რამდენ მუტაციას იწვევს სიგარეტის მოწევა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

რამდენ მუტაციას იწვევს სიგარეტის მოწევა

რამდენ მუტაციას იწვევს სიგარეტის მოწევა
თამბაქოს კვამლში შემავალი კანცეროგენები რომ დნმ-ის მუტაციებს იწვევს - არაახალია. სწორედ ამ მუტაციათა დაგროვების შედეგია სიმსივნური პათოლოგიის განვითარება.

ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორიის მკვლევარებმა გაარკვიეს, მუტაციების რა რაოდენობა აღმოცენდება მწეველთა დნმ-ში ყოველდღიურად. წინათ ნაჩვენები იყო, რომ მოწევა ზრდის 17 სახის სიმსივნის განვითარების რისკს. ამჯერად მეცნიერებმა შეადარეს 2500 მწეველი ადამიანის სიმსივნური უჯრედების დნმ 1000 არამწეველისას. მათ შეძლეს სწორედ იმ მუტაციების იდენტიფიცირება, რომლებიც მოწევასთან იყო დაკავშირებული.

მათი გაანგარიშებით, 50 ღერი სიგარეტის მოწევა ფილტვის უჯრედებში ერთ მუტაციას იწვევს. მას, ვინც ყოველდღიურად ერთ კოლოფს ეწევა, ერთ
წელიწადში ფილტვის უჯრედებში 150 მუტაცია უვითარდება, ხორხის უჯრედებში - 97 მუტაცია უგროვდება, ხახის უჯრედებში - 39, შარდის ბუშტის უჯრედებში -18, ღვიძლის უჯრედებში - 6. მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს, მუტაციის რომელი ტიპია ყველაზე მეტად საშიში, თუმცა, ის, რომ მოწევა ზრდის სიმსივნური პათოლოგიის განვითარების რისკს - ცალსახაა.

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ჯანმრთელობისათვის თითოეული მოწეული ღერი საზიანოა. მოწევაზე უარის თქმა ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს. ეს დადასტურებულია კვლევით, რომელშიც 35 ათასმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. მათ მეცნიერები 50 წელი აკვირდებოდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ მწეველები თანატოლებთან შედარებით 10 წლით ნაკლებს ცოცხლობდნენ.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 06-06-2018
ბერო
ეგ,"კუკუშკას"უთხარით "კუკუშკას" და კიდევ რაღაც იდიოტური კანონს მოიფიქრებს!!!
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
მოწევა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტს იწვევს. სპეციალისტების განმარტებით,
20-03-2019
ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში უძილობის მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა გააანალიზეს 1,3 მილიონზე
13-03-2019
სხეულის ფორმები მეტწილად გენეტიკითაა განსაზღვრული. ცნობილია, რომ წელისა და თეძოს გარშემოწერილობათა
11-03-2019
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბუნებაში ბევრი ისეთი მოვლენაა, რომელთა ახსნა ძალიან რთულია. რატომ, რის გამო ხდება ასე? რას უკავშირდება ესა თუ ის გასაოცარი მოვლენა?
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
აგრესიის გამოვლინება ბევრ ცხოველს ახასიათებს. მას გარკვეული უპირატესობის მიცემა შეუძლია, ისეთის,
მეცნიერებმა უჩვეულო კვლევის ჩატარების შემდეგ დაადგინეს, რომელი ბიოლოგიური ფუნქციის გაკონტროლება
ცნობილია, რომ შანხაიში სატესტო რეჟიმში ამუშავდა ახალშობილებთან გენეტიკური დარღვევების (გადახრების)
გენეტიკა ის მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს, გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება