რუბრიკები

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ვისთვის და როდის არის საჭირო ტამიფლუს მიღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვისთვის და როდის არის საჭირო ტამიფლუს მიღება

ტამიფლუ უფასოდ გადაეცემა ყველა მოქალაქეს, ისმის ბევრი კითხვა ამ პრეპარატზე.

მაინც ვისთვის არის საჭირო ტამიფლუ და დაავადების რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს?

თამარ მამაცაშვილი, მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი: - ტამიფლუ გახლავთ ანტივირუსული პრეპარატი და გამოიყენება ა და ბ ჯგუფის ვირუსული გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას აქვს გარკვეული უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები, ამიტომ უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი მიღება აუცილებელია.

მაინც ვის და როდის ენიშნება ეს პრეპარტი:

ტამიფლუ ენიშნება პაციენტს, რომელიც რისკ-ჯგუფში იმყოფება და რომელსაც გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები.

რისკ-ჯგუფში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ:

  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებები,
  • დიაბეტი,
  • ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები,
  • ქრონიკული დაავადებები,
ასევე:

  • 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები
  • ორსულები.

სასურველია, რომ მათ ანტივირუსული პრეპარატი დაენიშნოთ გრიპის ნიშნების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში. ეს არის ვირუსის აქტიური რეპლიკაციის (გამრავლების) პერიოდი და ამიტომ პრეპარატის მიღება სწორედ ამ პერიოდშია ეფექტური.

ასევე შესაძლებელია პრეპარატის დანიშვნა პროფილაქტიკისათვის რისკ-ჯგუფის ადამიანებში, თუკი ისინი დაავადების კერაში იმყოფებიან და კონტაქტი აქვთ გრიპით ავადმყოფებთან.

ტამიფლუ ასევე უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთაც გრიპის ნიშნების გამოვლენიდან მეორე - მესამე დღესვე განუვითარდა ფილტვების ანთება. ეს იმას ნიშნავს, რომ ანთებას აქვს ვირუსული ხასიათი. თუმცა ტამიფლუსთან ერთად მკურნალობაში უნდა ჩაირთოს ანტიბიოტიკებიც, რათა არ მოხდეს მეორეული ბაქტერიული ფლორის გააქტიურება და არ განვითარდეს შერეული გენეზის პნევმონია.

სამკურნალო მიზნით მოზრდილებში ინიშნება 75 მგ-იანი თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში, ხოლო პროფილაქტიკისათვის დღეში 1-ჯერ, 10 დღის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატს აქვს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, პირღებინება, ტკივილი კუჭის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, ბავშვებში და მოზარდებში აღწერილია კონვულსია და ცხელების მსგავსი ნეიროფსიქიატრიული მოვლენები.

არ შეიძლება მისი დალევა მძღოლებისათვის.

ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

არ შეიძლება მისი დანიშვნა წლამდე ასაკის ბავშვებში.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ მივხვდეთ, რომ გრიპი რთულდება - ექიმი თამარ მამაცაშვილი ღორის გრიპის შესახებ საგულისხმო რჩევებს გვაძლევს