თბილისის რომელ რაიონშია ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

თბილისის რომელ რაიონშია ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები

თბილისის რომელ რაიონშია ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების მონაცემებით, თბილისში დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები წერეთლის გამზირზე ფიქსირდება. აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები 4 წერტილშია განთავსებული: წერეთლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი და ვაშლიჯვარი. მარინა არაბიძის თქმით, ვაშლიჯვარში ამ კუთხით ყველაზე კარგი მდგომარეობაა.

რაც შეეხება თამარ მეფის გამზირზე მიღებულ შედეგებს, სადაც შემოწმება დღეს ჩატარდა, ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, აზოტის დიოქსიდი 1.3-ჯერ აღემატება ნორმას, რისი მიზეზიც ძირითადად ტრანსპორტია. მეგრელიშვილმა იმ
მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ისაუბრა, რაც ამ კუთხით უნდა გატარდეს.

„მობილური ავტომატური სადგურის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავარი დამაბინძურებელი დედაქალაქში აზოტის ორჟანგია. საბედნიეროდ, სხვა დამაბინძურებლები ნორმაშია. ჩვენი ავტოპარკის ასაკისა და ტექნიკური გამართულობის პირობებში, სამწუხაროდ, ლოგიკური შედეგია. აუცილებელია ე.წ. ტექდათვალიერების სრულყოფილად ამოქმედება, ავტოპარკის გაახალგაზრდავება, უფრო სუფთა ტექნოლოგიების
წახალისება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და განვითარება, რათა კერძო ტრანსპორტის წილი შევამციროთ დედაქალაქში“, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აზოტის ორჟანგის ნორმა იზომება თუ არა ევროკავშირის სტანდარტებით, ნოე მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული და ევროკავშირის ნორმა თანხვედრაშია. „აზოტის ორჟანგის შემთხვევაში, ეროვნული და ევროკავშირის ნორმა თანხვედრაშია საბედნიეროდ. თუმცა, 1-ელი აგვისტოდან, სრულად გადადის ქვეყანა ევროპულ სტანდარტებზე ჰაერის ხარისხის კუთხით“, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

მან კიდევ ერთ დამაბინძურებელზე, გოგირდის დიოქსიდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირებამ ამ კუთხით კარგი შედეგი მოიტანა. „გოგირდის დიოქსიდი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნორმაზე გაცილებით უფრო დაბალია. ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანაში საწვავში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შევამცირეთ. ესაა ნათელი მაგალითი იმისა, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს დადებითი შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
რა თქმა უნდა, ქიმიკატები აბაზანის ან ცხიმით დასვრილი ქვაბის გახეხვას აიოლებს, თუმცა, მათი ხშირი გამოყენება
29-03-2019
როგორც ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, დაბინძურებული ჰაერის PM2.5 ნაწილაკების (2,5 მიკრონის ზომის მყარი ნაწილაკები)
20-03-2019
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას სიმსივნური პათოლოგიის რისკფაქტორებზე.
05-02-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
საცობი ჩვენი ქალაქისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. ის პროვოცირებს ნერვული, კუჭ-ნაწლავის, გულსისხლძარღვთა
ქალაქის ზედაპირის არანაკლებ 40% უნდა იყოს დამალული ხეების ჩრდილის ქვეშ, რათა მცხოვრებლებმა
როგორც ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, დაბინძურებული ჰაერის PM2.5 ნაწილაკების (2,5 მიკრონის ზომის მყარი ნაწილაკები)
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ
თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად