ეს მცენარე, რომელიც ზამთარში, რესპირატორული ინფექციების მძვინვარებისას, ესოდენ პოპულარულია, სწორედ ზაფხულში ყვავის. ექინაცეის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, მისი თიხამიწიანი უდაბური ველები, ქვიანი ადგილები, მშრალი სტეპები და ნათელი ტყეები. ამერიკელი ინდიელები ძველთაგანვე იცნობდნენ ექინაცეის სამკურნალო თვისებებს და ამიტომ მცენარის მოშენებას ცდილობდნენ.