ჯანმოს მონაცემებით, საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმოს მონაცემებით, საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია

ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მსოფლიო რუკა განაახლა, რომელზეც თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების (PM 2,5) კონცენტრაცია მოქმედი ევროპული ნორმის ფარგლებშია (ევროპული სტანდარტი არის 25 მკგ/მ3) და იგი ერთ კუბურ მეტრ ჰაერში 16-დან 25 მიკროგრამამდე მერყეობს. ქვეყნის ფონურ დაბინძურებასთან შედარებით გადაჭარბებული მაჩვენებელია ქ. თბილისში, სადაც კონცენტრაცია 26-დან 35 მკგ/მ3-ის ფარგლებშია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი ფიქსირდება ევროკავშირის რიგ ქვეყნებსა (პოლონეთი, იტალია, ბულგარეთი) და აზიისა და აფრიკის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცალკეულ ქალაქებში (მაგალითად - კრაკოვი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ქ. თბილისზე მაღალია.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რუკა ეფუძნება ქვეყნების მიერ მიწოდებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების გაზომვების შედეგებსა და სატელიტური დაკვირვების მონაცემებს. საქართველოს შემთხვევაში გამოყენებულია აბასთუმანში მდებარე ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის ფონური დაბინძურების მონიტორინგისა და თბილისის ფონური დაბინძურების მონიტორინგის სადგურების გაზომვების შედეგები. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოცულობისა და სანდოობის გაზრდის მიზნით უმნიშვნელოვანესია მონიტორინგის ქსელის განვითარება. ამ კუთხით ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი წინსვლაა. კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, როცა ქვეყანაში მხოლოდ ერთი ავტომატური სადგური ფუნქციონირებდა, 2018 წელს საქართველოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 7 სტაციონარული და 1 მობილური ავტომატური სადგურისგან შედგება. რეგულარულად ხორციელდება ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები. მიმდინარე წელს იგეგმება ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება, რაც სათანადო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას მისცემს სამინისტროს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.