საოცარი აღმოჩენები გენეტიკაში, რომლებიც შეცვლიან კაცობრიობის მომავალს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

საოცარი აღმოჩენები გენეტიკაში, რომლებიც შეცვლიან კაცობრიობის მომავალს

საოცარი აღმოჩენები გენეტიკაში, რომლებიც შეცვლიან კაცობრიობის მომავალს
აღმოჩენები გენეტიკაში, რომლებზეც ამ სტატიაში გიამბობთ, სამუდამოდ შეცვლიან ჩვენს მომავალს! ამ სფეროს მიღწევებს უამრავი რამ ეფუძნება კაცობრიობის სასარგებლოდ! ადღეისოდ უკვე შეგვიძლია ბევრი საშიში დაავადების განვითარების არიდება, მძიმე დაავადებების მემკვიდრული რისკების განსაზღვრა, დაუნის სინდრომის დიაგნოსტიკა ჯერ კიდევ მუცლადმყოფბავშვებთან, გულის პრობლემათა გამოთვლა, სასიკვდილო ინფექციათა შეჩერება და სხვა.

მაშ ასე – საინტერესო აღმოჩენები გენეტიკაში:


ინტელექტის გენი

ეს გენი ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მათ ყურადღება მიაქციეს KL-VS გენის შესაძლებლობას აამაღლოს ადამიანის IQ მე-9 პუნქტამდე. ბუნებრივია, ეს მონაცემები სრულად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, თუმცა მედიკოსები დიდ
იმედებს ამყარებენ ამ აღმოჩენის წარმატებით გამოყენებაზე გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან. დასახელებული გენის აქტივაცია, ცხადია, გენიოსებად ვერ აქცევს აღნიშნული ტიპის ბავშვებს, თუმცა რამდენადმე გაუზრდის მათ ბუნებრივ პოტენციალს, ეს კი ცოტა როდია!


სულელობის გენი

ზემოთ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ობიექტური ახსნა უპოვეს დაბალ IQ-ს, რომელმაც
შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს გენეტიკურ გადახრას RGS14 კოდით. სწორედ ეს გენი აღმოაჩინეს ლაბორატორიულ ვირთაგვებთან, ხოლო როგორც დადგინდა, მისი ნეიტრალიზების შემთხვევაში ჰიპოკამპი უფრო აქტიურად იწყებდა „მუშაობას“, რაც საცდელ ცხოველებს გარემოსთან სწრაფად ადაპტირებისა და ლაბირინთების სქემათა უკეთ დამახსოვრების საშუალებას აძლევდა. ამ გზით მივიდნენ მეცნიერები იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გენები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს ცოდნის დაგროვებაში. სპეციალისტთა განცხადებით - აღნიშნულ გენთა გამოთიშვა დაეხმარება ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერებას.


სიბერის გენი


ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საკითხი კაცობრიობას ოდითგან აღელვებს, რეალური გარღვევა ამ კუთხით 2017 წელს მოხდა, როდესაც სიბერის გენები აღმოაჩინეს. მკვლევრებმა მაშინ საფუძვლიანად შეისწავლეს დღეგრძელობით გამორჩეულთა დნმ, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ზრდის ჰორმონისა და ინტელექტის გენების მუტაციებს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ ეს მაჩვენებლები უშუალოდ უკავშირდება ჯანმრთელობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთან დაკავშირებულ საკითხებში კარგად გარკვევა, სიბერის შეფერხების საშუალებას მოგვცემს.


ბედნიერების გენი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გუნება-განწყობა დამოკიდებულია მხოლოდ ჰორმონულ ძვრებზე, ცხოვრებისეულ მიღწევებსა და თუნდაც ამინდზე - ცდებით! ჯანმრთელობის ლონდონის სკოლის მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენი 5-HTTLPR, რომელიც აჩქარებს სეროტონინის მიწოდებას ტვინის უჯრედებამდე, რითაც აიძულებს ადამიანს ბედნიერების შეგრძნებას (განცდას). ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სწორედ „ბედნიერების“ გენი (როგორც მას მეცნიერები უწოდებენ) ყოფდა ადამიანებს პოზიტიურ და ნეგატიურ პირებად: ისინი, ვისთანაც ეს გენი გააქტიურებული იყო, ხშირად გამოთქვამდნენ ცხოვრებით კმაყოფილებას, ისინი კი, ვისთანაც დასახელებული გენი პასიური იყო, ტესტირებისას შფოთვას ავლენდნენ და უფრო მეტად პესიმისტურად აფასებდნენ ცხოვრებისეულ საკითხებს. ვინ იცის, იქნებ ამ აღმოჩენამ გენეტიკაში დეპრესიის ეფექტურად მკურნალობის პრობლემაც გადაჭრას!


