კეტამინი დეპრესიის სამკურნალოდ - ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის შესაძლოა, ახალი სამკურნალო თერაპია შემუშავდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კეტამინი დეპრესიის სამკურნალოდ - ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის შესაძლოა, ახალი სამკურნალო თერაპია შემუშავდეს

კეტამინი წარმოადგენს ზოგად საანესთეზიო საშუალებას.

პრეპარატი ვენაში ან კუნთებში შეყვანისას სწრაფად იწვევს ზოგად ანესთეზიას. გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სასურველია პაციენტს შენარჩუნებული ჰქონდეს ცნობიერება და სპონტანური სუნთქვა ხანმოკლე, მტკივნეული სადიაგნოსტიკო და ქირურგიული პროცედურების დროს. მაგრამ უფრო ხშირად იგი გამოიყენება საწყისი ბაზის ნარკოზისათვის საინჰალაციო საშუალებებთან კომბინაციაში. კეტამინის გამოყენება დასაშვებია პედიატრიულ პრაქტიკაშიც.

გაერთიანებული სამეფოს მკვლევარების განცხადებით, უკვე არსებული კვლევების ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ კეტამინით მკურნალობა მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს და დეპრესიას ჰკურნავს. მედიკამენტი ეფექტურია სუიციდური აზრების დასაძლევად, ასევე იმ სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს აქვთ.

83 კვლევის მეტა-ანალიზი აჩვენებს, რომ კეტამინის გამოყენება ფართო სპექტრის ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ არის შესაძლებელი.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კეტამინი კლინიკურ პირობებში ძალიან უსაფრთხო საშუალებაა. პრეპარატი იწვევს არტერიული წნევის და გულისცემის ზომიერ მატებას, თუმცა ამ ყველაფრის მონიტორინგი და მართვა კლინიკურ პირობებში მარტივად არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კეტანმინს ოპოიდური მოქმედება ახასიათებს. დეპრესიის სამკურნალოდ მისი ეფექტურობის დასამტკიცებლად კი, გაცილებით უფრო მეტი და სერიოზული კვლევები არის საჭირო.