მედიკამენტებთან ერთად გრეიპფრუტის მირთმევა სახიფათოა
- ახალგაზრდა მამაკაცისა, რომელიც ქოლესტერინის დამწევი პრეპარატის პარალელურად დღეში რამდენიმე ჭიქა გრეიპფრუტის წვენს სვამდა. როგორც ცნობილია, გრეიპფრუტი და მისი წვენი შეიცავს ღვიძლის ფუნქციობის რამდენადმე დამაქვეითებელ, მედიკამენტების ცალკეულ კომპონენტებად დაშლის შემაფერხებელ ნივთიერებებს. სამკურნალო საშუალებათა დაშლის შეფერხება კი ორგანიზმში მათ გავრცელებასაც აფერხებს, ამის შედეგად კი სამკურნალო წამლის ზედოზირება ხდება. მაგალითად, თუ ადამიანი მიიღებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ პრეპარატს და იმ დღესვე დალევს გრეიპფრუტის წვენს, ხელს შეუწყობს წამლის დოზის გაორმაგებას. გრეიპფრუტს ვერ ეწყობა ანტიბიოტიკები, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, საგულე პრეპარატები და მრავალი სხვა მედიკამენტი. დღეისათვის ამ სიაში 50-ზე მეტი დასახელების პრეპარატია. კიდევ რომელი პროდუქტი ვერ ეწყობა მედიკამენტებს, იხილეთ ვრცლად