ოსპი - სასარგებლო საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოსპი - სასარგებლო საკვები

შეიცავს A, C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას (რომელიც გვიცავს კიბოსაგან), მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს. თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს ოსპს სამკურნალოდ. ძალიან სასარგებლოა ოსპის კერძები (წვნიანი, სალათა, ფაფა) გულ-სისხლძარღვთა და დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემების (კოლიტი, წყლული) დროს. სასურველია, მომავალმა დედებმაც რაციონში ოსპი გაითვალისწინონ, რადგან ის ეხმარება ნაყოფის განვითარებას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოსპი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტია, რადგან ის არ აგროვებს ტოქსინებსა და ნიტრატებს. მასში შემავალ ნივთიერებებს, იზოფლავონებს, ძუძუს კიბოს არიდება შეუძლიათ. ოსპი შეიცავს გულისთვის აუცილებელ უჯრედისსაც.

ნახევარ ულუფაში არის 9 გრამი ცილა, 8 გრამი უჯრედისი, არ შეიცავს ცხიმს. ენერგეტიკული ღირებულება 115 კილოკალორიაა. იზოფლავონები დამუშავებისას არ იშლება, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, იყიდოთ კონსერვირებული ან გამომშრალი ოსპი.

ადრე ოსპს, თურმე, ღარიბების ხორცს უწოდებდნენ დიდი რაოდენობით ცილისა და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის გამო, ამასთანავე ნოყიერია და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს.

ასე რომ, თამამად და აქტიურად ჩართეთ ოსპი თქვენს მენიუში, კვირაში ერთხელ მაინც დაგეგმეთ ოსპის დღე და მოამზადეთ ოსპის კერძები. ის ერთნაირად სასარგებლოა დიდებისა და პატარებისთვის, თან – გემრიელიც. რამდენიმე რეცეპტსაც გთავაზობთ.

ოსპის წვნიანი

დაგჭირდებათ:

  • ხახვი – 100 გ
  • სტაფილო – 200 გ
  • წითელი ოსპი – 200 გ
  • ზეთი – 40 გ
  • პრასი – 1 ცალი
  • მარილი, მწვანილი გემოვნებით.

მომზადება:

ყველაზე კარგად წითელი ოსპი იხარშება, მით უმეტეს, თუ წინასწარ დაალბობთ ერთი-ორი საათი მაინც. წვნიანის მომზადებას, სხვა ბარდეულის მსგავსად, ბევრი დრო არ უნდა. თან გემრიელია და ადვილად ანაყრებს. ეხმარება კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ მსხვილად გახეხილი სტაფილო და კიდევ 2-3 წუთი მოშუშეთ. ძალიან უხდება პრასი, თხელ რგოლებად დაჭრილი, რომელსაც ასევე ტაფაში დაამატებთ მოშუშვის დროს. აადუღეთ ქვაბში 2 ლიტრი წყალი, იქ გადაიტანეთ მოშუშული ბოსტნეული და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაამატეთ ოსპი და კიდევ 15-20 წუთით დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ოსპი უნდა დარბილდეს და ფერიც შეიცვალოს – უფრო ღია ფერის გახდეს. ბოლოს დაუმატეთ მარილი, შეგიძლიათ, მწვანილიც დაუმატოთ გემოვნებით.

ყველაზე მარტივი რეცეპტი – მოხრაკული ოსპი ხახვით

ეს კერძი მამაკაცებსაც მოსწონთ, თან ადვილი მოსამზადებელია.

დაგჭირდებათ:

  • ოსპი – 200 გ
  • ხახვი – 1-2 საშუალო ზომის
  • ნიორი, მწვანილი, ზეთი

მომზადება:

ხახვი დაჭერით და ტაფაზე მოშუშეთ (ზოგიერთი დიასახლისი სტაფილოსაც უმატებს). შემდეგ დაუმატეთ წინასწარ კარგად დამბალი ოსპი, მოასხით ადუღებული წყალი ისე, რომ ოსპი დაფაროს, მოურიეთ და ხარშეთ. თუ შეატყვეთ, რომ წყალი შეიშრო, დაუმატეთ, სანამ ოსპი მოიხარშება. დაახლოებით 15-20 წუთში ოსპი დარბილდება, გაიხსნება და მიგანიშნებთ, რომ მოხარშულია. ჩანგლით ან კოვზით დასრისეთ მოხარშული ოსპი (ლობიოსავით), თან ურიეთ. წყალი აღარ დაუმატოთ. რომ შეატყობთ, უკვე კარგად ისრისება მარცვლები, დაუმატეთ ნიორი, მარილი (სვანური მარილი უხდება განსაკუთრებულად), მწვანილი. კიდევ კარგად აურიეთ, რომ არ მიიწვას და შემდეგ გამორთეთ.

ოსპის სუპ-პიურე

ეს კერძი ძალიან დიეტურია და განსაკუთრებულად სასარგებლო სხვადასხვა დაავადების დროს.

დაგჭირდებათ:

  • წითელი ოსპი – 150 გ
  • სტაფილო – 4 ცალი
  • ნიახური – 1 კონა
  • ხახვი – 1 თავი
  • ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი – 1,2 ლ
  • ზეთი, მარილი

მომზადება:

ხახვი, ნიახური და სტაფილო წვრილად დაჭერით. ჯერ ხახვი მოხრაკეთ ტაფაზე, მერე დაუმატეთ სტაფილო და ნიახური. გარეცხილი და ცოტა ხნით დამბალი ოსპი დაუმატეთ და ცოტა ხანს, დაახლოებით 2 წუთს შუშეთ, თან ურიეთ.

ქვაბში ჩაასხით წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი (ბულიონი მანამდე უნდა გქონდეთ მოხარშული, ჩვეულებრივი – კარტოფილით, სტაფილოთი, ბულგარულით, ხახვით, ნივრით, დაფნის ფოთლით და მისი მხოლოდ წვენი გამოიყენეთ).

დაუმატეთ წამოდუღებულ წვენში ან წყალში უკვე მოხრაკული ბოსტნეული და ნელ ცეცხლზე ხარშეთ. როცა ოსპი მოიხარშება, დაუმატეთ სუნელები და მარილი. შემდეგ ბლენდერით გათქვიფეთ და პიურედ აქციეთ.