პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი კორონავირუსისა და გრიპის დროს ეფექტური აღმოჩნდა
ებრძვის SARS-CoV-2-ის გავრცელებას.
პრობენეციდი თრგუნავს დასნებოვნებულ უჯრედებში ვირუსის რეპლიკაციის პროცესს, რითაც აჩერებს მის გავრცელებას ორგანიზმში. მღრღნელებზე ჩატარებული კლინიკური კვლევების მსვლელობისას, ჯორჯიის უნივერსიტეტისა და კომპანიის TrippBio მეცნიერებმა აჩვენეს, რომ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია პროფილაქტიკის მიზნით, კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგოდ როგორც დასნებოვნებამდე, ისე მის შემდეგ. ამას გარა, უჯრედების კულტურებში ნაჩვენები იქნა პრობენეციდის ეფექტურობა ადამიანის რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის წინააღმდეგ.
გარდა პირდაპირი მოქმედებისა, პრობენეციდმა შეიძლება გაზარდოს სხვა პრეპარატების მოქმედების ეფექტურობა. მას უკვე იყენებენ ზოგიერთი ანტიბიოტიკის მოქმედების გასაძლიერებლად. დღეისათვის მეცნიერები საზღვრავენ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის დოზას, ხოლო წლის განმავლობაში დაიწყება მისი კლინიკური კვლევა.