როგორ ვაქციოთ სახლი ედემად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვაქციოთ სახლი ედემად

სად მოათავსოს სახლის ახალი ბინადარი.

  • მხოლოდ ესთეტიკა არ კმარა

შეცდომა იქნება, თუ მცენარეს საცხოვრებელ ადგილს მხოლოდ ესთეტიკური კრიტერიუმებით შეურჩევთ. უნდა იპოვოთ კუთხე, სადაც მცენარე საკმარისად იქნება უზრუნველყოფილი სინათლითა და სითბოთი, ხოლო ავეჯი და განათება მის მშვენებას არ დაჩრდილავს.

მცენარისთვის აუცილებელი განათება შეიძლება სინათლის ხელოვნური წყაროთიც შეიქმნას. უმჯობესია, გამოვიყენოთ ისეთი გამანათებლები, რომლებიც ნაკლებ სითბოს გამოყოფენ. მცენარეს რომ არ "დასცხეს”, ფოთლებთან ხელი მიიტანეთ და გამანათებელი ჩართეთ. თუ ხელზე სითბო იგრძენით, მცენარესა და სინათლის წყაროს შორის მანძილი გაზარდეთ.

მაქსიმალური ვიზუალური ეფექტი რომ მიიღოთ, მცენარის დაბინავებამდე ოთახი კარგად შეათვალიერეთ. თუ მცენარე იმისთვის გინდათ, რომ მოწყენილი ინტერიერი გამოაცოცხლოთ, დიდფოთლებიანი ან კაშკაშაყვავილებიანი ”მწვანე მეგობარი” შეიძინეთ. როცა შინ დაბრუნდებით, ნუ დაიზარებთ, ქოთნისთვის რამდენიმე ადგილი მოსინჯეთ და არჩევანი იმ კუთხეზე შეაჩერეთ, სადაც მცენარე ყველაზე შთამბეჭდავი გამოჩნდება.

  • როგორ შევარჩიოთ ფონი

მცენარეთა უმრავლესობისთვის საუკეთესო ფონია სადა, ნათელი ფერის კედელი. განსაკუთრებით მაშინ, თუ მცენარეს მწვანე ფოთლები და კაშკაშა ყვავილები ამკობს. ჭრელფოთოლა და ბაცყვავილებიან მცენარეებს კი ნათელი ფონი გააუფერულებს. უმჯობესია, მათ მუქი კედლის ახლოს მივუჩინოთ ბინა. თუ ოთახში მსხვილორნამენტებიანი შპალერია გაკრული, მცენარის პატარა ფოთლების სილამაზე დაიჩრდილება. სჯობს, ასეთი ყვავილი სადად შეღებილ კედელთან იდგეს, ხოლო ორნამენტებიანი შპალერის წინ დიდფოთლებიანი მცენარე დავაბინაოთ.

  • შევარჩიოთ ადგილი

მაღალი, მსხვილღეროიანი მცენარე უმჯობესია იატაკზე დავდგათ. მით უმეტეს, თუ დიდი, მოხდენილი მოყვანილობის ფოთლებიც აქვს. ასე შეიძლება შევავსოთ ცარიელი ადგილი ან ოთახი ორ ნაწილად გავყოთ. უმეტესად ეს ფუნქცია პალმას ეკისრება. იატაკზე კარგად გამოიყურება მაღალი ყვავილოვანი მცენარეები და მაღალი დიდფოთოლა ლიანებიც (ფილოდენდრონი, მონსტერა და სხვა). განმარტოებით მდგარი მცენარე აუცილებლად გულდასმით უნდა შეარჩიოთ. მაღალი, ვიწრო მცენარეები მაღალი ჭერის მხედველობით ილუზიას ქმნიან, ხოლო დაბლები და განიერები საწინააღმდეგო ეფექტს ახდენენ.

თუ გინდათ, ფანჯრის რაფა გაალამაზოთ, ისეთი მცენარე აირჩიეთ, რომლის ფოთლების სილამაზეც სინათლის სხივების ზემოქმედებით განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება. რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა შეჩერდეს იმ მცენარეზე, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება გარემოს - პატარა ყვავილი დიდ რაფაზე დაიკარგება, ხოლო დიდი ყვავილი პატარა რაფაზე სასაცილო გამოჩნდება.

მცენარეს, რომელიც ფანჯრის რაფაზე დგას, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. სამხრეთის ფანჯარა ზაფხულში აუცილებლად უნდა დაიჩრდილოს. ხშირად უნდა შეამოწმოთ, ხომ არ გამოშრა ნიადაგი. ზაფხულში - მზის, ხოლო ზამთარში გამათბობლის ზემოქმედებამ შესაძლოა მცენარის ხშირი მორწყვა გაიძულოთ. თუ ფანჯრიდან მომხიბლავი ხედი არ მოჩანს და არც ბევრი სინათლე გჭირდებათ, იქნებ ფანჯრის ზედა ნაწილს მუქი ფარდა ჩამოაფაროთ.

  • ყვავილი კედელზე

კედელი საუკეთესო ადგილია ხვიარა მცენარეებისთვის. საკმარისია, კონტეინერი კედლის ახლოს დავკიდოთ ან თვით კედელზევე დავამაგროთ. ჰაერში გადმოკიდებული მწვანე მცენარის ღეროები ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. ჩამოკიდებული ღეროები თითქოს სიმაღლეს მატებენ იატაკზე მდგარ მცენარეს, აცოცხლებენ უფერულ კედელს ან ღრმა ფანჯარას. თუმცა სილამაზე მსხვერპლსაც მოითხოვს - ასეთი მცენარის მორწყვა გაცილებით რთულია. კედელზე ჩვეულებრივ დეკორატიულ მცენარეებსა და ლიანებს ათავსებენ. რაკი ამ დროს ქოთანი პატარაა, აუცილეებლია ხშირი მორწყვა.

  • დასაკიდი კალათი

ოთახის ზოგიერთ მცენარეს გრძელი, რკალისებური ღერო აქვს. ისინი მომხიბლაობას კარგავენ, თუ ჩვეულებრივი ქოთნით ფანჯრის რაფაზე ან ტუმბოზე არიან მოთავსებულნი. უმჯობესია, გამოვიყენოთ სპეციალური ყვავილების სადგამი მაღალ საყრდენზე ან ყვავილი დასაკიდ კალათში ჩავრგოთ.

  • ფიტოდიზაინის საიდუმლოებანი

დიდ მცენარეს ფართო ოთახი სჭირდება. როცა ოთახში რამდენიმე მცენარეა, სჯობს, ისინი ერთმანეთისაგან განცალკევებით დავდგათ, რადგანაც ოთახის ყვავილების ტყე ზოგჯერ სასაცილოდაც კი გამოიყურება, მარტო მდგარი მცენარე კი ნებისმიერ კუთხეს გაალამაზებს.

პატარა ყვავილები სჯობს ჯგუფად მოვათავსოთ - გაცილებით ეფექტური გამოჩნდება. გარდა ამისა, ქოთნების სათანადო განლაგებით მათ შეიძლება ერთიმეორის დეფექტების დაფარვის საშუალება მივცეთ. მაგალითად, აღარ გამოვაჩინოთ დაზიანებული ფოთლები, გაშიშვლებული ტოტები და ღეროები. ყველაფერთან ერთად, მცენარეთა ჯგუფის მოვლა უფრო ადვილია., განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთად იმ ყვავილებს მოვათავსებთ, რომელთაც მორწყვის ერთნაირი რეჟიმი აქვთ.

როცა კომპოზიციას ვქმნით, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ დაბალი და ფართო მცენარე კარგად ერწყმის მაღალსა და ვიწროს, მუქი მწვანე - ღია ფერისას, წვრილი ფოთლები ეფქტურია მსხვილის ფონზე. წინა პლანზე უნდა დავდგათ არცთუ დიდი ზომის ყვავილებიანი მცენარე, უკან - უფრო მაღალი ან უკანა ქოთანი უფრო მაღლა მოვათავსოთ. ჩამოკიდებული კალათიდან გადმოშვებული ტოტები კი კომპოზიციას ნატიფ და სრულყოფილ იერს მისცემს.

ოთახი გალამაზდება, თუ ყვავილების ფერი შპალერის, ავეჯზე გადაკრული ქსოვილის შესაფერისი იქნება.

განათების წყალობით ყვავილი შეიძლება უფრო მომხიბლავი გავხადოთ. მცენარე, რომელიც კედელთან დგას და ზემოდან ნათდება, უფრო ბრტყელი ჩანს. თუ სინათლის წყაროს დაბლა დავწევთ, მისი მოცულობა თითქოს გაიზრდება. ლამაზ მცენარეს ყველაზე უბრალო ინტერიერის გალამაზებაც კი შეუძლია. ამისთვის საკმარისია, ის კუთხეში მოვათავსოთ და რამდენიმე ნათურით გავანათოთ.