საოცარი აღმოჩენები გენეტიკაში, რომლებიც შეცვლიან კაცობრიობის მომავალს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საოცარი აღმოჩენები გენეტიკაში, რომლებიც შეცვლიან კაცობრიობის მომავალს

ამ სფეროს მიღწევებს უამრავი რამ ეფუძნება კაცობრიობის სასარგებლოდ! ადღეისოდ უკვე შეგვიძლია ბევრი საშიში დაავადების განვითარების არიდება, მძიმე დაავადებების მემკვიდრული რისკების განსაზღვრა, დაუნის სინდრომის დიაგნოსტიკა ჯერ კიდევ მუცლადმყოფბავშვებთან, გულის პრობლემათა გამოთვლა, სასიკვდილო ინფექციათა შეჩერება და სხვა.

მაშ ასე – საინტერესო აღმოჩენები გენეტიკაში:

ინტელექტის გენი

ეს გენი ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მათ ყურადღება მიაქციეს KL-VS გენის შესაძლებლობას აამაღლოს ადამიანის IQ მე-9 პუნქტამდე. ბუნებრივია, ეს მონაცემები სრულად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, თუმცა მედიკოსები დიდ იმედებს ამყარებენ ამ აღმოჩენის წარმატებით გამოყენებაზე გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან. დასახელებული გენის აქტივაცია, ცხადია, გენიოსებად ვერ აქცევს აღნიშნული ტიპის ბავშვებს, თუმცა რამდენადმე გაუზრდის მათ ბუნებრივ პოტენციალს, ეს კი ცოტა როდია!

სულელობის გენი

ზემოთ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ობიექტური ახსნა უპოვეს დაბალ IQ-ს, რომელმაც შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს გენეტიკურ გადახრას RGS14 კოდით. სწორედ ეს გენი აღმოაჩინეს ლაბორატორიულ ვირთაგვებთან, ხოლო როგორც დადგინდა, მისი ნეიტრალიზების შემთხვევაში ჰიპოკამპი უფრო აქტიურად იწყებდა „მუშაობას“, რაც საცდელ ცხოველებს გარემოსთან სწრაფად ადაპტირებისა და ლაბირინთების სქემათა უკეთ დამახსოვრების საშუალებას აძლევდა. ამ გზით მივიდნენ მეცნიერები იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გენები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს ცოდნის დაგროვებაში. სპეციალისტთა განცხადებით - აღნიშნულ გენთა გამოთიშვა დაეხმარება ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერებას.

სიბერის გენი

ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საკითხი კაცობრიობას ოდითგან აღელვებს, რეალური გარღვევა ამ კუთხით 2017 წელს მოხდა, როდესაც სიბერის გენები აღმოაჩინეს. მკვლევრებმა მაშინ საფუძვლიანად შეისწავლეს დღეგრძელობით გამორჩეულთა დნმ, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ზრდის ჰორმონისა და ინტელექტის გენების მუტაციებს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ ეს მაჩვენებლები უშუალოდ უკავშირდება ჯანმრთელობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთან დაკავშირებულ საკითხებში კარგად გარკვევა, სიბერის შეფერხების საშუალებას მოგვცემს.

ბედნიერების გენი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გუნება-განწყობა დამოკიდებულია მხოლოდ ჰორმონულ ძვრებზე, ცხოვრებისეულ მიღწევებსა და თუნდაც ამინდზე - ცდებით! ჯანმრთელობის ლონდონის სკოლის მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენი 5-HTTLPR, რომელიც აჩქარებს სეროტონინის მიწოდებას ტვინის უჯრედებამდე, რითაც აიძულებს ადამიანს ბედნიერების შეგრძნებას (განცდას). ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სწორედ „ბედნიერების“ გენი (როგორც მას მეცნიერები უწოდებენ) ყოფდა ადამიანებს პოზიტიურ და ნეგატიურ პირებად: ისინი, ვისთანაც ეს გენი გააქტიურებული იყო, ხშირად გამოთქვამდნენ ცხოვრებით კმაყოფილებას, ისინი კი, ვისთანაც დასახელებული გენი პასიური იყო, ტესტირებისას შფოთვას ავლენდნენ და უფრო მეტად პესიმისტურად აფასებდნენ ცხოვრებისეულ საკითხებს. ვინ იცის, იქნებ ამ აღმოჩენამ გენეტიკაში დეპრესიის ეფექტურად მკურნალობის პრობლემაც გადაჭრას!

ვირუსების სარგებლობა

თქვენ წარმოიდგინეთ, ვირუსები არა მხოლოდ საფრთხეს გვიქმნის, მრავალი ცოცხალი სახეობისთვის ახალი გენების წყაროცაა. ამ დასკვნამდე მეცნიერები ერთი წლის წინ მივიდნენ, აღმოაჩინეს რა ვირუსების უნარი, სრულად შეცვალონ დნმ-ს სტრუქტურა, მოუტანონ მას გენთა არატიპური კომბინაციები (შერწყმა) და ხელი შეუწყონ ევოლუციას. ვინ იცის, იქნებ ადამიანი იმ არსებად, როგორიც ახლაა, ერთუჯრედიანთა წყალობით იქცა, იმ ერთუჯრედიან ორგანიზმთა წყალობით, რომელთა როლსაც დიდი ხნის განმავლობაში არ აფასებდნენ. ასე უბრალოდ და შემთხვევით ხომ არ აქვს ჩვენს დნმ-ებს ამდენი მსგავსება? ამ აღმოჩენის შესწავლას მეცნიერები საფუძვლიანად აპირებენ, რადგან ის მეტად საინტერესოა და რაც მთავარია, შესაძლოა გადატრიალება მოახდინოს!

ჭარბი წონის გენი

ლაბორატორიულ ვირთაგვებზე დაკვირვებისას მეცნიერები დაინტერესდნენ ერთი საკითხით, რატომ ჰქონდათ ცხოველებს განსხვავებული წონა, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირად იკვებებოდნენ. ამ თავისებურების ახსნა შესაძლებელი გახდა IRX3 გენის აღმოჩენის შემდეგ. გაირკვა, რომ ვირთაგვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ წონის მატების ტენდენცია, დასახელებული გენი დაზიანებული ჰქონდათ, განსხვავებით ჭარბწონიანი ცხოველებისაგან. ამ ფაქტმა მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ შესაძლებელია სიმსუქნეს და საზოგადოდ, გაცხიმოვნებას რევოლუციური მეთოდით ვუმკურნალოთ - ადამიანის დნმ-ში IRX3 გენის მუტაცია გამოვიწვიოთ. ასეთ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი აღარ მოახდენს მაღალკალორიულ საკვებზე ჭარბი წონის დაგროვებით რეაგირებას. როგორც სპეციალისტები იმედოვნებენ, შაქრიანი დიაბეტის პრობლემაც თავისთავად მოგვარდება.

ალცჰაიმერის მკურნალობა

კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს იაპონელმა მეცნიერებმა, აღმოაჩინეს klc1 გენი, რომელიც ორჯერ ზრდის ტვინის ქსოვილებში ჭკუასუსტობის განვითარების გამომწვევი ბეტა-ამილოიდური ცილის რაოდენობას. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ გენის დაბლოკვით საშიში ცილა ტვინის „მოწამვლას“ შეწყვეტს და შესაბამისად, ალცჰაიმერით დაავადებულთა განკურნებაც შესაძლებელი გახდება. ექსპერიმენტები ამ კუთხით ინტენსიურად მიმდინარეობს, სპეციალისტები კი წარმატებულ შედეგებს იმედოვნებენ.

დნმ-ტელეპორტის შექმნა

ახლახან ჯონ ვენტერმა დაამტკიცა, რომ სავსებით რეალურია ვირუსებისა და ბაქტერიების ცოცხალი მოლეკულების ბეჭდვა მსოფლიოში პირველად შექმნილი 3D-პრინტერით გენეტიკის სამყაროდან. რა გველოდება სამომავლოდ? მეცნიერები უკვე ბჭობენ ამ აპარატის დახმარებით სხვა პლანეტების კოლონიზებას. მაგალითად, დნმ-პრინტერის გაგზავნას მარსზე და რადიოსიგნალების დახმარებით აღნიშნულ პლანეტაზე იმ ბაქტერიათა აუცილებელი შტამების დაბეჭდვას, რომლებიც სახეს შეუცვლიან იქ არსებულ გარემოს, მოამზადებენ და ხელსაყრელს (ვარგისს) გახდიან მას ადამიანის დასახლებისათვის. თუ თქვენ გგონიათ, რომ ასეთი სცენარი უტოპიურია, ერთ სიახლესაც გაგაცნობთ – ამ პროექტით უკვე დაინტერესდნენ! ერთ დებულებასაც შეგახსენებთ – შეუძლებელი არაფერია! ასე რომ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს!