეზეთში გაცილებით ადრე გამოიყენებდნენ სამედიცინო აცრებს ვიდრე საქართველოში?

- ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვოლტერი, რომელმაც სპეციალური წერილი უძღვნა აცრას და ჩექეზების გამოცდილებას ამ მხრივ. სავარაუდოდ, ამ ტრაგიკული ინციდენტის გამო მიღებული ემოციის შედეგად უნდა გადაეწყვიტა ერეკლეს მისი მესამე ვაჟის - იულონის აცრა, როდესაც ყვავილის ეპიდემია გავრელდა და მეფემ ამის აუცილებლობა დაინახა. მისი მხრიდან ეს არ იყო ადვილად გადასადგმელი ნაბიჯი. ჩანს, აცრის აუცილებლობაში ერეკლე მეფე ევროპელმა პადრებმა დაარწმუნეს. ერეკლეც დათანხმდა, რომ იულონი აეცრათ. ამის შესახებ მეფე პირადად წერს თავის ერთ-ერთ მოხელეს - რევაზ ამილახვარს, სადაც პირველად იყენებს ტერმინს - „აჭრა“ . „იულონი ავჭერით და ახლა გაცხელებულიც არისო“, ანუ სიცხე აქვსო. შემდეგში გამოჩნდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, იულონი სულ ბრძოლებში იყო ჩართული და მრავალი წლის შემდეგ რუსეთში გარდაიცვალა.

იულონის აცრის შესახებ გერმანელი მოგზაური იოჰანეს გიულდენშტედტიც წერს - ერეკლემ გარისკა და ნება დართო კათოლიკე პატრებს, ყვავილის აცრები ჩაეტარებინათ მისი შვილისთვისო.

- ვოლტერის წერილი რა საინტერესო დეტალებს გვაცნობს სამედიცინო აცრების საკითხებთან დაკავშირებით?

- ვოლტერს 1742 წელს დაწერილი აქვს 11-ით დანომრილი წერილი, რომელიც აცრას ეძღვნება. მასში ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი აღნიშნავს: ვიცი, რომ ეს ხელოვნება ჩინეთში ერთი საუკუნით ადრეც იცოდნენ, მაგრამ იქ ჩაკეტილი საზოგადობა იყო და ევროპისთვის სრულიად უცნობი გახლდათ მათი გამოცდილება. ჩერქეზები კი ახლაც ამ მეთოდს იყენებენო".

საინტერესოა, რომ ევროპაში აცრის კულტურა თურქეთიდან შესულა. 1714 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ფილოსოფიურ შრომებში დაიბეჭდა 2 ავტორის - ემანულ ტიმენის და ჯაკომო პიარინის - წერილები, რომელიც ეხებოდა აცრებს თურქეთში. ორივე ავტორი სტამბულიდან დიდ ბრიტანეთში აგზავნის წერილებს და იქაურ საზოგადეობას ამცნობს - სტამბოლში დიდი ხანია გავრცელებულია და შესაძლოა ეს ჩერქეზებიდან იციან აქაურებმა, რომ აცრას ძალიან დიდი მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლიაო.

საინტერესო ისტორია ახლავს ინგლისში სამედიცინო აცრების დამკვიდრებას. ზემოთ აღნიშნული წერილების შემდეგ, ინგლისელმა ლედი მარი მონტეგიუმ გადაწყვიტა პრაქტიკაში გამოეცადა აცრა, თუმცა ექსპერიმენტის საკუთარ თავზე ჩატარების მსურველი არავინ იყო. ამიტომ ლედი მარი მონტეგიუმ 1714-16 წელბში ლონდონის ციხიდან 6 სიკვდილმისჯილს შესთავაზა, თუ აცრას გაიკეთებთ სიცოცხლეს შეგინარჩინებთო. ყველა მათგანი დათანხმდა და ყველა მათგანმა შეინარჩინა სიცოცხლე. ამის შემდეგ პირველი დიდგვაროვანი უელსის პრინცი იყო, რომელსაც თავისი ქალიშვილიშვილი 1722 წელს აუცრია. ამის შემდეგ ეკლესიაც ნდობას უცხადებს ამ სამედიცინო მეთოდს და შემდეგში აცრები მთელ ევროპაში ვრცელდება.

ცნობილია, რომ აღნიშნული სტატია ვოლტერმა იმიტომ დაწერა, რომ საფრანგეთმა ინგლისისგან განსხვავებით, კარგა ხანს არ მიიღო აცრები, ატყდა დიდი კამპანია მის წინააღმდეგ და საფრანგეთის პარლამენტმა საერთოდ აკრძალა აცრის ჩატარება 1740-იან წლებში. სწორედ ამის შემდეგ დაწერა ვოლტერმა #11 წერილი.

აი, ასეთი წინაისტორია ჰქოდნა აცრებს ევროპაში და ასე დაინერგა ის საქართველოშიც.

ეკა სალაღაია

კომენტარები (1)
ვაჟა
საქართველოში აცრა ("აცრა" - მცირედი ნაკაწრი ჭრილობის მიყენება) ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან სწარმოებდა ადიგენელ მესხ კათოლიკე ექიმთა საგვარეულოს, ხარისჭირაშვილების მიერ - ყვავილით ნაავადარი ხარიდან გამონადენ სისხლს
თარიღი : 07-04-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მარტოხელა მამაკაცის სახელმძღვანელო
მარტოხელა მამაკაცის სახელმძღვანელო
ვიცით თუ არა, როგორ მოვუაროთ მამაკაცის პერანგს? პირველ რიგში, ყურადღებით დაათვალიერეთ იარლიყი - პერანგის მოვლასთან დაკავშირებული სპეციალური ნიშნები დაგეხმარებათ, ტანსაცმელს პირვანდელი სახე დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნოთ. რეცხვის წესები1. გარეცხეთ არა უმეტეს 40 გრადუსი ტემპერატურის წყალში ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილით, მათეთრებლის გარეშე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რა კავშირი აქვს ერეკლე მეორეს ვაქცინაციის დანერგვასთან საქართველოში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები