გენეტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

გენეტიკა

თირკმლის დაავადებები დედამიწის მოსახლეობის 3%-ს აწუხებს. თანამედროვე მონაცემებით, თირკმლის მემკვიდრეობითი და თანდაყოლილი ანომალიები უდასტურდება თირკმლის ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულთა 22-35%-ს. თირკმლის მემკვიდრეობით დაავადებებს სამ ჯგუფად ყოფენ. ესენია: 1. თირკმლის გორგლისა და პარენქიმის დაზიანებები ანუ მემკვიდრეობითი ნეფროპათიები;2. თირკმლის მილაკებში ნივთიერებათა ტრანსპორტის დარღვევები ანუ მემკვიდრეობითი ტუბულოპათიები;3. თირკმლის დარღვევები, რომლებიც თან ახლავს ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობით პათოლოგიებს - გალაქტოზემიას, ცისტინოზს, პოდაგრას და ა. შ. ეს არის მემკვიდრეობითი ენზიმოპათიების ჯგუფი.
ევოლუციის პროცესში ადამიანის ორგანიზმმა თავდაცვის მრავალი რთული მექანიზმი გამოიმუშავა. მაგრამ ყველაზე ძნელი დასაჯერებელი ის იყო, რომ ბუნება თავად ქმნიდა ისეთ "დაავადებებს", რომლებიც სხვა დაავადებათა წინააღმდეგ იყო მიმართული და ამით თავის გადარჩენაში გვეხმარებოდა. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ნამგლისებრი ანემია. იგი ბუნებამ შექმნა, რათა მეორე დაავადებისგან - მალარიისგან დაგვეცვა თავი. კავშირი ორ დაავადებას - მალარიასა და ნამგლისებრუჯრედოვან ანემიას შორის პირველად ბრიტანელმა გენეტიკოსმა ენტონი ელისონმა შეამჩნია: ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია უფრო ხშირი იყო იმ რეგიონებში, სადაც წლების განმავლობაში მალარია მძვინვარებდა.
ანგიოგენინის გენი მე-14 ქრომოსომაშია მოთავსებული და შეიცავს ინფორმაციას იმ ცილის შენების შესახებ, რომელსაც ანგიოგენინი ეწოდება. სიტყვა "ანგიოგენინი" ბერძნულიდან წარმოდგება და ასე ითარგმნება: "სისხლძარღვთა წარმომქმნელი". მისი აღმოჩენა ამერიკელი ბიოქიმიკოსის ბერტა ველისა და ქირურგ ჯუდი ფოლკმანის სახელს უკავშირდება. ჯ. ფოლკმანი კოლეგებთან ერთად იკვლევდა სიმსივნურ უჯრედებს. 1963 წლიდან მოყოლებული, იგი ცდილობდა გაერკვია, როგორ ახერხებდა სიმსივნე თავის ირგვლივ ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას. სიმსივნე ხომ ორგანიზმიდან ამ ახალწარმოქმნილი სისხლძარღვთა ქსელით იკვებება.
ცნობილია, რომ ჭარბწონიანობა უკავშირდება ჩვენი ცხოვრების სტილს, კვების ხასიათს და ა.შ. მაგრამ ისიც დადგენილია, რომ ჭარბწონიანობის ზოგიერთი ფორმა გენეტიკურად განპირობებულ დაავადებებს მიეკუთვნება. ჭარბწონიანობის გენეტიკურად განპირობებულ ფორმებს შორის გამოყოფენ ერთი მხრივ სინდრომებს, რომლებსაც ჭარბწონიანობა ახასიათებს და მეორე მხრივ ჭარბწონიანობის ე. წ. მონოგენურ ფორმებს. ადამიანის ევოლუციის პროცესში ცხიმოვანი ქსოვილის მასის ზრდას შეგუებითი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველყოფილ ადამიანს დიდხანს უწევდა მშიერი ყოფნა, ორგანიზმს კი ენერგია მუდმივად სჭირდებოდა. ენერგიის მარაგს ჩვენი ორგანიზმი ცხიმის სახით ინახავს და საჭიროების შემთხვევაში ენერგიად გარდაქმნის.
ნაჩვენებია მე-7 გვერ 8 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად