გენეტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

გენეტიკა

სიყვითლე ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების, კანისა და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვაა სისხლში პიგმენტ ბილირუბინის ჭარბად დაგროვების გამო. ბილირუბინი ნაღვლის პიგმენტია. მას მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა აქვს. ნაღველში მოხვედრამდე ის ბიოქიმიური გარდაქმნების გრძელ გზას გაივლის. ცნობილია, რომ ერითროციტები, სისხლის წითელი უჯრედები, 120 დღე-ღამე ცოცხლობენ, მერე კი ელენთაში იშლებიან. ამ დროს მათში არსებული ჰემოგლობინი თავისუფლდება და ბილირუბინად გარდაიქმნება. ბილირუბინი ღვიძლისაკენ მიემართება, იქ გაივლის ბიოქიმიური გარდაქმნების წყებას და ნაღველთან ერთად თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება, იქიდან კი გარეთ გამოიდევნება. ამრიგად, ღვიძლი პიგმენტ ბილირუბინის ორგანიზმიდან გამოდევნის ფუნქციას ასრულებს.
მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის თანამედროვე მიღწევებმა საშუალება მოგვცა, გაგვეშიფრა დნმ-ს მოლეკულა, დაგვედგინა ქრომოსომებზე გენთა ლოკალიზაციის ადგილი და ის მუტაციები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის - ნერვულ-კუნთოვან დაავადებებს, იწვევს. ნერვულ-კუნთოვანი დაავადებების ჯგუფი 100-ზე მეტ დაავადებას მოიცავს, რომელთაგან ზოგიერთი დაბადებისთანავე ან ადრეულ ბავშვობაში ვლინდება, ზოგიერთის პირველი სიმპტომი კი ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს. მათ შორის ბევრია მემკვიდრეობითი ბუნებისა. მათ ერთი ოჯახის წევრებს შორისაც სხვადასხვა გამოვლინება ახასიათებთ.
უამრავ პათოლოგიურ პროცესს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს, ორგანიზმის უჯრედთა თვითგანადგურების პროცესის აპოპტოზის რეგულაციის მექანიზმთა დარღვევა უდევს საფუძვლად. უჯრედთა თვითგანადგურების ეს მექანიზმი გენეტიკურად არის დაპროგრამებული. მას ზოგადბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს და ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის არის დამახასიათებელი. აპოპტოზი მონაწილეობს ისეთ ფიზიოლოგიურ პროცესებში, როგორიც არის მწერებისა და ამფიბიების მეტამორფოზული განვითარება (თავკომბალას კუდისა და ტრიტონის ლაყუჩების უჯრედები აპოპტოზის გზით "ქრება" ამ ორგანიზმთა ზრდასრულ ფორმებად გადაქცევის პროცესში), ორგანიზმის ემბრიონული განვითარების დროს ქსოვილთა და ორგანოთა ჩამოყალიბება;
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 10-11 მილიარდი იქნება, ამიტომ მისი დაპურება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად და კონსტრუქციულად მოსაგვარებელ პრობლემად მიიჩნევა. იმ მეთოდების შესაძლებლობა, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო მრეწველობა სურსათზე გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიმართავდა, პრაქტიკულად ამოწურულია. სელექციის ტრადიციული მეთოდები და ინტენსიური აგროტექნიკური საშუალებები ვეღარ უზრუნველყოფს მოსავლიანობის ზრდას. სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის განვითარების ახალ საფეხურს წარმოადგენს თანამედროვე ბიოტექნოლოგია, რომლის წამყვანი მეთოდი გენური ინჟინერიაა. თანამედროვე ბიოტექნოლოგიამ მეცნიერებს საშუალება მისცა, შეექმნათ მცენარეთა და ცხოველთა ისეთი სახეობები, რომელთა მიღება ტრადიციული მეთოდებით შეუძლებელი იქნებოდა.
უპურო დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა მთელ მსოფლიოში. მისი საშუალებით თავისუფლდებიან ჭარბი წონისგან, ორგანიზმს ასუფთავებენ წიდისგან, ებრძვიან იმ დააავადებებს, რომლებიც მონელებასთან არის დაკავშირებული, ბავშვებში მკურნალობენ აუტიზმს, ჰიპერაქტიურობის სინდრომს... მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს დიეტა პირველად ცელიაკიით დაავადებულთათვის შექმნეს. ცელიაკია ადრე იშვიათ დაავადებად ითვლებოდა - 8000-იდან ერთ ადამიანს თუ სჭირდა, მაგრამ დღეს ის ერთ-ერთ გავრცელებულ პათოლოგიად მიიჩნევა - აღენიშნება 100 ადამიანიდან ერთს, თანაც სიხშირე დღითი დღე იმატებს. დღეს მსოფლიოში ცელიაკიით 25 მილიონი კაცია დაავადებული.
სისხლძარღვები ფუნქციის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა. არტერიულ სისხლძარღვთა ფუნქციაა, ორგანიზმის თითოეული უჯრედი უზრუნველყონ ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, ხოლო ვენური სისხლძარღვებისა - გაათავისუფლონ უჯრედები ნახშირორჟანგისა და ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი მავნე პროდუქტებისგან. ჯანმრთელი სისხლძარღვთა სისტემა გამართული, დაუბრკოლებელი სისხლის მიმოქცევის საწინდარია, ამ უკანასკნელზე კი ბევრად არის დამოკიდებული მთელი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და სხვადასხვა დაავადების მიმართ შეუვალობა. ადამიანის სისხლძარღვების მუშაობა ევოლუციურად დიდ დატვირთვაზეა გათვლილი:
ართროზი სახსართა ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძვლის ხრტილის დაზიანებით არის გამოწვეული. ხრტილის ასეთ დაზიანებას მრავალი მიზეზი აქვს. დადგენილია, რომ ართროზი მულტიფაქტორული, პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რომლის ჩამოყალიბებაშიც გარეგანთან ერთად გენეტიკური ფაქტორებიც მონაწილეობს. საქართველოში ყველაზე ხშირად გვხვდება კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის ართროზი. ამ დაავადების გავრცელება ჩვენში 15%-ს აღწევს, გამოვლენილი შემთხვევების 94% კი დისპლაზიური კოქსართროზის წილად მოდის, რაც გამოწვეულია ქართულ პოპულაციაში მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის მაღალი სიხშირით (3,4%).
ნაჩვენებია მე-6 გვერ 8 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად