ასპირინისა და ომეგა-3-ის ნარევი - უნიკალური კომბინაცია ართრიტის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასპირინისა და ომეგა-3-ის ნარევი - უნიკალური კომბინაცია ართრიტის სამკურნალოდ

რომელშიც საუბარია ასპირინისა და ომეგა-3-ის კომბინაციაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ომეგა-3-ით მდიდარი თევზის ქონისა და  ასპირინის  კომბინაცია აღიარებულია ართრიტთან (სახსრების ანთებასთან) ბრძოლის მაქსიმალურად ეფექტურ საშუალებად. ეს ორი კომპონენტი ამცირებს ანთებას, რომელიც დგას არა მხოლოდ ართრიტის, არამედ გულის ბევრი პათოლოგიისა და სიმსივნური დაავადების უკან.

როგორც ირკვევა, ასპირინი  ასტიმულირებს რეზოლვინის მოლეკულათა გამომუშავებას. რეზოლვინი კი, როგორც ცნობილია, მთავარ როლს ასრულებს ანთებითი რეაქციის "გათიშვაში."

ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3-ის დახმარებით  მიღებული რეზოლვინ D3  უფრო დიდხანს ნარჩუნდება ანთების ადგილებში, ვიდრე მჟავას მონაწილეობის გარეშე გამომუშავებული რეზოლვინ D1 ან რეზოლვინ D2 - აცხადებს ჩარლზ სერხანი - ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დოქტორი. რეზოლვინ D 3-ის  გამომუშავების ინიცირება ასპირინსაც იმავე წარმატებით შეუძლია. ასპირინი ენაცვლება ანთებით ენზიმს, რითაც აფერხებს ანთებითი პროცესის გავრცელებაში მონაწილე მოლეკულათა  წარმოქმნას.  ეს კი ანთების ჩაცხრობის კიდევ ერთი საყურადღებო მექანიზმია.

რაც მთავარია, ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით  ამ ორივე მექანიზმის  საუკეთესოდ "მუშაობა" დადასტურდა.  ისიც აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში უკვე აღმოაჩინეს რეცეპტორი, რომელიც აქტიურდება რეზოლვინ D  –ით.

თინათინ გოცაძე