გენეტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

გენეტიკა

გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების "ფუძემდებელი".
1905 წელს ფრანგმა გენეტიკოსმა და ზოოლოგმა ლუსიენ კუენომ გადაწყვიტა, შეესწავლა მენდელის დამემკვიდრების კანონზომიერებანი ცხოველებში, კერძოდ თაგვებში. ამ კანონზომიერებათა შესასწავლად კი მან ერთი ნიშან-თვისება - თაგვების ბეწვის შეფერილობა აირჩია. თუმცა ჩატარებულმა ცდებმა დამემკვიდრების კანონზომიერებათა დადასტურების საშუალება არ მისცა, რადგან შთამომავალთა ინდივიდების რაოდენობის მაჩვენებელი კანონზომიერებიდან გადახრას აღრიცხავდა. მაშინ კუენომ ამის მიზეზი ვერ დაადგინა. მაგრამ 5 წლის შემდეგ მეცნიერებმა კასტლიმ და ლიტლმა ცდები გაიმეორეს და აჩვენეს, რომ შთამომავალთა ერთი ნაწილი განვითარების ჯერ კიდევ ემბრიონულ პერიოდში იღუპებოდა: მაკე თაგვების სხეულში დაღუპული ემბრიონები აღმოჩნდა. თუ მიღებულ ანუ ცოცხალ შთამომავალთა რიცხვს მივუმატებდით ემბრიონულ პერიოდში დაღუპული ინდივიდების რიცხვსაც, მაშინ მენდელის კანონი სწორი იყო. ასე აღმოაჩინეს ლეტალური გენები, რომლებიც ორგანიზმის სიკვდილს იწვევს.
ქრომოსომა ბერძნული სიტყვაა: "ქრომო" ნიშნავს საღებავს, ფერს, "სომა" კი სხეულს. ეს არის დნმ-ს ერთი მოლეკულისა და ცილის კომპლექსი. დნმ შეიცავს გენებს. აქედან გამომდინარე, ქრომოსომა შეიცავს მემკვიდრეობით ინფორმაციას, ამიტომ მისი სტრუქტურის ან რიცხობრიობის დარღვევა გენთა ცვლილებებსაც უნდა მოასწავებდეს. ყველაზე იოლი გზა, დავინახოთ და გამოვიკვლიოთ ჩვენი ქრომოსომები, მათი კარიოტიპირებაა. ქრომოსომათა კარიოტიპირება ციტოგენეტიკური მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ საკუთარი და სხვა ორგანიზმთა ქრომოსომების ორგანიზაცია და ფუნქცია ნორმისა და პათოლოგიის დროს, გამოვავლინოთ დარღვევები ქრომოსომათა რაოდენობასა და სტრუქტურაში.
კლასიკური გენეტიკის კანონების თანახმად, ჩვენს გენომში ყველა გენს მისთვის მკაცრად განსაზღვრული ადგილი უნდა ეკავოს. გენთა უმრავლესობა ამ კანონს ემორჩილება, თუმცა ხანდახან საერთო კანონზომიერებიდან გადახრაც ხდება: ზოგიერთ გენს სტაბილური ადგილსამყოფელი არ აქვს, ისინი დროდადრო "ამოხტებიან" ხოლმე თავიანთი ადგილებიდან და სხვაგან "გადახტებიან". დნმ-ს ასეთ უბნებს მობილური გენეტიკური ელემენტები ანუ ტრანსპოზონები ეწოდება. მობილური გენეტიკური ელემენტები ამერიკელმა მეცნიერმა ბარბარა მაკკლინტოკმა 1947 წელს აღმოაჩინა, მაგრამ ამ აღმოჩენამ აღიარება დიდხანს ვერ პოვა - ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ გენი თავის ადგილს ტოვებდა და გენომში გადაადგილდებოდა.
ნანიზმი, იგივე ჯუჯობა, ძვალთა სისტემის ზრდა-განვითარების დარღვევის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ნანიზმს მრავალი მიზეზი აქვს: ის გენეტიკურადაც შეიძლება იყოს განპირობებული და ამა თუ იმ ენდოკრინული დაავადებითაც; შესაძლოა, თავის ტვინის თანდაყოლილი ან შეძენილი დაზიანების გამო დაირღვეს ზრდის ცენტრალური მარეგულირებელი მექანიზმების მოქმედება და ორგანიზმმა ზრდა შეწყვიტოს, ან ემბრიონული განვითარების დარღვევებმა გამოიწვიოს ნაყოფის ზრდის შეჩერება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში. შედეგად ყალიბდება ჯუჯობა - ანომალიური მდგომარეობა, როდესაც მამაკაცის სიმაღლე არ აღემატება 130 სმ-ს, ხოლო ქალისა - 120-ს.
ნაჩვენებია მე-4 გვერ 8 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად