ენდოკრინოლოგია

დიაბეტის მსოფლიო ეპიდემია შესაძლოა ჰაერის დაბინძურებას უკავშირდებოდეს

დიაბეტის მსოფლიო ეპიდემია შესაძლოა ჰაერის დაბინძურებას უკავშირდებოდეს
როგორც ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, დაბინძურებული ჰაერის PM2.5 ნაწილაკების (2,5 მიკრონის ზომის მყარი ნაწილაკები) ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება დიაბეტი გამოიწვიოს.

მეცნიერებმა 88 000 მოხალისის მონაცემთა მაგალითზე PM2.5-თან ხანგრძლივ კონტაქტსა და დიაბეტს შორის კავშირი გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ზოგადად დიაბეტის რისკი იზრდებოდა 15,7%-ით კუბურ მეტრზე PM2.5-ის კონცენტრაციის 10 მიკროგრამით მომატებისას.

შედარებით მაღალი ხარისხით უარყოფითი ეფექტი ვლინდება საშუალო ასაკის პირებში, ქალებში, არამწეველებში და სხეულის მასის დაბალი ინდექსის მქონე პირებში. სპეციალისტების აზრით, შესაძლოა დიაბეტის მსოფლიო ეპიდემია გარკვეულწილად ჰაერის დაბინძურებით იყოს განპირობებული.


ლალი ჩხიკვაძე
მსგავსი სიახლეები
ჩეხი მეცნიერების რჩევით, თუ ადამიანს დიაგნოსტირებული აქვს გულსისხძარღვთა სისტემის დაავადება, მას აუცილებლად უნდა
21-10-2019
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ საშიში დაავადებები ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაში ფარულად (უსიმპტომოდ) მიმდინარეობს,
07-10-2019
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი ემთხვევა რამე მნიშვნელოვან მოვლენას, მაგალითად შვებულებას ან ქორწილს.
21-08-2019