ვირუსების სარგებლობა


თქვენ წარმოიდგინეთ, ვირუსები არა მხოლოდ საფრთხეს გვიქმნის, მრავალი ცოცხალი სახეობისთვის ახალი გენების წყაროცაა. ამ დასკვნამდე მეცნიერები ერთი წლის წინ მივიდნენ, აღმოაჩინეს რა ვირუსების უნარი, სრულად შეცვალონ დნმ-ს სტრუქტურა, მოუტანონ მას გენთა არატიპური კომბინაციები (შერწყმა) და ხელი შეუწყონ ევოლუციას. ვინ იცის, იქნებ ადამიანი იმ არსებად, როგორიც ახლაა, ერთუჯრედიანთა წყალობით იქცა, იმ ერთუჯრედიან ორგანიზმთა წყალობით, რომელთა როლსაც დიდი ხნის განმავლობაში არ აფასებდნენ. ასე უბრალოდ და შემთხვევით ხომ არ აქვს ჩვენს დნმ-ებს ამდენი მსგავსება? ამ აღმოჩენის შესწავლას მეცნიერები საფუძვლიანად აპირებენ, რადგან ის მეტად საინტერესოა და რაც მთავარია, შესაძლოა გადატრიალება მოახდინოს!


ჭარბი წონის გენი

ლაბორატორიულ ვირთაგვებზე დაკვირვებისას მეცნიერები დაინტერესდნენ ერთი საკითხით, რატომ ჰქონდათ ცხოველებს განსხვავებული წონა, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირად იკვებებოდნენ. ამ თავისებურების ახსნა შესაძლებელი გახდა IRX3 გენის აღმოჩენის შემდეგ. გაირკვა, რომ ვირთაგვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ წონის მატების ტენდენცია, დასახელებული გენი დაზიანებული ჰქონდათ, განსხვავებით ჭარბწონიანი ცხოველებისაგან. ამ ფაქტმა მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ შესაძლებელია სიმსუქნეს და საზოგადოდ, გაცხიმოვნებას რევოლუციური მეთოდით ვუმკურნალოთ - ადამიანის დნმ-ში IRX3 გენის მუტაცია გამოვიწვიოთ. ასეთ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი აღარ მოახდენს მაღალკალორიულ საკვებზე ჭარბი წონის დაგროვებით რეაგირებას. როგორც სპეციალისტები იმედოვნებენ, შაქრიანი დიაბეტის პრობლემაც თავისთავად მოგვარდება.


ალცჰაიმერის მკურნალობა


კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს იაპონელმა მეცნიერებმა, აღმოაჩინეს klc1 გენი, რომელიც ორჯერ ზრდის ტვინის ქსოვილებში ჭკუასუსტობის განვითარების გამომწვევი ბეტა-ამილოიდური ცილის რაოდენობას. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ გენის დაბლოკვით საშიში ცილა ტვინის „მოწამვლას“ შეწყვეტს და შესაბამისად, ალცჰაიმერით დაავადებულთა განკურნებაც შესაძლებელი გახდება. ექსპერიმენტები ამ კუთხით ინტენსიურად მიმდინარეობს, სპეციალისტები კი წარმატებულ შედეგებს იმედოვნებენ.


დნმ-ტელეპორტის შექმნა

ახლახან ჯონ ვენტერმა დაამტკიცა, რომ სავსებით რეალურია ვირუსებისა და ბაქტერიების ცოცხალი მოლეკულების ბეჭდვა მსოფლიოში პირველად შექმნილი 3D-პრინტერით გენეტიკის სამყაროდან. რა გველოდება სამომავლოდ? მეცნიერები უკვე ბჭობენ ამ აპარატის დახმარებით სხვა პლანეტების კოლონიზებას. მაგალითად, დნმ-პრინტერის გაგზავნას მარსზე და რადიოსიგნალების დახმარებით აღნიშნულ პლანეტაზე იმ ბაქტერიათა აუცილებელი შტამების დაბეჭდვას, რომლებიც სახეს შეუცვლიან იქ არსებულ გარემოს, მოამზადებენ და ხელსაყრელს (ვარგისს) გახდიან მას ადამიანის დასახლებისათვის. თუ თქვენ გგონიათ, რომ ასეთი სცენარი უტოპიურია, ერთ სიახლესაც გაგაცნობთ – ამ პროექტით უკვე დაინტერესდნენ! ერთ დებულებასაც შეგახსენებთ – შეუძლებელი არაფერია! ასე რომ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მსგავსი სიახლეები
- შაქრიანი დიაბეტი გენეტიკურ განწყობასთან დაკავშირებული დაავადებაა; რისკი,
31-03-2019
ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში უძილობის მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა გააანალიზეს 1,3 მილიონზე
13-03-2019
სხეულის ფორმები მეტწილად გენეტიკითაა განსაზღვრული. ცნობილია, რომ წელისა და თეძოს გარშემოწერილობათა
11-03-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანის ბიოლოგიური სახეობა გამოირჩევა ამტანობითა და დიდ დისტანციებზე სირბილის უნარით. მეცნიერების აზრით,
ბუნებაში ბევრი ისეთი მოვლენაა, რომელთა ახსნა ძალიან რთულია. რატომ, რის გამო ხდება ასე? რას უკავშირდება ესა თუ ის გასაოცარი მოვლენა?
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
აგრესიის გამოვლინება ბევრ ცხოველს ახასიათებს. მას გარკვეული უპირატესობის მიცემა შეუძლია, ისეთის,
მეცნიერებმა უჩვეულო კვლევის ჩატარების შემდეგ დაადგინეს, რომელი ბიოლოგიური ფუნქციის გაკონტროლება
თამბაქოს კვამლში შემავალი კანცეროგენები რომ დნმ-ის მუტაციებს იწვევს - არაახალია. სწორედ ამ მუტაციათა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად