როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ინდიკატორული მილაკები საქართველოს მასშტაბით განთავსებული იყო 25 დასახლებულ პუნქტში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, კასპი, მცხეთა, ოზურგეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, საჩხერე, ლანჩხუთი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, მარნეული, ბოლნისი, სიღნაღი, ყაზბეგი, ჩხოროწყუ).
ინდიკატორული გაზომვები მოიცავს აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაციების დადგენას. მილაკები ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებზე იყო
ჩატარებული გაზომვების შედეგების მიხედვით ყველა წერტილში გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის დაბალი მაჩვენებლები აღინიშნა, ასევე აზოტის დიოქსიდის დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა 18 დასახლებულ პუნქტში. რაც
ინდიკატორული გაზომვები საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდ: 2015 წელს - 10 დასახლებულ პუნქტში, 2016 წელს - 16 დასახლებულ პუნქტში, 2017 წელს - 20 დასახლებულ პუნქტში, ხოლო მიმდინარე წელს გაზომვები 25 წერტილში ხორციელდება.
საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული გაზომვები გაგრძელდება. შემდეგი ეტაპი სექტემბრისთვეში განხორციელდება.