ძველი ლეგენდა გვიამბობს, რომ ოდესღაც ცხოვრობდა ულამაზესი გოგონა ანიუტა. მან შეიყვარა ულამაზესი ბიჭი, მაგრამ, სამწუხაროდ, გულცივი ადამიანი. ბიჭმა მიმნდობ გოგონას ძალიან ატკინა გული. საწყალი გოგონა სევდისა და დარდისაგან გარდაიცვალა.
ანიუტას საფლავზე იები ამოვიდა. იები უჩვეულო სამი შეფერილობისა იყო, თითოეული განასახიერებდა სამ გრძნობას - იმედს, რომ მისი სიყვარული არ დარჩებოდა უპასუხოდ, გაოცებას - უსამართლო წყენისა და ტკივილის გამო და სევდას -
ძველი ბერძნებისთვის სამი შეფერილობის ვიოლები სასიყვარულო სამკუთხედს განასახიერებდა. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსს მოეწონა არგოსის მეფის ქალიშვილი, სახელად იო. მაგრამ ზევსის ცოლმა ჰერამ გოგონა ძროხად გა
უძველესი დროიდან ეს ყვავილი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოა. ბევრ ერს აქვს ამ ყვავილთან დაკავშირებული ტრადიციები. მაგალითად, პოლონელი გოგონები ხანგრძლივი განშორებისას შეყვარებულს ჩუქნიდნენ. მას შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიან საფრანგეთსა და ბრიტანეთში ვალენტინობის დღეს.
ვიოლები ბაღის კულტურაა. მისგან იქმნება ულამაზესი გაზონები და დეკორაციები, ასევე მშვენივრად ხარობენ ქოთნებში. არ უყვართ სიცხე, ამიტომ უმჯობესია გაახაროთ აივნებსა და ტერასაზე.
ვიოლები ითესება წელიწადში ორჯერ - ადრე აგვისტოში, გაზაფხულზე რომ იყვავილოს და ასევე გვიან გაზაფხულზე ან ადრეულ ზაფხულს, შემოდგომით რომ იყვავილოს.
თესლს იღებენ მაისსა და ივნისში. თესლს ერთი თვისება აქვს: უხმება სათესლე პარკი, უეცრად სკდება და იბნევა თესლი. ამიტომ, როგორც კი სათესლე პარკი შეხმობას დაიწყებს, უნდა მოასწროთ თესლის აღება და გააშროთ ქაღალდის კონვერტში. როგორც ყველა მცენარეს, ვიოლებსაც სჭირდებათ კვება, შეწამვლა კი არა. მდგრადი და ძლიერი კულტურაა ავადმყოფობების მიმართ, ასევე ყინვაგამძლეც.