ტესტი შავი პილპილის ხარისხიანობის დასადგენად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტესტი შავი პილპილის ხარისხიანობის დასადგენად

შავი პილპილი მიიღება პილპილის მწიფე მარცვლების მზეზე ან ღუმელში გამოშრობით. გაშრობისას ნაყოფი იფარება შავი ან მოშავო-მოყავისფრო ქერქით და მრგვალ ფორმას იღებს. პილპილის მწარე გემოსა და ძლიერ არომატს მასში 1-დან 2%-მდე ეთერზეთებისა და 5-დან 9%-მდე პიპერინის ალკალოიდის არსებობა განაპირობებს.

მზა პროდუქტის რუხი, მოშავო, „მიწისფერი“ შეფერილობა მის დაბალ ხარისხზე მეტყველებს. ამასთანავე, პროდუქტის ვარგისიანობის ერთ-ერთი მაჩვენებელი მისი დაფქვის ხარისხია. უმაღლესი ხარისხის დაფქული პილპილი ერთგვაროვანი კონსისტენციის ფხვნილია მსხვილი მინარევების გარეშე.

ჩვენ გასწავლით ხერხებს, რომელთა დახმარებით ერთმანეთისგან ადვილად გაარჩევთ ნამდვილ და ფალსიფიცირებულ პილპილს.

რა თქმა უნდა, ამ მეთოდების გამოყენებას ბაზარში ან სუპერმარკეტში ვერ შეძლებთ, თუმცა სახლში ადვილად დაადგენთ საიმედო მწარმოებელსა და სანდო სავაჭრო მარკას.

დავიწყებთ იმით, რომ შეუფუთავი პროდუქცია არომატსა და სიმწარეს კარგავს. შედარებით უკეთ არის საქმე, როცა პილპილი შეფუთულია, თუმცა გახსოვდეთ, რომ პროდუქტზე შეფუთვის ხარისხი და რეალიზაციის პირობებიც მოქმედებს. კერძოდ:

ა) პოლიეთილენისა და ქაღალდისგან დამზადებული შეფუთვა დაბალ კლასს მიეკუთვნება;

ბ) საშუალო კლასს განეკუთვნება ფოლგა;

გ) ელიტურად მინის ტარა მიიჩნევა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მზის სხივების ზემოქმედებით, მინის ტარაში მოთავსებული სუნელი გემოს კარგავს.

პილპილის მაღალ ხარისხზე მეტყველებს მისი ფერი, რომელიც ღია ყავისფრიდან ნაცრისფრამდე მერყეობს.

რაც უფრო მეტია რუხი ფერის მარცვლები, მით დაბალი ხარისხისაა სანელებელი!

ახლა კი ჩაატარეთ ტესტი იმის დასადგენად, შეიცავს თუ არა პილპილი დანამატებს:

ცოტაოდენი პილპილი მოათავსეთ ჭიქაში, დაასხით მდუღარე ან ცივი წყალი და დააკვირდით:

  • თუ პილპილი სახამებელს შეიცავს, ის მდუღარე წყლის დასხმისას აუცილებლად გასქელდება;
  • თუ პილპილი ფქვილს შეიცავს, ცივ წყალთან გაზავებისას მომჟავო სუნს გამოყოფს;
  • თუ პილპილში ბრინჯის ფქვილია გარეული, წყალთან შეხებისას გაფუვდება და სპეციფიკურ სუნს გამოყოფს.

გახსოვდეთ, რომ იაფი პროდუქციის შეძენისას ფულს ორმაგად ხარჯავთ, რადგან კერძისთვის სიმწარის მისაცემად ორჯერ და სამჯერ მეტი პილპილის ჩაყრა გიწევთ.

თუმცა, სამწუხაროდ, ხარისხის გარანტიას არც ძვირად ღირებული პროდუქცია იძლევა, ამიტომ ვიმედოვნებთ, ჩვენი ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

გახსოვდეთ, ხარისხიანი პროდუქციის შეძენისას თქვენი კერძები გაცილებით გემრიელი და სასარგებლო გამოვა.