შეიძლება თუ არა ოზემპიკის გამოყენება წონაში დაკლების მიზნით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოზემპიკი: დიაბეტის კონტროლის საშუალება თუ უპირობო პრეპარატი წონის დასაკლებად

აღსანიშნავია, რომ მისი თვისებებიდან გამომდინარე, მრავალი ადამიანი ოზემპიკს წონაში დაკლებისთვისაც იყენებს, თუმცა მრავალ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, უსაფრთხოა თუ არა პრეპარატის ამ მიზნით გამოყენება.

რა უნდა ვიცოდეთ მეორე ტიპის დიაბეტის შესახებ?

მეორე ტიპის დიაბეტი არის ქრონიკული მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამანის სისხლში შაქარი დასაშვებ დონეზე მუდმივად მაღალია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანის ორგანიზმი ვერ იყენებს ან ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის ინსულინს. ინსულინი არის პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) მიერ წარმოქმნილი ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს სისხლში შაქრის დონის რეგულაციაში. დღეს ეს მდგომარეობა საკმაოდ ხშირია და შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. ამ მდგომარეობის განკურნება არ ხდება, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი ცხოვრების სტილში გარკვეული ცვლილებების შეტანით, კონკრეტული მედიკამენტებითა და ექიმთან რეგულარული ვიზიტებით.

რა არის ოზემპიკი?

ოზემპიკი, ასევე ცნობილი, როგორც სემაგლუტიდი, არის რეცეპტით გაცემული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულებში სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად. ის ასევე გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკის შესამცირებლად ქრონიკული თირკმლის დაავადების (chronic kidney disease - CKD) მქონე დიაბეტით დაავადებულებში და გულის შეტევის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად მეორე ტიპის დიაბეტისა და გულის დაავადებების მქონე პაციენტებში.

ოზემპიკი მიიღება კვირაში ერთხელ, კანქვეშ ინექციით შესაბამისი ოზემპიკის ნემსით, პროფესიონალის მიერ დანიშნული დოზით (შესაძლებელია მისი 0.25, 0.5, 1 და 2 მილიგრამით მიღება).

როგორ მოქმედებს ოზემპიკი?

ოზემპიკი მოქმედებს რამდენიმე გზით მეორე ტიპის დიაბეტის პაცინტებში სისხლის შაქრის დონის დასარეგულირებლად. ოზემპიკი არის სხეულში ბუნებრივად არსებული ჰორმონის GLP-1-ის იმიტაცია, მიმიკრია. ოზემპიკი ააქტიურებს ტვინში არსებულ GLP -1-ის რეცეპტორებს და შედეგად, ოზემპიკი ხელს უწყობს პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფას. საკვების მიღების შემდეგ, ოზემპიკი ზრდის სხეულის მიერ გამომუშავებული ინსულინის დონეს იმისათვის, რომ სისხლში შაქრის დონე მკვეთრად არ გაიზარდოს.

GLP-1-ის მოქმედების მსგავსად, ოზემპიკი ანელებს მუცელში საკვების გადაადგილებას, შესაბამისად, საკვების მიღების შემდეგ დანაყრების შეგრძნება უფრო დიდხანს გრძელდება. შესაბამისად, ოზემპიკს ასე შეუძლია სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ზრდის პრევენცია.

ოზემპიკის თანმხლები გვერდითი მოვლენები

ოზემპიკის ხანგრძლივი მოხმარების შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ხასიათის გვერდითი მოვლენები. მსუბუქი გვერდითი მოვლენები მოიცავს საკვების მომნელებელ სისტემაში გამოვლენილ სიმპტომებს, რამდენიმე კვირაში ქრება და აღარ აწუხებს პაციენტს და არ უშლის ხელს ხანგრძლივ მკურნალობას. ყველაზე გავრცელებული მსუბუქი გვერდითი მოვლენებია:

  • გულისრევა - აწუხებს ოზემპიკის მომხმარებლების 8 – 20.3%-ს.
  • ღებინება - აწუხებს ოზემპიკის მომხმარებლების 5 – 9.2%-ს.
  • დიარეა - აწუხებს ოზემპიკის მომხმარებლების 5 – 8.8%-ს.
  • ტკივილი მუცლის არეში - აწუხებს ოზემპიკის მომხმარებლების 3 – 5.7%-ს.
  • შეკრულობა - აწუხებს ოზემპიკის მომხმარებლების 5 – 3.1%-ს.

ასევე მსუბუქი გვერდითი მოვლენებია გულძმარვა, შებერილობა, გაზები, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა და დაბალი შაქარი სისხლში.

რაც შეეხება მძიმე გვერდით მოვლენებს, ოზემპიკმა შეიძლება გამოიწვიოს პანკრეასის ანთება, მხედველობის ცვლილებები, შაქრის დაბალი დონე სისხლში, თირკმელების პრობლემები და სერიოზული ალერგიულ რეაქციები. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტებისთვს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

როდის უნდა მივიღოთ ოზემპიკი?

ოზემპიკის მიღება შეუძლიათ მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულებს, თუმცა ყველა ადამიანს არ ესაჭიროება ეს პრეპარატი. ოზემპიკის მისაღებად პაციენტი უნდა აკმაყოფილებდეს ამერიკის ჯანმრთელობისა და ზრუნვის ეროვნული ინსტიტუტის (National Institute of Health and Care Excellence) მიერ დაწესებულ გარკვეულ კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმებია:

  • დიაბეტის სამართავად უშედეგო აღმოჩნდა სამი მედიკამენტი.
  • პაციენტს არ შეუძლია რეცეპტით გამოწერილი წამლების მიღება მათი გვერდითი მოვლენების ან სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
  • პაციენტის სხეულის მასის ინდექსი (body mass index – BMI) არის 35კგ/მ2 (მე-2 კლასის სიმსუქნე) ან მეტი და აქვს სიმსუქნესთან დაკავშირებული სხვა ჯანმრთელობის პრობლემები.

გარკვეული ადამიანებისთვის არაა რეკომენდებული ოზემპიკის მიღება ან უნდა შეწყვტონ მისი მიღება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს ხდება იმ შემთხვევაში თუ:

  1. ოზემპიკის მიღებისას განვითარდა დიაბეტური კეტოაციდოზი (DKA).
  2. პაციენტს აწუხებს თირკმლის დაავადება.
  3. პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება.
  4. ორსულობისას ან ბავშვის ძუძუთი კვებისას.

ოზემპიკის მიღება ასევე დროებით უნდა შეწყდეს მაშინ, როცა პაციენტი მომავალში გეგმავს ოპერაციის ჩატარებას.

შეიძლება თუ არა ოზემპიკის გამოყენება წონაში დაკლების მიზნით?

ოზემპიკი, თავისი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, ხელს უწყობს წონის კლებას. სწორედ ამის გამო, მრავალი ადამიანი დიაბეტის სამკურნალო წამალს წონაში დაკლების მიზნით იყენებს, მაგრამ არის თუ არა ასეთი მიდგომა ექსპერტების მიერ რეკომენდებული?

ოზემპიკში შემავალი აქტიური ნივთიერება, სემაგლუტიდი, ხელს უწყობს წონაში კლებას, თუმცა მხოლოდ პრეპარატი საკმარისი არ არის წონაში დასაკლებად, ამისათვის საჭიროა ცხოვრების სტილის შეცვლა - ჯანსაღად კვება და ვარჯიში. ოზემპიკი არ არის ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (Food and Drug Administration – FDA) მიერ წონაში დაკლებისთვის შესაბამის პრეპარატად დასახელებული, თუმცა არსებობს სხვა პრეპარატები რომლებიც ასევე სემაგლუტიდს შეიცავენ და სწორედ ამ მიზნით გამოიყენება.

ოზემპიკის ან სხვა პრეპარატების წონაში დაკლების მიზნით მიღებისას გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა სხეული მიეჩვიოს წამლებს და ასეთი მდგომარეობა გახდეს მისთვის ახალი „ნორმა“, შესაბამისად, შესაძლოა შეწყდეს წონაში კლება. ამასთან, ოზემპიკის ან სემაგლუტიდის შემცველი სხვა პრეპარატების მიღების შეწყვეტისას, დაკლებული წონა მალევე დაბრუნდება.

ოზემპიკი ხელს უწყობს წონაში კლებას, რაც ამცირებს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების, მაგალითად, გულის შეტევის, ინფარქტის, თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკს. სემაგლუტიდის შემცველი პრეპარატები გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენება ბარიატრიის ჩასანაცვლებლად. აღსანიშნავია, რომ ქირურგიული ჩარევის შედეგად, წონაში კლება უფრო შესამჩნევი და ხანგრძლივია, ვიდრე მედიკამენტებით მკურნალობის დროს, თუმცა მკურნალობის მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურია და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

მარიამ ღვინეფაძე