პორფირია- იშვიათი დაავადების თავისებურებანი და დიაგნოსტირების მეთოდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

პორფირია- იშვიათი დაავადების თავისებურებანი და დიაგნოსტირების მეთოდი

პორფირია- იშვიათი დაავადების თავისებურებანი და დიაგნოსტირების მეთოდი
პორფირია იშვიათ დაავადებათა ჯგუფია. ის უმთავრესად კანსა და ნერვულ სისტემას აზიანებს და შეიძლება მუცლის ტკივილის მიზეზიც გახდეს.
პორფირია ჩვეულებრივ თანდაყოლილი დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ ის მშობლებიდან შვილებს ანომალიური გენებით გადაეცემათ. პორფირიით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში შეფერხებულია პორფირინისა და მისი წინამორბედების გარდაქმნა ჰემად – ნივთიერებად, რომელიც სისხლს წითელ შეფერილობას აძლევს. 
განასხვავებენ პორფირიის რვა ტიპს.

კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახერხებელია პორფირიის მწვავე და კანის ფორმების გამოყოფა.


  • მწვავე პორფირია აზიანებს ნერვულ სისტემას. მისი სიმპტომები სწრაფად ვითარდება და ხანმოკლე დროით გრძელდება;

  • კანის პორფირია კანს აზიანებს.

პორფირიის სიმპტომები

ზოგ შემთხვევაში პაციენტებს აქვთ ლატენტური პორფირია ანუ დაავადების ფარული ფორმა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს პორფირიის გამომწვევი გენეტიკური მუტაცია, თუმცა არ ვლინდება მისთვის
დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები.



კანის პორფირიის სიმპტომებია:

  • მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ;

  • მზის სხივების ზემოქმედების ადგილზე კანზე ბუშტების წარმოქმნა;

  • ამავე არეებში კანის შეშუპება და ქავილი.

მწვავე პორფირიის სიმპტომებია:


  • მუცლის ტკივილი;


  • გულმკერდის, ქვედა კიდურების, ზურგის ტკივილი;


  • გულისრევა და ღებინება;


  • შეკრულობა;


  • შარდის შეკავება – პაციენტს უჭირს შარდის ბუშტის სრული დაცლა;


  • ცნობიერების დაბინდვა;


  • ჰალუცინაციები;


  • გულყრა, კუნთების სისუსტე.

მწვავე პორფირიის სიმპტომები შეიძლება საათებ­ისა და დღეების განმავლობაში აღმოცენდეს და დღეე­ბი და კვირები გაგრძელდეს.

აღნიშნულისაგან განსხვავებით, კანის პორფირიის სიმპტომები უფრო ხანგრძლივია.

რას ემყარება პორფირიის დიაგნოზი

პორფირიის დიაგნოსტიკისთვის შეიძლება ჩატარდეს სისხლის, შარდის ან განავლის ანალიზი. პორფირინის ან მისი წინამორბედების (პრეკურსორების) მაღალი დონე სისხლში, შარდში ან განავალში გვაფიქრებინებს პორფირიის არსებობას. შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის დნმ ტესტირება დაავადების გამომწვევი გენების გამოსავლენად.



სამახსოვრო პორფირიით დაავადებულთათვის

  • დაავადების სიმპტომთა გამწვავების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:


  • არასოდეს მიიღოთ მედიკამენტი, რომელმაც ერთხელ მიანც გამოიწვია გამწვავება;

  • უკუაგდოთ ალკოჰოლი;

  • არ იშიმშილოთ და არ შეზღუდოთ კალორიები;

  • არ მოწიოთ;

  • შეამცირეთ მზის სხივების ზემოქმედება, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები;

  • დაუყოვნებლივ უმკურნალეთ ინფექციას ან სხვა დაავადებებს;

  • ისწავლეთ ემოციების მართვა, აირიდეთ სტრ­ე­სი.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
არსებობს დაავადებათა მოზრდილი ჯგუფი, რომელიც მემკვიდრობითი დაავადებების 90-92%-ს აერთიანებს.
ადამიანის ბიოლოგიური სახეობა გამოირჩევა ამტანობითა და დიდ დისტანციებზე სირბილის უნარით. მეცნიერების აზრით,
აღმოჩენები გენეტიკაში, რომლებზეც ამ სტატიაში გიამბობთ, სამუდამოდ შეცვლიან ჩვენს მომავალს!
ბუნებაში ბევრი ისეთი მოვლენაა, რომელთა ახსნა ძალიან რთულია. რატომ, რის გამო ხდება ასე? რას უკავშირდება ესა თუ ის გასაოცარი მოვლენა?
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
აგრესიის გამოვლინება ბევრ ცხოველს ახასიათებს. მას გარკვეული უპირატესობის მიცემა შეუძლია, ისეთის,
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად