გენეტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

გენეტიკა

ადამიანის უნაყოფობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, პაციენტთა გარკვეულ ნაწილს დღემდე უშედეგოდ მკურნალობენ, რაც გარკვეულწილად განპირობებულია სასქესო უჯრედების - სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების - ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესის გენეტიკურ მექანიზმთა არასაკმარისი ცოდნით. ცნობილია, რომ სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების ჩამოყალიბებისა და განვითარების - სპერმატოგენეზისა და ოოგენეზის - პროცესში მიმდინარეობს იმ სასქესო უჯრედთა აქტიური სელექცია, რომლებიც გენეტიკური ანომალიის მატარებლები არიან. მიუხედავად ამისა, ასეთი გამეტების ნაწილს მაინც აქვს განაყოფიერების უნარი და დასაბამს აძლევს გენეტიკური ანომალიის მქონე, მაგრამ სიცოცხლისუნარიან ნაყოფს.
ყოველი ქალი, შეიტყობს თუ არა, რომ ორსულად არის, უპირველეს ყოვლისა, კითხულობს: "ხომ ყველაფერი რიგზე აქვს ჩემს პატარას?" სულ ცოტა ხნის წინ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ შეიძლებოდა, მაგრამ დღეს მედიცინის ახალგაზრდა და პერსპექტიული დარგი, პრენატალური დიაგნოსტიკა, საშუალებას გვაძლევს, ამ და მრავალ სხვა შეკითხვას ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდშივე ვუპასუხოთ. პრენატალური დიაგნოსტიკის ამოცანებზე, მიზნებზე, კვლევის მეთოდებსა და სამეცნიერო მიღწევებზე ექიმი პედიატრი ელზა მაზმიშვილი გვესაუბრება. - ქალბატონო ელზა, რატომ გახდა აუცილებელი მედიცინის კიდევ ერთი დარგის - პრენატალური დიაგნოსტიკის ჩამოყალიბება და რა მიზანს ისახავს ის?
ნეიროფიბრომატოზების ჯგუფი აერთიანებს მემკვიდრეობით დაავადებებს, რომლებსაც კანისა და ნერვული სისტემის პათოლოგიური ცვლილებები, აგრეთვე - ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების სხვადასხვა ანომალია ახასიათებს. ამჟამად ექვსი ტიპის ნეიროფიბრომატოზს განასხვავებენ. მათგან განსაკუთრებული კლინიკური მნიშვნელობა აქვს I და II ტიპს. I ტიპის ნეიროფიბრომატოზი რეკლინჰაუზენის დაავადების სახელწოდებითაც არის ცნობილი. ამჟამად ასეთ დიაგნოზს 3000-დან ერთ ახალშობილს უსვამენ. II ტიპის ნეიროფიბრომატოზი, რომელსაც VIII წყვილი ნერვის ორმხრივი ნევრინომა (რბილი კვანძოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნე) ახასიათებს, გაცილებით იშვიათია - 50 000-დან ერთ ახალშობილს უვლინდება.
ნაჩვენებია მე-8 გვერ 8 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად