ადაპტოგენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადაპტოგენები

ყოველივე ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება გაზაფხულის დამდეგს, როდესაც ორგანიზმის ყველა სამარაგო რეზერვი გახარჯული და ათვისებულია. ამ ვითარებიდან თავის დასაღწევად, არცთუ დიდი ხანია, ჩვენს ცხოვრებაში ადაპტოგენებად წოდებული პრეპარატები გაჩნდა, რომლებიც ადაპტაციას აუმჯობესებს - ეხმარება ორგანიზმს სწრაფად ცვლად გარემო ფაქტორებთან შეგუებაში. ადაპტოგენების შესახებ ფარმაკოლოგი რუსუდან შველაშვილი გვესაუბრება.

- სახელწოდებიდანვე ირკვევა, რომ ეს პრეპარატები ადაპტაციას აადვილებს და ამიტომაც ეწოდება ასე. ესენი ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმზე მატონიზებელ გავლენას ახდენს და ჩვენს იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. ზოგჯერ ისინი იმუნოსტიმულატორებში ეშლებათ. ეს პრეპარატები ნამდვილად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფს ეკუთვნის, ამიტომ მათი ერთმანეთში არევა არ შეიძლება. სანტერესოა, რომ მეცნიერებს დღემდე ვერ ამოუხსნიათ ადაპტოგენების ორგანიზმზე ზემოქმედების საიდუმლო. მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს პრეპარატები გავლენას ახდენს ცილათა ბიოსინთეზზე, დნმ-სა და იმუნურ პროცესებზე. მათი მოქმედების მექანიზმში წამყვანია ნერვული სისტემის უჯრედებსა და ქსოვილებზე შერჩევითი ზემოქმედება და ამ გზით გარემოს ცვლად პირობებთან ადამიანის სწრაფი შეგუება. ადაპტოგენების მეშვეობით ადამიანი იოლად და ეფექტიანად ეჩვევა ისეთ არახელსაყრელ ფაქტორებს, როგორებიცაა სიცხე, სიცივე, ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა, სტრესი, შიმშილი, შხამები, ხანგრძლივი წყურვილი და რადიაციაც კი. ადაპტოგენებს პროფილაქტიკური მიზნისთვისაც იყენებენ. ისინი მრავალი დაავადების განვითარებას ეღობებიან წინ და ამსუბუქებენ ქრონიკული სნეულებების მიმდინარეობას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადაპტოგენების მიღება გამუდმებით შეიძლება. ბუნებრივი წარმოშობის მიუხედავად, მათ აქვთ გარკვეული აკრძალვებიც, რადგან არასწორი მიღებისას შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას.

- მაინც როდის არ შეიძლება ადაპტოგენების მიღება?

-  მათი მიღება არ არის რეკომენდებული ჰიპერტონიის, მომატებული ნერვული აგზნებადობის, მიოკარდის ინფარქტის, ცხელების, მწვავე ინფექციის დროს. ადაპტოგენები აჩქარებს სქესობრივ მომწიფებას, ამიტომ 16 წლამდე ასაკის მოზარდებს ისინი დიდი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ.

- როდის მივიღოთ?

-  დღეს ყველაზე პოპულარული ადაპტოგენები მცენარეული წარმოშობისაა. ესენია ჟენ-შენი,  ელეუტეროკოკი, ჩინური ლიმონურა, ლამინარია  და სხვები. მათი ეფექტი უძველესი დროიდან იყო ცნობილი და სახალხო მკურნალები უამრავი დაავადების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. დღეს ეს საშუალებები რეკომენდებულია მათთვის, ვინც ბევრს შრომობს, თუნდაც კომპიუტერთან, სხვადასხვა სნეულებით დასუსტებულთათვის, ხანდაზმულთათვის, სპორტსმენებისთვის, ასევე - ეპიდემიების, სასაათე სარტყლის ცვლილებისა და ხანგრძლივი მგზავრობის დროს.

- ადაპტოგენთა რომელ თვისებებს გამოყოფდით?

- უწინარესად, აღსანიშნავია მათი ზოგადმომამაგრებელი თვისება. ისინი ისე ეფექტურად აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ორგანიზმის თავდაცვით ძალებს, რომ დამოუკიდებლადაც, სამკურნალო საშუალებათა დაუხმარებლად, შეუძლიათ ზოგიერთი დაავადების განვითარების შეჩერება, ამიტომ მათ იყენებენ არა მარტო სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისთვისაც. შეიძლება ითქვას, ისინი ჯანმრთელი ადამიანის წამლებია. ადაპტოგენებს აქვთ ნეირომარეგულირებელი მოქმედებაც. სხვადასხვა დოზით მიღებისას მათ უნარი შესწევთ, დათრგუნონ ან, პირიქით, გააძლიერონ ორგანიზმში ნერვული პროცესები. მათი მცირე დოზები ხელს უწყობს ნერვულ პროცესთა შეკავებას, საშუალო დოზებს მატონიზებელი ეფექტი აქვს, ზომიერად ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, მაღლა სწევს ორგანიზმის საერთო ტონუსს, დიდი დოზები კი ორგანიზმის შესაძლებლობათა მაქსიმალურ მობილიზებას უწყობს ხელს. ძალიან დიდი დოზით მიღების შემთხვევაში ადაპტოგენებს შეუძლიათ ორგანიზმის აღგზნება, შრომისა და ძილის პროცესთა დარღვევა, თუმცა დოზის დარეგულირებისა თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ეს მოვლენები ქრება. ადაპტოგენების კიდევ ერთი ღირსებაა ნივთიერებათა ცვლისა და ენერგიის წარმოქმნის გააქტიურება.  ეს პრეპარატები ეხმარებიან უჯრედებს იმ ენერგეტიკული მარაგის დაგროვებაში, რომელსაც ისინი შემდეგ საჭიროებისამებრ გამოიყენებენ მომეტებული ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის დროს.


- როგორ უნდა შეირჩეს დოზა?

- დოზის შერჩევა უმჯობესია მოხდეს ადაპტოგენის სპირტხსნარით ან ექსტრაქტით. თუ ორგანიზმის გააქტიურება გსურთ, შეგიძლიათ მიიღოთ 6-დან 15 წვეთამდე დღეში ერთხელ,  გაზავებული 50 გრამ წყალში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  სწორედ ეს არის თქვენი ოპტიმალური დოზის საზღვრები - ისინი შესაძლოა ვარირებდეს, ამიტომ უნდა დაიწყოთ 6 წვეთიდან და დააკვირდეთ შეგრძნებებს. თუ ენერგიის მოჭარბებას, აზროვნებისა და შრომის სურვილის გაძლიერებას ამჩნევთ, ესე იგი თქვენ გამააქტიურებელი დოზის დიაპაზონში ხართ, თუ, პირიქით, მოდუნებას, შენელებას - ესე იგი ეს თქვენი დამამუხრუჭებელი დოზაა. მომდევნო დღეს შეგიძლიათ დოზა 1 წვეთით გაზარდოთ და ასე გააგრძელოთ, ვიდრე გამააქტიურებელი მოქმედების დიაპაზონში არ მოხვდებით. თქვენ უნდა იპოვოთ დოზა, რომელიც ყოველგვარი გვერდითი ეფექტის გარეშე მოგცემთ მაქსიმალურ შედეგს. ამ ხნის განმავლობაში დოზა ყოველდღე 1 წვეთით უნდა გაზარდოთ. თუ იგრძენით ჰიპერაქტივიზაცია - მოჭარბებული ენერგიის გამო ღამით დაძინება გიჭირთ, ესე იგი, ადაპტოგენის ოდენობა ისევ თითო წვეთით უნდა შეამციროთ, სანამ არ მიაგნებთ დოზას, რომლის მიღებაც მაქსიმალურად გააქტიურებთ, ოღონდ ისე, რომ ძილსა და დასვენებაში ხელს არ გიშლით.

- როგორ მივიღოთ ადაპტოგენები?

- გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ფარმაკოლოგიურ საწარმოში, სპეციალური ტექნოლოგიების დაცვით დამზადებულ პრეპარატებს აქვთ ჩამოთვლილი თვისებები. სახლის პირობებში ხარისხიანი ნაყენის დამზადება შეუძლებელია. ადაპტოგენი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, ჭამის წინ. მხოლოდ ასეთი წესით მიღებისას ნარჩუნდება ბუნებრივი ბიორიტმი და დგება სასურველი შედეგი. დამამუხრუჭებელი დოზა მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ნერვული სისტემის რეაქციის შერბილება გსურთ. მაგალითად, ნერვულ დაავადებათა გამწვავებისას. მატონიზებელი დოზა მიიღება სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, იმუნიტეტის მოსაძლიერებლად და ფიზიკური ამტანობის გასაზრდელად, აგრეთვე - ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალ-ღონის აღსადგენად. მამობილიზებელ დოზებს იყენებენ სპორტულ პრაქტიკაში შრომის უნარის ექსტერნად გასაზრდელად საპასუხისმგებლო შეჯიბრებისა და ინტენსიური ვარჯიშის დროს. ადაპტოგენების მიღება შეიძლება ნებისმიერ მცენარეულ ან სინთეზურ მედიკამენტთან ერთად. ისინი არათუ არ აბრკოლებენ, არამედ აძლიერებენ კიდეც ამ წამლების მოქმედებას. ერთადერთი ჯგუფი, რომელთან ერთადაც ადაპტოგენების მიღება რეკომენდებული არ არის, დამამშვიდებელი და საძილე პრეპარატებია. გამააქტიურებელი დოზებით მიღებული ადაპტოგენები ასუსტებენ ამ წამლების ეფექტს, ნერვული სისტემის მასტიმულირებელი პრეპარატებისას კი, პირიქით, აძლიერებენ. დამამუხრუჭებელი დოზების მიღება რეკომენდებულია ტრავმის, მოწამვლის, გაციებისა და ანთებითი დაავადებების დროს, ასევე - ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებისას, როდესაც საჭიროა ორგანიზმის რეაქციათა შერბილება. გამააქტიურებელი დოზები გამოიყენება დაბერებისას, ავთვისებიანი სიმსივნისას, შრომის უნარის დაქვეითებისას, ესე იგი მაშინ, როდესაც საჭიროა ორგანიზმის საპასუხო რეაქციათა გაძლიერება. ამ დროს შესამჩნევად იმატებს ორგანიზმის როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური შესაძლებლობები.