ოთახის მცენარეები - რჩევები ოთახის მცენარეების მოყვარულთათვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოთახის მცენარეები - რჩევები ოთახის მცენარეების მოყვარულთათვის

ოთახის მცენარეები - რჩევები ოთახის მცენარეების მოყვარულთათვის
მარკეტში ნაყიდი ფინიკისგან შეიძლება პალმა გაზარდოთ

ტროპიკულ და ძალიან გემრიელ ფინიკს საქართველოში ბევრი მოყვარული ჰყავს. სუპერმარკეტებში მისი შეძენა ყველას შეუძლია. შეძენის შემდეგ ბევრი დაინტერესებულა, შეიძლება თუ არა ფინიკის კურკისგან ნამდვილი ფინიკის პალმის გამოზრდა.


რატომაც არა. მიირთვით გემრიელი ფინიკი და კურკა კი დაგრჩათ. რატომ არ უნდა გამოიყენოთ ის ეგზოტიკური მცენარის გასაზრდელად? თანაც მცენარე განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, თქვენს ინტერიერს კი გაალამაზებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სახლში გამოზრდილი პალმა ნაყოფს ვერასდროს გამოიღებს. ის ნელა იზრდება, მაგრამ 5 წლის შემდეგ შეიძლება ოთახშიც ვეღარ დაატიოთ.

აი, დეტალური ინსტრუქცია:

კურკა იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუ თერმული დამუშავება არ გაუვლია. ამ მიზნისთვის გამოგადგებათ ცოცხალი ან ჩირის კურკა.

1. კურკა საგულდაგულოდ გაასუფთავეთ აპკისგან, მიწაში მოხვედრისას ლპობა რომ არ დაიწყოს. გარეცხილი კურკა წყალში 24 საათი უნდა გააჩეროთ;
2. ფინიკის კურკა საკმაოდ უხეშია. ზოგიერთი მას კაწრავს,
რათა შიგნით სწრაფად შეაღწიოს წყალმა. თუ გსურთ კურკამ სწრაფად გამოიღოს ნაყოფი, ცხელი წყალი დაასხით;
3. კურკა ბამბადაფენილ კონტეინერზე მოათავსეთ (ბამბა ზემოდანაც დააფარეთ) და სითბოში, თუნდაც რადიატორზე დადგით. ბამბა მუდამ სველი უნდა იყოს;
4. როცა კურკა გაიბერება, ის მიწაში უნდა გადაირგოს. მისი ნიადაგიც მუდამ ტენიანი უნდა იყოს;
5. თავდაპირველად კურკა პატარა მოცულობის ქოთანში (10სმ დიამეტრის) ჩარგეთ და ტენიანი ნიადაგი შეუნარჩუნეთ;
6. დრენაჟისთვის, ძირზე არ დაგავიწყდეთ კენჭების ჩაყრა. მიწა უმჯობესია სკვერიდან ან ტყიდან მოიტანოთ. ქოთანში მიწა ასე უნდა ჩაიყაროს: 2 წილი მიწა, 1 წილი ტორფი, 1 წილი სილა, 1 წილი გამომწვარი ნაკელი;
7. პატარა პალმა ყოველწლიურად ახალ ქოთანში უნდა გადაირგოს;
8. ოთახში, სადაც პალმის ქოთანი გიდგათ, 16-20 გრადუსი უნდა იყოს. არ დადგათ გათბობასთან - ასე მოკლავთ მცენარეს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებსაც, სინათლე კი არ მოაკლოთ, ფოთლები გაუგრძელდება და დაემტვრევა;
9. ზაფხულში მცენარე ინტენსიურად მორწყეთ (არ უნდა გამოშრეს ნიადაგში) და ხშირად დაუნამეთ ფოთლები;
10. მარტი-სექტემბრის პერიოდში მინერალური და ორგანული სასუქის დამატება სჭირდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
კატეგორიის სხვა სტატიები
ყველა მცენარეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, თუმცა არსებობს ზოგადი წესები, რომელთა
ბოლო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მცე­ნა­რე­ებს ჰა­ე­რი­დან აქ­რო­ლა­დი ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბის 87%-ის შე­წო­ვა 24 სა­ათ­ში შე­უძ­ლი­ათ.
ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ შუა და მცირე აზიას მიიჩნევენ.
გარგარი უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტია. ის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალური წყაროა.
ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ, ბევრი იცნობს როგორც ანიუტას თვალებს, ივან და მარიასაც ეძახიან. მას ბევრი ლეგენდა და ამბავი უკავშირდება.

ძველი ლეგენდა გვიამბობს, რომ ოდესღაც ცხოვრობდა ულამაზესი გოგონა ანიუტა. მან შეიყვარა ულამაზესი ბიჭი, მაგრამ, სამწუხაროდ, გულცივი ადამიანი. ბიჭმა მიმნდობ გოგონას ძალიან ატკინა გული. საწყალი გოგონა სევდისა და დარდისაგან გარდაიცვალა.

ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად