რატომ არის ბავშვის ძუძუთი კვება მისი იმუნიტეტისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის ბავშვის ძუძუთი კვება მისი იმუნიტეტისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება?

ყველა აუცილებელ ნივთიერებასა და იმუნოგლობულინებს შეიცავს, რომლებიც იმუნიტეტის განვითარებაზე აგებენ პასუხს.

დედის რძე შეიცავს განსაკუთრებულ ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ფერმენტებს, ჰორმონებსა და ზრდის ფაქტორს. ცხიმები, რომელსაც ქალის რძე შეიცავს, ბავშვისთვის ადვილად მოსანელებელია. ცილების შემადგენლობა არის ოპტიმალური (40:60) და პატარას ორგანიზმს მისი გადამუშავება არ უჭირს.

რაც შეეხება ნახშირწყლებს, ისინი ბავშვის კუჭ-ნაწლავში ასტიმალურიებენ საჭმლის მონელებისთვის სასარგებლო და აუცილებელი ბიფიდობაქტერიების წარმოქმნას.

ფერმენტები კი, რომლებსაც ბავშვი დედის რძის საშუალებით იღებს, ხელს უწყობენ ცხიმების მონელებას. აღსანიშნავია, რომ საჭმლის მონელების შედეგად წარმოქმნილ თავისუფალ ცხიმოვან მჟავებს გააჩნიათ ბავშვისთვის ძლიერი ანტივირუსული ეფექტი.

რატომ არის დედის რძე ბავშვის იმუნიტეტისთვის ყველაზე ეფექტური?

იმუნიტეტი დაავადებებთან შეწინააღმდეგების უნარია. ახალშობილი ბავშვის ორგანიზმი კი გარემოს ზეგავლენისგან და მასში არსებული უამრავი ვირუსისა და ბაქტერიისგან სრულიად დაუცველია. დედის მუცელში ნაყოფს უცხო მიკროორგანიზმებთან, შესაბამისად, მისი ინფექციებთან ბრძოლის მექანიზმი მძინარე მდგომარეობაშია. ამასთან, დაბადებისთანავე ბავშვი ვირუსებისა და ინფექციების ზემოქმედებას განიცდის.

დაბადებიდან პირველივე თვეებში, ძუძუთი კვების შემთხვევაში, დედის იმუნოგლობულინები ბავშვს დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარებიან, რადგან მისი იმუნური სისტემა ჩამოუყალიბებელია და ჯერ კიდევ 7 წლამდე განაგრძობს ფორმირებას.

სწორედ იმიტომ არის დედის რძე უნიკალური საკვები, რადგან მისი მეშვეობით ბავშვი იღებს ანტისხეულებს, რომელიც დაავადებების წინააღმდეგ ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ძლიერი იმუნიტეტის მქონე ბავშვები კი სეზონური რესპირატორული ინფექციებისგან უფრო დაცულები არიან, ასევე, მათ ნაკლებად აწუხებთ ატოპიური დერმატიტი (ალერგია) და ბრონქული ასთმა.

ბავშვის მოვლა უამრავი სირთულესთანაა დაკავშირებული. მათ შორის ერთ-ერთი სირთულე ღამეების უძილოდ გატარებაა. ძილის დარღვეული გრაფიკის გამო დედას შეიძლება, კვების რეჟიმი დაერღვეს, ვერ მიიღოს ყველა ის სასარგებლო ნივთიერება, რაც ლაქტაციისას აუცილებლობას წარმოადგენს, ამიტომ დაბალანსებული კვება ძალიან მნიშვნელოვანია.

mkurnali.ge

ლაქტაციის მასტიმულირებელი პროდუქტებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალი ასეთია:

• ქლიავი

• თბილი სითხეები (რძიანი ჩაი - ძუძუთი კვების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე)

• ვიტამინებით მდიდარი ხილის კომპოტი

• უცხიმო ხორცის წვნიანი

• რძის პროდუქტები • ცომეულის ჩანაცვლება ჯანსაღი პროდუქტით - უმი ხილითა და ბოსტნეულით

• ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მეძუძურ დედებს შეუძლიათ პრეპარატი "აპილაკი გრინდექსის" მიღება, რომელიც დამზადებულია ფუტკრის რის დედოსგან და ცნობილია, როგორც ლაქტაციის მასტიმულირებელი პროდუქტი.

mkurnali.ge

აგრეთვე, ფუტკრის რძის დედო ცნობილია, როგორც ენერგოსტიმულატორი და დედას დაღლილობის მოხსნაში ეხმარება.

mkurnali.ge

აღსანიშნავია, რომ "აპილაკი გრინდექსი" არამხოლოდ მეძუძური დედების, არამედ მთელი ოჯახისთვის არის სასარგებლო, რადგან შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების მთელ კომპლექსს, რომელიც ორგანიზმს იმუნიტეტის ამაღლებაში ეხმარება, ხოლო გადატანილი დაავადებების შემდეგ, გამოჯანმრთელებას აჩქარებს. ამასთან, მისი მიღება 3 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული.