ჯანმოს მონაცემებით, საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019
ჯანმოს მონაცემებით, საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია

ჯანმოს მონაცემებით, საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მსოფლიო რუკა განაახლა, რომელზეც თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების (PM 2,5) კონცენტრაცია მოქმედი ევროპული ნორმის ფარგლებშია (ევროპული სტანდარტი არის 25 მკგ/მ3) და იგი ერთ
კუბურ მეტრ ჰაერში 16-დან 25 მიკროგრამამდე მერყეობს. ქვეყნის ფონურ დაბინძურებასთან შედარებით გადაჭარბებული მაჩვენებელია ქ. თბილისში, სადაც კონცენტრაცია 26-დან 35 მკგ/მ3-ის ფარგლებშია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი ფიქსირდება ევროკავშირის რიგ ქვეყნებსა (პოლონეთი,
იტალია, ბულგარეთი) და აზიისა და აფრიკის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცალკეულ ქალაქებში (მაგალითად - კრაკოვი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ქ. თბილისზე მაღალია.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რუკა ეფუძნება ქვეყნების მიერ მიწოდებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების გაზომვების შედეგებსა და სატელიტური დაკვირვების მონაცემებს. საქართველოს შემთხვევაში გამოყენებულია აბასთუმანში მდებარე ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის ფონური დაბინძურების მონიტორინგისა და თბილისის ფონური დაბინძურების მონიტორინგის სადგურების გაზომვების შედეგები. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოცულობისა და სანდოობის გაზრდის მიზნით უმნიშვნელოვანესია მონიტორინგის ქსელის განვითარება. ამ კუთხით ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი წინსვლაა. კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, როცა ქვეყანაში მხოლოდ ერთი ავტომატური სადგური ფუნქციონირებდა, 2018 წელს საქართველოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 7 სტაციონარული და 1 მობილური ავტომატური სადგურისგან შედგება. რეგულარულად ხორციელდება ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები. მიმდინარე წელს იგეგმება ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება, რაც სათანადო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას მისცემს სამინისტროს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
თარიღი : 04-05-2018
მ.ა.
საქართველოს მოსახლეობის ნახევარი რომ სწორედ თბილისში ცხოვრობს, სადაც უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების (PM 2,5) კონცენტრაცია 26-დან 35 მკგ/მ3-ის ფარგლებშია და მნიშვნელოვნად აღემატება ევროპულ ნორმას (25 მკგ/მ3), პრობლემა სწორედ ამაშია. ის ფაქტი, რომ "ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების (PM 2,5) კონცენტრაცია მოქმედი ევროპული ნორმის ფარგლებშია" არ არის დამამშვიდებელი. უმცირესი ზომის ნაწილაკები ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დამაბინძურებელია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
15 იანვრიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა.
15-01-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და
11-01-2019
ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს H1N1, სულ 4-5 შემთხვევაა H3N2-ის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის
10-01-2019
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ
თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების მონაცემებით, თბილისში დაბინძურების ყველაზე მაღალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის
ხმელთაშუაზღვის დიეტა საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში და ხმელთაშუაზღვის აუზის სხვა ქვეყნებში
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული