დაბინძურებული ჰაერის გამო 153 მილიონ ადამიანს ნაადრევი სიკვდილი ემუქრება
შეჩერებისთვის, აუცილებელია გარკვეული ღონისძიებების გატარება. ეს მთელს მსოფლიოში, მიმდინარე საუკუნეში, 153 მილიონი ადამიანს ნაადრევი სიკვდილისგან იხსნის.
მსოფლიოს 154 მსხვილი ქალაქის მცხოვრებლების გადასარჩენად, აუცილებელია ნელნელა შემცირდეს გამონაბოლქვი და გლობალური დათბობა შეიზღუდოს 1,5 გრადუსამდე. მკვლევარების აზრით, ზომების დროულად მიღების შედეგად, ნაადრევი სიკვდილიანობის რიცხვი ყველა კონტინენტზე შემცირდება. განსაკუთრებით დაქვეითდება სიკვდილიანობა აფრიკასა და აზიაში.
ექსპერტებმა გამოარკვიეს, რამდენი წლით ამცირებს დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1 კუბურ მეტრ ჰაერში, მავნე ნივთიერებების მასის 10 მიკროგრამით მომატება, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას 9-11 წლამდე ამცირებს.
ლალი ჩხიკვაძე