ოთახის ყვავილების მოვლის 10 ოქროს წესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოთახის ყვავილების მოვლის 10 ოქროს წესი

გათვალისწინებაც აუცილებელია:

1. მიწას წყლით ძალიან ნუ დაასველებთ. მცენარეების ფესვებს მხოლოდ წყალი კი არა, ჰაერიც სჭირდება, ამიტომ ნიადაგს თუ ზედმეტად დაასველებთ, მცენარე დაიღუპება. მთავარია, სწორად განსაზღვროთ, როდის საჭიროებს მცენარე მორწყვას. თუ ხედავთ, რომ ნიადაგი მშრალია და მისი ზედაპირი მტვერს წააგავს, წყალი დაუსხით. გამონაკლისი მხოლოდ კაქტუსია.

2. მცენარეებს პერიოდულად დასვენება სჭირდებათ. ეს განსაკუთრებით ზამთრის პერიოდს ეხება. ამ დროს ნაკლებად უნდა მორწყოთ და სასუქებითა და მინერალებით იშვიათად გაანებივროთ.

3. ნუ შეშინდებით, თუ ზოგიერთი მცენარე გახმა. ისეთ მცენარეებს, როგორებიც გლოქსინია და ციკლამენაა, ხშირად საჩუქრად ვიყენებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ხმება. თავს ნუ დაიდანაშაულებთ - ეს მცენარეები ხანგრძლივად არ ცოცხლობენ.

4. ეცადეთ, მცენარეები ჯგუფ-ჯგუფად დარგოთ. ასე გაცილებით ლამაზად გამოიყურებიან და კარგად ვითარდებიან. შეგიძლიათ გააკეთოთ აკვარიუმის ან ოთახის ბაღი - კონტეინერი, სადაც რამდენიმე მცენარის კომპოზიციის შექმნაა შესაძლებელი.

5. ყვავილების მოსარწყავად სპეციალური სარწყავი შეიძინეთ. ჰაერში სინოტივიდ შესანარჩუნებლად წყლის საფრქვევი დაგჭირდებათ.

6. გახსოვდეთ, რომ მცენარეებს სინოტივე უყვართ. ზამთრის პერიოდში, როცა სახლს ცენტრალური გათბობით ათბობთ, ჰაერი ისე შრება, როგორც საჰარაში, ამიტომ მცენარეებისთვის დამატენიანებელი საშუალებები უნდა გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, ჯგუფებად დარგული მცენარეების კომპოზიციაში ჰაერი გაცილებით ტენიანია.

7. სწორად შეარჩიეთ და განალაგეთ მცენარეები. გახსოვდეთ, რომ ტენის მოყვარული მცენარე მზის მხარეს მდებარე ფანჯარასთან არ უნდა მოათავსოთ და პირიქით.

8. პრობლემის გაჩენისას, დროულად მიიღეთ ზომები. უსიამოვნებები შეიძლება გამოცდილ მეყვავილესაც შეემთხვეს, უბრალოდ, მათი დროულად გამოვლენა და დახმარებაა საჭირო. სხვაგვარად მცენარე დაიღუპება.

9. მცენარე დროულად უნდა გადარგოთ. თუ ატყობთ, რომ მომხიბვლელობას კარგავს და დეფორმაციას განიცდის, ე.ი. გადარგვის დროა. უკეთესი იქნება, თუ ამას გაზაფხულზე გააკეთებთ. მცენარის ქოთნიდან ამოღებისას ყურადღებით დაათვალიერეთ მიწა. თუ ის ფესვებითაა სავსე, მცენარის გაცილებით დიდი ზომის ქოთანში გადარგვა მოგიწევთ.

10. ყველა მცენარე განსხვავებულ მოვლასა და მზრუნველობას საჭიროებს. რამე რომ არ აგერიოთ, სპეციალურ ლიტერატურას უნდა გაეცნოთ და გაარკვიოთ, როგორი მოვლა სჭირდება მცენარის ამა თუ იმ სახეობას.