თბილისის ხუთ წერტილში აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსები დაფიქსირდა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
თბილისის ხუთ წერტილში აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსები დაფიქსირდა
თბილისის ხუთ წერტილში აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსები დაფიქსირდა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრე ეტაპი განახორციელა. როგორც “მკურნალი.გე”-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს 20 ქალაქში განთავსებული იყო 128 ცალი ინდიკატორული მილაკი. აქედან აზოტის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრის მიზნით 65 მილაკი, ოზონის - 30, გოგირდის დიოქსიდის - 23 და ბენზოლის - 10.
მათივე განმარტებით, ანალიზები ჩატარდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლაბორატორიაში, ხოლო მიღებული შედეგების შეფასება მოხდა ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად. ყველა წერტილში დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის დაბალი ინდექსები.
რაც შეეხება აზოტის დიოქსიდს,
მისი მაღალი ინდექსები დაფიქსირდა ქალაქ თბილისში ხუთ წერტილში: მელიქიშვილის ქუჩა, ავლაბრის მოედანი, პირველი სკოლა, ტაშკენტის ქუჩა და მეტროს სადგურ "დელისთან".
გარდა ამისა, აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსები აღინიშნა ქალაქ თბილისის 9 წერტილში, ბათუმის სამ წერტილში, ქუთაისის ორ წერტილში და თელავის, ხაშურის, გორის, რუსთავისა და ზესტაფონის თითო
წერტილში.
აზოტის დიოქსიდი და ოქსიდი წარმოიქმნება ძალიან მაღალ, 650 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე და ჟანგბადის სიჭარბის პირობებში საწვავის წვის დროს. ძირითადი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვი, უხეში ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი.

აზოტის დიოქსიდი აღიზიანებს სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილს, განსაკუთრებით - ფილტვების ქსოვილს. ზრდის მწვავე რესპირაციული დაავადებებისა და პნევმონიისადმი მიდრეკილებას.
თამარ ნეფარიძე
იხილეთ ვრცლად სტატია ჰაერი და ჯანმრთელობა
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ
თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების მონაცემებით, თბილისში დაბინძურების ყველაზე მაღალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის
ხმელთაშუაზღვის დიეტა საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში და ხმელთაშუაზღვის აუზის სხვა ქვეყნებში
27 სექტემბერი 2014
თუ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ან არ ხართ ალერგიული თაფლზე, მაშინ შეგიძლიათ თაფლიანი წყლის დალევა
16 ნოემბერი 2018
თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ტკბილეულის მაგივრად იღებენ და
ბევრს აოცებს, როგორ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, დახუჭული თვალებითაც კი შევიგრძნოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის პოზიცია.
თაფლი თავისი შემადგენლობითა და სასარგებლო თვისებებით უნიკალური პროდუქტია. მაგრამ როგორ განვასხვავოთ
როდესაც ხშირად გვტკივა თავი.როდესაც თავის მკვეთრი მობრუნებისას, დახრისას, ერთ რომელიმე ადგილას, საფეთქლის ან