გენეტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

გენეტიკა

კვების ტრადიციები მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის არსებობის კულტურულ და ბიოლოგიურ ასპექტებთან. რას მიირთმევს ადამიანი, მხოლოდ საკვების რესურსებზე, კულტურულ ტრადიციებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ორგანიზმის გენეტიკურად დეტერმინირებულ უნარზეც, შეითვისოს ესა თუ ის პროდუქტი. თავის მხრივ, ადამიანთა პოპულაციის გენეტიკურ თავისებურებებზე გავლენას ახდენს ის საკვები, რომელიც ტრადიციულია ამ ეთნოსისთვის. იგი მოქმედებს როგორც გადამრჩევი ფაქტორი და გავლენას ახდენს ადამიანთა ჯგუფების გენეტიკურ მახასიათებლებზე. საკვები შეიცავს უამრავ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას.
დნმ მიკროჩიპები რთული ტექნოლოგიაა, რომელსაც მოლეკულურ ბიოლოგიასა და მედიცინაში იყენებენ. ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია ინახება მოლეკულაში, რომელსაც დნმ ეწოდება. მისი მონაკვეთები ცალკეულ გენებს ქმნიან. გენში ინფორმაცია ქიმიური ნაერთების ანუ ნუკლეოტიდების ენაზეა ჩაწერილი. ადამიანის გენომში 3,3 მილიარდი ნუკლეოტიდური წყვილია. ისინი 20 000-30 000 გენს ქმნიან. სხვადასხვა გენს სხვადასხვა სიგრძე აქვს. მაგალითად, ჰემოგლობინის გენი ათას ხუთასი ნუკლეოტიდისგან შედგება, ხოლო დისმორფინისა, რომლის მუტაცია დუშენის კუნთოვან დისტროფიას იწვევს - ორ მილიონამდე ნუკლეოტიდისაგან. თუ დავბეჭდავთ ადამიანის მთელ გენომს (ანუ მთელ დნმ-ს) და ანბანის მაგივრად ნუკლეოტიდებს გამოვიყენებთ, მაშინ ეს ტექსტი 35 000-გვერდიან წიგნზე 170-ჯერ მეტი იქნება.
1927 წელს ამერიკელმა მეცნიერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰენრიხ მელერმა ექსპერიმენტულ მასალაზე პირველმა აჩვენა, რომ რენტგენის სხივების მოქმედებით საგრძნობლად იმატებს მუტაციათა რიცხვი. ამ ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა ბიოლოგიის ახალ მიმართულებას - რადიაციულ გენეტიკას. ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში ისეთი ელემენტარული ნაწილაკების შეღწევისას, როგორებიც არის კვანტები, ელექტრონები, პროტონები, ნეიტრონები, ხდება დნმ-ს იონიზაცია ანუ დნმ-ს სტრუქტურა ზიანდება. იონიზაციის ადგილებში დნმ იხლიჩება, რაც მუტაციებს წარმოქმნის. ამ მუტაციებს რადიაციით ინდუცირებულ მუტაციებს უწოდებენ. გენეტიკური დაზიანებები დასხივების შემდეგ ვლინდება როგორც ქრომოსომული, ისე გენური ანომალიების სახით. ქრომოსომული ანომალიები ქრომოსომათა რიცხვისა და სტრუქტურის ცვლილებებს ეხება, გენური კი თვით გენებში მომხდარ ცვლილებებს.
ბუნებაში სოკოს 120 000-ზე მეტი სახეობა არსებობს. ამათგან 100-მდე სახეობა პათოგენურია და ადამიანის ინფექციურ დაავადებებს იწვევს. სოკოები ბინადრობენ ნიადაგში, ჰაერში, წყალში. ზოგიერთი მათგანი ბინადრობს ჩვენს ორგანიზმშიც. ისინი კარგად გრძნობენ თავს ორგანიზმის "ნესტიან" ადგილებში: პირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სასქესო ორგანოების, შარდსასქესო სისტემის ლორწოვან გარსებში, კანის ნაოჭებში... ჩვეულებრივ პირობებში ჩვენი იმუნური სისტემა ფხიზლად არის და სოკოს ინტენსიური გამრავლების საშუალებას არ აძლევს, იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში კი სოკო უკონტროლოდ მრავლდება, ადამიანის ორგანიზმში სიმბიოზურად მცხოვრები მიკროფლორის წარმომადგენლებს მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოდან აძევებს, იკავებს მათ ადგილს, იწყებს ინტენსიურ ცხოველქმედებას და გამოყოფს ტოქსინებს, რაც საბოლოოდ ინფექციური პროცესის ჩამოყალიბებითა და ინფიცირებული ორგანოს ფუნქციის დარღვევით გამოიხატება.
ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს. მათი ნახევარი მამისგან ერგება, ნახევარი კი დედისგან. აქედან გამომდინარე,  ამა თუ იმ ნიშან-თვისების განმსაზღვრელი გენი ჩვენს გენომში წარმოდგენილია მინიმუმ ორი ვარიანტით ანუ ალელით: დედისეულითა და მამისეულით. ადამიანის გენებს ბიალელური ექსპრესია ახასიათებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორივე გენი მოქმედებს. მაგრამ არსებობს გენები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მონოალელური ექსპრესია - ამ დროს მოქმედებს მხოლოდ ერთი, დედისეული ან მამისეული გენი, მეორე კი პასიურია. გენთა ასეთი მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს დომინანტურ-რეცესიულ ურთიერთქმედებად, ვინაიდან ამ შემთხვევაში გენის ინერტულობის მიზეზი სულ სხვა ბიოლოგიური მოვლენაა.
არსებობს დაავადებათა მოზრდილი ჯგუფი, რომელიც მემკვიდრობითი დაავადებების 90-92%-ს აერთიანებს. მათ მულტიფაქტორულ დაავადებებს უწოდებენ. სახელწოდება იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ დაავადებების ჩამოყალიბებასა და გამოვლენაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს ("მულტი" "მრავალს" ნიშნავს). სახელდობრ, ამ დაავადებების განვითარება-ჩამოყალიბება განისაზღვრება, ერთი მხრივ, მემკვიდრეობითი და მეორე მხრივ, გარემო ფაქტორების ურთიერთქმედებით. ამ დაავადებებს მიეკუთვნება ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, ოსტეოპოროზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ეპილეფსია, რევმატიზმი, შიზოფრენია, პლაცენტური უკმარისობა, ენდომეტრიოზი.
ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ანუ კოხის ჩხირით. თანამედროვე, უახლესი ქიმიოთერაპიული მეთოდების გამოყენების მიუხედავად, ამ დაავადების მკურნალობა ხანგრძლივია და თან ყოველთვის ეფექტური არ არის. უშედეგო მკურნალობის ერთ-ერთი მიზეზი კი ჩვენი ორგანიზმის თავდაცვითი სისტემის და მისი მოქმედების მექანიზმთა დეფიციტია, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი გენებით არის განპირობებული. თუმცა მარტო ეს არ გახლავთ ტუბერკულოზის ბაქტერიის დაუმარცხებლობის მიზეზი: საქმე ის არის, რომ ამ ბაქტერიის გენებს სწრაფი მუტაციის უნარი შესწევს, რის გამოც იგი რეზისტენტული ხდება სხვადასხვა მედიკამენტის მიმართ და აქტიურად განაგრძობს გავრცელებას.
ნაჩვენებია მე-5 გვერ 8 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად