რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

მიმწვარ ტაფებსა და ქვაბებში წამოადუღეთ ძმრიანი წყალი და მთელი ღამე დატოვეთ, რათა მიმწვარი ადგილები დაალბოს. შემდეგ ცხელი წყლით, ჯაგრისითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გარეცხეთ. ის ადგილი, რომელიც არ გასუფთავდება, მარილითა და მავთულის სახეხით გახეხეთ (გარდა „ტეფალის ჭურჭლისა“) ან ტაფას მოაყარეთ მარილი, გააცხელეთ, შემდეგ კი ჩვრით გააპრიალეთ.

თუ ჩაიდანი ჩამუქდა და ნალექი მოიდო, ჩაასხით ძმრიანი წყალი (ერთნახევარი ს.კ. ძმარი ერთ ლიტრ წყალზე) და ადუღეთ 30 წუთი.

წვნიანის მომზადებისას ბოსტნეულს წყალთან ერთად ნუ წამოადუღებთ, ჩაყარეთ უკვე ადუღებულ წყალში.

ხილ-ბოსტნეული მაქსიმალურად თხლად გათალეთ, რათა ვიტამინები ნაფცქვენს არ გააყოლოთ. უმჯობესია კანიანად მოიხარშოს და შემდეგ გაიფცქვნას.

კარტოფილი შესამოწმებლად შუაზე გაჭერით და ნაჭრები ერთმანეთზე წაუსვით. თუ აქაფდა, კარტოფილი ხარისხიანია.

რძე შესამოწმებლად გამჭვირვალე ქილაში ჩაასხით, ქილის უკან ანთებული სანთელი დადგით და გაიხედეთ, თუ სანთელი გამოჩნდა, რძე წყალნარევია.

თუ გინდათ, რომ მოხარშვისას კვერცხი არ გაიბზაროს, ჩაყარეთ ცოტაოდენი მარილი.

თუ ხელი დაიწვით, წაისვით ძმარი ან მდოგვი.

ცოტაოდენი ლიმონის წვენი სალათს ვიტამინებს უნარჩუნებს.

გამზადებულ წვნიანში არ ჩატოვოთ დაფნის ფოთოლი.

იმისთვის, რომ თქვენი შემწვარი ერბოკვერცხი ლამაზი და მადისაღმძვრელი გამოვიდეს, გამოიყენეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. ხოლო, თუკი აღმოჩნდა, თქვენთვის საყვარელი ომლეტის შესაწვავად რძე არ გაქვთ, დაასხით მას ერთი ჭიქა ცივი წყალი და კარგად ათქვიფეთ. ომლეტი ფუმფულა და გემრიელი გამოვა.

თუკი ყველს გარედან კარაქის თხელ ფენას გადაუსვამთ, მაცივარში შენახვისას არ გამოშრება.

წყალზე დამზადებული წვნიანი (სუპი) გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე ბულიონით. დაამატეთ წვნიანს სხვადასხვა სუნელი, რომლებიც მას კარგ არომატსა და გემოს შესძენს. წყლით მომზადებულ წვნიანს ძნელად განასხვავებთ ბულიონით მომზადებულისგან.

თუკი ცხობას აპირებთ და საფუარი არ გაქვთ, ცომს სულ ცოტა კონიაკი დაუმატეთ. ის შესანიშნავად ჩაანაცვლებს საფუარს.

თუკი ძალიან ცხელ ყავაში ან ჩაიში ჩადებთ ორ ცალ სუფრის კოვზს, სასმელი სწრაფად გაგრილდება.

ლიმონი ან ფორთოხალი ჯერ კარგად გადააგორეთ მაგიდაზე და შემდეგ გაწურეთ. ამ ხერხით ციტრუსისგან გაცილებით მეტ წვენს მიიღებთ.

ღვიძლის მომზადებამდე მოაყარეთ მას შაქარი და დატოვეთ რამდენიმე საათით - ამ ხერხით მომზადებული კერძი ბევრად უფრო რბილი გახდება.

იმისთვის, რომ ბოსტნეულმა კერძს ყველა სასარგებლო თვისება შესძინოს, აუცილებლად გარეცხეთ და გაასუფთავეთ ბოსტნეული უშუალოდ კერძში მოხმარებამდე და არა რამდენიმე საათით ადრე.

თუკი ბრინჯს მოხარშვამდე ნახევარი საათით წყალში დაალბობთ, მოხარშული ბრინჯი ფხვიერი გამოვა.

დამჭკნარი მწვანილის გაცოცხლება შესაძლებელია! მოათავსეთ წყალში და დაამატეთ 1-2 წვეთი ძმარი. სასურველია, მწვანილები ყოველთვის ძმრიან წყალში შეინახოთ, მაცივარშიც კი.

ბოსტნეული აუცილებლად მაღალ ცეცხლზე უნდა ხარშოთ და მარილი კერძის მომზადების დასასრულს დაუმატოთ.

იმისთვის, რომ შემწვარი ხორცი ხრაშუნა და დაბრაწული გამოვიდეს, შეწვამდე მას მცირე რაოდენობით თაფლი წაუსვით.

მარილის ქილაში ჩაყარეთ რამდენიმე მარცვალი ბრინჯი, რომელიც ნესტს მთლიანად შეიწოვს და მარილიც მუდმივად ფხვიერი იქნება.

რძე მალე რომ არ ამჟავდეს, დაამატეთ მას ერთი მწიკვი სოდა. ხოლო დუღილისას ქვაბიდან რომ არ გადმოვიდეს ან არ დაიწვას, დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და ურიეთ ყოველ ორ წუთში ერთხელ.

თუ გსურთ, რომ მოხარშული მაკარონისგან ერთგვაროვანი მასა არ მიიღოთ, ხარშვისას დაამატეთ წყალში ცოტაოდენი ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი, მოხარშვის შემდეგ კი გადაიტანეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.

ბროლის ჭურჭელს ცხელი წყალი არ მიაკაროთ!

დაიწყეთ მაცივრით

წელიწადში ორჯერ მაინც მაცივრის სადენიდან გამორთვა და გაწმენდა-გამშრალება აუცილებელია.

როცა სადენიდან გამორთავთ და ყინულის ფენაც დადნება, გულდასმით გაასუფთავეთ შიდა სივრცე და თაროები. საყინულე კარგად გამოამშრალეთ. გასუფთავებული მაცივრის ჩართვას ნუ იჩქარებთ, აცადეთ, რომ სივრცე კარგად გაშრეს.

თუ მაცივარს უსიამოვნო სუნი შერჩა, შავი პურის ნაჭერი კუბებად დაჭერით, თაროებზე მოათავსეთ და კარი 2-3 საათით დახურეთ.

ჭურჭლის ნიუანსები

ჩაიდანს ნალექი რომ მოაშოროთ, მასში ვაშლის ძმარგარეული წყალი წამოადუღეთ (2-3 ჩ.კ. 1 ლიტრ წყალზე), რომელშიც ერთი ლიმონის კანი იქნება გარეული. ადუღეთ 10 წუთით.

მიმწვარ ქვაბს ადვილად გაასუფთავებთ, თუ მასში სოდიან წყალს წამოადუღებთ (2 ს.კ. სოდა 1 ლიტრ წყალზე).

ბოსტნეულის სახეხი ბადე უკეთ გაირეცხება, თუ რეცხვამდე მასზე ცოტა უმ კარტოფილს გახეხავთ.

თუ ბროლის ჭურჭელი გაქვთ, ცხელი წყალი არ მიაკაროთ. გარეცხეთ მხოლოდ ცივი წყლით, რომელშიც 1 ს.კ. სპირტი იქნება გარეული. შემდეგ კი შალის ნაჭრით გააპრიალეთ.

ფაიფურს მკვეთრად განსხვავებული ტემპერატურის წყალი არ უყვარს. ამიტომ თბილი წყლით გარეცხეთ.

ვერცხლის ჭურჭელი შესანიშნავად იწმინდება კბილის პასტით.

ლაქები დანებსა და ჩანგლებზე ლიმონის წვენით მოაშორეთ, შემდეგ ბრწყინვალებისთვის უმი კარტოფილი გადაუსვით.

რბილ იატაკზე ლაქების მოსაშორებლად

ერთმანეთში შეურიეთ სოდა და წყალი. ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. წაუსვით დალაქავებულ ადგილს, დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

შეაგროვეთ მინის ნამსხვრევები

ნამსხვრევების ხელით აკრეფა რომ არ შეიძლება, ეს ყველამ იცის. ამიტომ მათ ასაკრეფად თეთრი პურის გული გამოიყენეთ.

გაასუფთავეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

მანქანის ზედა თაროზე მოათავსეთ ძმრიანი ჭიქა, ჩართეთ უმაღლეს ნიშნულზე. შემდეგ ფსკერზე მოაყარეთ სოდა და კვლავ ჩართეთ მანქანა.

მატრასის სწრაფი გაწმენდა

პულველიზატორში ჩაასხით არაყი (სპირტი), თანაბრად შეასხურეთ მთელ მატრასს და მზეზე გაიტანეთ გასაშრობად. ალკოჰოლი გაანადგურებს ცუდი სუნის გამომწვევ ყველა მიკრობს.

სარეცხი ღრუბლის დეზინფექცია

ღრუბელი რამდენიმე წუთით მიკროტალღურ ღუმელში ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსეთ. ეს მეთოდი ბაქტერიების 99 პროცენტს ანადგურებს, მაგრამ ღრუბლის ხშირი ცვლაც ნუ დაგავიწყდებათ.

რბილი ავეჯის დროც დადგა

პულვერიზატორში მოათავსეთ სპირტი და თანაბრად შეასხურეთ მთელ რბილ ავეჯს, შემდეგ რბილი ღრუბელი გადაუსვით და ბოლოს უხეში ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ.

განაახლეთ ავეჯი

ტყავის ავეჯის განახლებაში ფეხსაცმლის კრემი დაგეხმარებათ. წაუსვით ნაკაწრებში და ისინი გაქრება.

ფეხსაცმლის ან ხელთათმანის სწრაფად გასაშრობად

დახიეთ გაზეთები და ჩატენეთ ფეხსაცმელში (ხელთათმანებში). ხოლო თუ გაზეთი არ გაქვთ, მის შესაცვლელად ბრინჯიც გამოგადგებათ.

ცხიმს ცარცი მოაშორებს

თუ საყვარელ კაბას ცხიმის ლაქის გამო ვერ იცვამთ, პრობლემის მოგვარებაში ჩვეულებრივი ცარცი დაგეხმარებათ. წაუსვით ლაქას ცარცი და მის მოსაშორებლად სველი ნაჭერი გამოიყენეთ. ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

ხალიჩის გასუფთავება

შეურიეთ 2/3 წყალი და 1/3 ძმარი. მიასხურეთ ხალიჩის დალაქავებულ ადგილზე, დააფარეთ სველი ნაჭერი და გააუთოეთ.