რაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა

რაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა
ტელომერები ქრომოსომების განაპირა უბნებია (დაბოლოებებია), რომლებიც დამცველობით ფუნქციას ასრულებს.


დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას) სხვა უბნებისაგან განსხვავებით, ტელომერები არ აკოდირებს ცილოვან მოლეკულებს, რის გამოც მათ გარკვეულწილად გენომის “უაზრო” უბნებადაც მოიხსენიებენ.

1971 წელს რუსმა მეცნიერმა ალექსი ოლოვნიკოვმა პირველად გამოთქვა მოსაზრება, უჯრედების ყოველი დაყოფისას ქრომოსომათა დაბოლოებების (ბოლო ნაწილების) დამოკლების შესახებ, ანუ ივარაუდა, რომ ტელომერული უბნების სიგრძე უჯრედის ასაკს განსაზღვრავს - რაც უფრო მოკლე ტელომერული “კუდი” აქვს უჯრედს, მით უფრო ხანდაზმულია ის. 15 წლის შემდეგ ეს მოსაზრება ექსპერიმენტულად დაადასტურა ინგლისელმა მეცნიერმა ჰოვარდ კუკმა. ამას მოჰყვა
სპეციალისტთა კამათი - ნერვული და კუნთოვანი უჯრედები ორგანიზმში არ იყოფა (არ მრავლდება), ტელომერული უბნები მათში არ მოკლდება, მიუხედავად ამისა, აღნიშნული ტიპის უჯრედებიც ბერდება და კვდებაო.

ფაქტია, რომ ტელომერების სიგრძესთან შეჭიდული უჯრედის ასაკი სადღეისოდაც სადავოა, ასე ვთქვათ, ღიად რჩება! თუმცა ექსპერიმენტები კვლავინდებურად არ წყდება. კვლევებით არაერთხელ
დადასტურდა, რომ ტელომერები მაინც უჯრედთა დაყოფის თავისებური მრიცხველია, რომ რაც უფრო მოკლეა ტელომერული უბანი, მით უფრო მეტი დაყოფა აქვს გავლილი უჯრედს საწყისი წინამორბედისაგან.

არსებობს ე.წ. ხეიფლიკის ზღვარი, რომელიც დაკავშირებულია ტელომერების სიგრძეთა შემოკლებასთან. სომატური უჯრედების დაყოფის რიცხვი დაახლოებით 50-ს უტოლდება, ამის შემდეგ უჯრედები დაბერების ნიშნებს ავლენს.

როგორც კვლევებმა აჩვენა, დნმ-ს აღდგენა შეუძლია ფერმენტ ტელომერაზას, რომელიც ზემოქმედებს ტელომერებზე და აღადგენს მათ საწყის სიგრძეს.

საყურადღებოა, რომ ფერმენტი ტელომერაზა სიმსივნურ უჯრედებში, სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებში “მუშაობს”.

ალექსი ოლოვნიკოვმა თავის დროზე (70-იან წლებში) ამ ფერმენტის არსებობაც იწინასწარმეტყველა. ფერმენტი რეალურად 1985 წელს აღმოაჩინეს ინფუზორიასთან, შემდგომ საფუარებთან, მცენარეებთან და ცხოველებთანაც, რაც მთავარია, ნახეს ადამიანის კვერცხუჯრედებსა და სიმსივნურ უჯრედებში. ამ ფერმენტს სხვაგვარად “დამაგრძელებელსაც” უწოდებენ, რადგან მისი ფუნქცია დნმ-ს განაპირა უბნების “დაშენებაა”. სწორედ ეს ფერმენტი “აკერებს” ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობებს ტელომერებს. უჯრედები, რომლებშიც ტელომერაზა ფუნქციობს (სასქესო, სიმსივნური), უკვდავია. ჩვეულებრივ, სომატურ ანუ სხეულის უჯრედებში ტელომერაზა არ “მუშაობს”, ამიტომაც უჯრედის ყოველი დაყოფისას ტელომერები მოკლდება, რაც საბოლოოდ უჯრედის დაღუპვას იწვევს.

1997 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა კოლორადოს უნივერსიტეტიდან მიიღეს ტელომერაზას გენი. შემდგომ 1998 წელს დალასში, ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა ტელომერაზას გენი ადამიანის კანისა და სისხლძარღვოვანი ეპითელიუმის უჯრედებში ჩანერგეს, სადაც ფერმენტი, ჩვეულებრივ, “არ მუშაობს”. ასეთ გენეტიკურად მოდიფიცირებულ უჯრედებში ტელომერაზა მოქმედი იყო, დნმ-ს დაბოლოებებს აკერებდა ნუკლეოტიდებს. შესაბამისად, უჯრედთა დაყოფიდან დაყოფამდე ტელომერების სიგრძე არ იცვლებოდა. ამ მეთოდით მეცნიერებმა შეძლეს ჩვეულებრივი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,5-ჯერ გაეზარდათ.

შესაძლებელია, ამ მეთოდით სიცოცხლის გახანგრძლივების გასაღები იპოვოს მეცნიერებამ. ამგვარად, ტელომერაზა უკვდავების ელიქსირის მთავარი კანდიდატია. იმავდროულად ეს ფერმენტი უჯრედთა ავთვისებიანი გადაგვარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ონკოუჯრედები უკვდავია სწორედ იმის გამო, რომ მათში ტელომერაზა აქტიურად ფუნქციობს. ამის გამოა, რომ ბუნებაში უკვდავება და სიმსივნე თითქოს აწონასწორებს ერთურთს, უკვდავ ორგანიზმს თეორიულად უსასრულოდ შეუძლია არსებობა, მაგრამ ის აუცილებლად დაიღუპება სიმსივნის გამო.


საინტერესო ინფორმაცია

როგორც უკვე მოგახსენეთ, ტელომერებთან დაკავშირებული კვლევები არ წყდება. ბელგიელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაადასტურეს, რომ ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით - გამძლეობაზე, აფერხებს ტელომერების შემოკლებას, შესაბამისად, დაბერების პროცესის გადავადებას უწყობს ხელს. თუ ბელგიელი სპეციალისტები სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის ფიზიკურ აქტივობას გვირჩევენ, ბრაზილიელი და ამერიკელი მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ მამაკაცის სინთეზურ ჰორმონს - დანაზოლს. მათი კვლევის შედეგებით აღნიშნული ჰორმონი ფერმენტ ტელომერაზას გამომუშავებას ეხმარება. აპლასტიური ანემიით დაავადებულ 27 პაციენტთან ჰორმონულმა პრეპარატმა გასაოცარი შედეგები აჩვენა, ტელომერების სიგრძე თითოეულ პაციენტთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, ჰემოგლობინის დონე სისხლში ფიზიოლოგიურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. თუმცა დანაზოლით თერაპიას უარყოფითი გვერდითი მოვლენები ახლავს, რის გამოც მისი ასე ხელაღებით დანერგვა მიზანშეუწონელია. მაგალითად, ჰორმონის ჭარბად გამოყენებისას ქალებთან მასკულინიზაცია, მამაკაცებთან კი სათესლეების ატროფია შეინიშნება. გარდა ამისა, დანაზოლი ჰეპატოტოქსიკურია (ანუ ვნებს ღვიძლს). ამჟამად ექსპერიმენტები აქტიურად ტარდება იმ პრეპარატების გამოყენებით, რომლებსაც ნანდროლონის საფუძველი აქვთ. ამ უკანასკნელს ნაკლები გვერდითი მოვლენები ახასიათებს.


დასასრულს კი შეგახსენებთ

ნაადრევი სიკვდილის გამომწვევ რისკფაქტორებს შორის დაბალი ფიზიკური აქტივობა, თამბაქოს მოწევის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

შვედი მედიკოსების ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად შთანთქავს ჟანგბადს ადამიანის ორგანიზმი ფიზიკური ვარჯიშისას, მით უკეთესია მისი ჯანმრთელობისათვის. შვედების ნორვეგიელმა, ავსტრალიელმა და ამერიკელმა კოლეგებმა რამდენადმე დაამშვიდეს ჰიპოდინამიით (უმოძრაობით) გამორჩეული საზოგადოება - განაცხადეს, რომ ცხოვრების მჯდომარე და უმოძრაო წესის ნეგატიური ეფექტების ნეიტრალიზაცია სავსებით შესაძლებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვებით.

ზომიერ ფიზიკურ დატვირთვაში კი იგულისხმება: მაგალითად, სიარული არანაკლებ 4,8 კმ საათში სიჩქარით ან კიდევ ველოსიპედით სეირნობა 16 კმ საათში სიჩქარით, ამასთან, ფიზიკური დატვირთვა ერთ საათს მაინც უნდა გრძელდებოდეს. მათთვის, ვინც ყოვედღიურად 8 საათს მაინც ატარებს დამჯდარი, ოპტიმალურად ითვლება 60-75-წუთიანი დატვირთვა. ფიზკულტურის ცალკეული ეტაპები შესაძლოა დროში გადანაწილდეს.


და კიდევ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობას განსაზღვრავს დაახლოებით 20%-ით გენეტიკური ფაქტორები, 25%-ით - გარემოს მდგომარეობა, 15%-ით სამედიცინო მომსახურების დონე, დანარჩენი 40% კი ცხოვრების პირობებსა და წესზე მოდის.

ამგვარად, თუ უკუაგდებთ თამბაქოს, არ მიიღებთ ცხიმიან საკვებს და რაც მთავარია, რეგულარულად ივარჯიშებთ, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ტექნოლოგიისა და მედიცინის განვითარების წყალობით მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა.
27-09-2018
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით
25-09-2018
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
19-09-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანის ბიოლოგიური სახეობა გამოირჩევა ამტანობითა და დიდ დისტანციებზე სირბილის უნარით. მეცნიერების აზრით,
აღმოჩენები გენეტიკაში, რომლებზეც ამ სტატიაში გიამბობთ, სამუდამოდ შეცვლიან ჩვენს მომავალს!
ბუნებაში ბევრი ისეთი მოვლენაა, რომელთა ახსნა ძალიან რთულია. რატომ, რის გამო ხდება ასე? რას უკავშირდება ესა თუ ის გასაოცარი მოვლენა?
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
აგრესიის გამოვლინება ბევრ ცხოველს ახასიათებს. მას გარკვეული უპირატესობის მიცემა შეუძლია, ისეთის,
მეცნიერებმა უჩვეულო კვლევის ჩატარების შემდეგ დაადგინეს, რომელი ბიოლოგიური ფუნქციის გაკონტროლება
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად